18175963_1616221598405285_1133082051_oGLC  სკოლა   ჩაერთო   TOEFL-ის (Test of English as a Foreign Language)   სასერთიფიკაციო    პროგრამაში. პროგრამა  საშუალებას აძლევს როგორც მოსწავლეს,  ასევე  მშობელს  აკონტროლოს და თვალყური მიადევნოს მიღწევებსა და პროგრესს.

პროგრამა მოიცავს  წლის განმავლობაში 2  ტესტს: შუალედურ ტესტს ნოემბერში – განმავითარებელი  შეფასებით,  სასწავლო წლის ბოლოს ივნისში – საგამოცდო ტესტირებას. შეფასებას კომენტარებით, პროგრესისა და რეგრესისჩვენებით , მშობელი მიიღებს ელექტრონული ფოსტით

28 აპრილს სკოლაში გაიმართა TOEFL-ის სასერთიფიკაციო პროგრამის პრეზენტაცია  მშობლებისა და მოსწავლეებისათვის. პრეზენტაცია წარადგინეს TOEFL-ის საერთაშორისო ცენტრის მენეჯერმა ოგუზ ემრანმა, ,,ინგლისური წიგნი საქართველოში“ პრეზიდენტმა მიშა გურგენიძემ და საგამოცდო პორტფოლიოს მენეჯერებმა ანი დემეტრაშვილმა და ანი კვირიკაშვილმა.