შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი, როგორც კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურა დაარსდა 1995 წელს თბილისის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის სახით, ხოლო 2009 წლიდან ის იწოდება შპს საქართველოს სასწავლო ცენტრად და აერთიანებს თბილისის სკოლას და   ზუგდიდის განყოფილებას, რომელიც  თბილისის სკოლის პროგრამული და მატერიალური უზრუნველყოფითა და ზედამხედველობით ფუნქციონირებს.

საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს.  დაარსებიდანვე  სკოლა  მაღალი რეპუტაცით სარგებლობს მშობლებსა და მოსწავლეებს შორის, რაც ემყარება სასწავლო და საგანმანათლებლო მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ:

  • სკოლაში არსებულ დისციპლინას და სწავლის კომფორტულ პირობებს;
  • უსაფრთხო გარემოს;
  • სწავლების თანმიმდევრულად სტაბილურ ხარისხს, რაც დასტურდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებით,  სკოლის კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაღალი მაჩვენებლებით;
  • გერმანული ენის  სადიპლომო – DSD პროგრამას;
  • ინგლისური ენის გაღრმავებულ სწავლებას, TOEFL  სასერტიფიკატო პროგრამას;
  • სწავლებისა და აღზრდის საქმეში მრავალმხრივი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, საინტერესო კლასგარეშე საქმიანობას;
  • მშობლების ჩართულობას სკოლის საქმიანობაში – სასკოლო კურიკულუმის შედგენისას, მოზარდის განვითარების ინდივიდუალური ტრაექტორიის შემუშავებისას, სასკოლო ღონისძიებების ჩატარებისას, სასკოლო ცხოვრებაში წარმოქმნილი სხვადასხვა სიძნელეების ერთობლივი მოგვარებისას და ამ სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული  ღონისძიებების ჩატარებისას.

მშობელითა  და მოსწავლეთა აზრი სკოლის მუშაობის ხარისხისა და ზოგადად, კერძო სკოლის არსებობის განმსაზღვრელი  კრიტერიუმია.   კონტიგენტის ოდენობა  სასწავლო პროცესში ჩართულ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრთან რეგულარური კონტაქტისა და შესაბამისად, წარმოქმნილ სიძნელლებთან დაკავშირებით დროული რეაგირების საშუალებას იძლევა. 

სკოლას აქვს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ყველა საჭირო რესურსი, შესაბამისი, მოწესრიგებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო  პროგრამები.

სკოლა მისი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება არა მარტო სკოლის ფარგლებში. წლების მანძილზე სკოლა ESM-თბილისის საბაზო და კონტინგენტის მიმწოდებელ სკოლას წარმოადგენდა და მასთან ერთად  ატარებდა კონკურსს – „ლიდერი“, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან.  ეს  კონკურსი მოსწავლეთა შორის სასწავლო განწყობის შექმნის კარგი საშუალება იყო, მისი ფინალური ტური კი –  ცოდნის  ნამდვილი  ზეიმი.

კერძო სკოლისადმი ზოგადი დამოკიდებულების და პოლიტიკის შეცვლისთვის ზრუნვა და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა  სკოლის მთავარი საზრუნავი იყო წლების მანძილზე,  რადგანაც  მიგვაჩნდა, რომ   კერძო სკოლების არსებობა არის რეალური არჩევანის თავისუფლება საგანმანათლებლო მომსახურების  სფეროში არა მხოლოდ  მაღალი შემოსავლების, არამედ სწორედ სწავლაზე ორიენტირებული დაბალი და საშუალო შემოსავლების ოჯახებისთვის.

მუშაობის გამჭვირვალობის მექანიზმი და სწავლა/სწავლების მიღწეული შედეგები გარანტიაა იმისა, რომ  სკოლამ თავიდან აიცილოს  მოზარდთა ფსევდო–განათლების მიღება, რადგანაც სკოლის მთავარი სტრატეგია ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება.  ევროპული კვლევების მრავალი დასკვნა აღიარებს: “რაც უფრო მეტი მოსაწავლე  სწავლობს კერძო სკოლებში, მით უკეთესი  შედეგებია საჯარო სკოლებში”, ჩვენი საზოგადოებისათვის, მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ჩვენი მისიის მნიშვნელობასა და მართებულობას ადასტურებს.