1.გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა – DSD პროგრამა
საქართველოში 2011 წლამდე მხოლოდ ხუთი სკოლა სთავაზობდა მოსწავლეებს გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომს. 2012 წლიდან მათ შეუერთდა ჩვენი სკოლაც, რომელმაც მიიღო გერმანული ენის პირველი და მეორე საფეხურის სადიპლომო პროგრამის განხორციელებისა და გამოცდების ჩატარების უფლება.
DSD 1 და DSD 2 – დიპლომები
გერმანიის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლისათვის საჭირო კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტები გერმანულ ენაში
DSD პროგრამა: ორიენტირებულია უცხო ენების სწავლების თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გასცემს გერმანიის სახელმწიფო დიპლომს.
პროგრამა ხელს უწყობს სკოლის მთვარი მიზნის განხორციელებას – კონკურენტუნარიანი აბიტურიენტების მომზადებით უზრუნველყოს ყველა კურსდამთავრებულის წარმატებული მომავალი.
DSD პროგრამა ითვალისწინებს გერმანული ენის გაღრმავებულ სწავლებას მე–2 კლასიდან.
სწავლების მეთოდი იმგვარადაა შემუშავებული, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი წარუმატებლობის ალბათობა.
წარმატებულ მუშაობას განაპირობებს სადიპლომო პროგრამაში ჩართული სკოლა ჯიელსის კვალიფიციური, გამოცდილი და ერთგული პედაგოგიური პერსონალი.
DSD პროგრამაში ჩართულია მე–2 კლასიდან მე–12 კლასის ჩათვლით ჯიელსის სკოლის ყველა მოსწავლე.
ისწავლო ჯიელსიში, ნიშნავს ავტომატურად ჩაერთო DSD პროგრამაში!
2. ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლების მიმართულებით სკოლა ჩართულია TOEFL-ის (Test of English as a Foreign Language) სასერთიფიკატო პროგრამაში.
პროგრამის მთავარი ამოცანაა მოსწავლეს გაუღვივოს უცხო ენისადმი სიყვარული და გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენების უნარი, განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი); განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი; გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი.
ამ პროგრამის შედეგები კარგ საფუძველს ქმნის სკოლა გადავიდეს განვითარების შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე. TOEFL-ის პროგრამას, გერმანული ენის სადიპლომო პროგრამასთან ერთად, უპრეცენდენტოდ მაღალ კონკურენტულ დონეზე აყავს სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
3.Max მათემატიკა
მათემატიკის საერთაშორისო პროგრამა დანერგილია 2024 წლიდან დაწყებით და საბაზო საფეხურზე. გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლამ დაკვირვების და შესწავლის ეტაპები გაიარა, მათ შორისაა:
- კვლევის შედეგების გაცნობა საქართველოს საჯარო სკოლებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი – სულ 100 საჯარო სკოლა), სადაც პილოტირება ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში გაიარა Max მათემატიკის ბილინგვურმა სახელმძღვანელოებმა;
- იმ კერძო სკოლების გამოცდილების გაცნობა, სადაც უკვე მუშაობს ეს პროგრამა;
- სახელმძღვანელოების საფუძვლიანი გაცნობა ზუსტ და საბუნებისმეტყველო კათედრაზე და არსებულ ქართულ სახელმძღვანელოებთან შედარება;
- საინფორმაციო შეხვედრები/მასტერკლასები Max მათემატიკის პროგრამის შესახებ დარგის სპეციალისტებთან.
გაგაცნობთ მნიშვნელოვან საერთო დასკვნებს:
- Max მათემატიკის საერთაშორისო პროგრამით სწავლება ავითარებს მათემატიკური აზროვნების უნარს თანმიმდევრობით,ეტაპობრივად, სისტემურად, მყარად;
- იზრდება მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
- ძლიერდება კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
- იზრდება მოსწავლის კოგნიტური და სოციალური უნარები;
- სწავლება იძენს კოლაბორაციულ და დინამიურ ხასიათს;
- ფორმირდება კვლევითი უნარ-ჩვევები;
- იძლევა საშუალებას, მათემატიკის სწავლება მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული გახდეს: გათვალისწინებულია სწავლებაში მოსწავლის ინდივიდუალური აღქმა და სასწავლო მასალის/პროცესის დიფერენცირება;
- დაწყებითი საფეხურის შემდეგ საბაზო საფეხურზე პროგრამა გრძელდება MYP პროგრამით (IB Middle Years Programme), რაც აღრმავებს მათემატიკურ აზროვნებას, ამზადებს მოსწავლეს, უკეთ გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევას.
მოცემული დასკვნები ეყრდნობა პროგრამის შიანაარსსა და მეთოდიკას, კერძოდ:
- Max Math-ის სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსი, სინგაპურის მეთოდსა და CPA მიდგომაზეა დაფუძნებული. ამ მეთოდით მოსწავლეები არამხოლოდ მათემატიკას, არამედ 21-ე საუკუნისათვის აუცილებელ იმსეთ უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებენ, როგორიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, კოლაბორაცია, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციის უნარი, ფიქრის უნარი, კრეატიულობა და ასე შემდეგ.
- მათემატიკური აზროვნების დაწყებისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია CPA მიდგომა, რაც მოიაზრებს კონკრეტული, დანახვადი, მატერიალური ობიექტების მანიპულირებით აბსტრაქტული ოპერაციების განხორციელებას და მათემატიკური ხასიათის ამოცანის/პრობლემის გადაჭრას. კერძოდ:
C – Concrete, კონკრეტული, რაც პრობლემის გადასაჭრელად რეალური ობიექტების გამოყენებას გვთავაზობს, რათა ბავშვებისთვის საკითხი უფრო თვალსაჩინო გახდეს;
P – Pictorial, ილუსტრირებული,რაც გულისხმობს ვიზუალური მასალით სხვადასხვა მათემატიკური თავსატეხის უკეთ დანახვას, წარმოდგენას, გაიგივებასა და საბოლოოდ გადაჭრას;
A – Abstract, აბსტრაქტული, რაც მოიაზრებს სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებას.
- სახელძღვანელოები მარტივი ენით არის შექმნილი, რაც უმარტივებს როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს საკლასო აქტივობების და დავალების შესრულებას;
- შეთავაზებული მასალა საინტერესო და მოსწავლეზე მორგებულია, მასალა დალაგებულია პრინციპით: მარტივიდან – რთულისაკენ. მასალა უბიძგებს მოსწავლეს ძალდაუტანებლად, ხალისით მიყვეს აქტივობებს და სიღრმისეულად გაიაზროს საკითხები;
- სახელძღვანელოს ყავს არაერთი პერსონაჟი-თანატოლი, რომლებიც უხსნიან მოსწავლეს ეტაპობრივად სხვადასხვა სირთულის დავალებას;
- მასწავლებლისა და მოსწავლის კოლაბორაცია სწავლების პროცესში მოსწავლეებს ხელს უწყობს მასალის აღქმასა და უკეთესად გაგება/გააზრებას.
- საბაზო საფეხურზე MYP წარმადგენს უახლეს საგნობრივ კურიკულუმს მათემატიკაში, რომელიც ეფუძნება კვლევით მიდგომას. თითოეულ თავში წარმოდგენილი სტრუქტურირებული მასალა (ძირითადი და დამხმარე იდეები, გლობალური კონტექსტი, კვლევითი დებულებები, ფაქტები, მითითებები გამოწვევები,რეკომენდაციები) ქმნის იმ რეალურ საფუძველს, რომ მოსწავლემ გააზრებულად და არა მექანიკურად გადაწყვიტოს მათემატიკური პრობლემები,დაუკავშიროს ის ყოველდღიურ ცხოვრებას.
- პროგრამა არ არის დაშორებული ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამას და არ წარმოადგენს დაბრკოლებას ეროვნულ გამოცდებზე;
- პროგრამა და სწავლაში მიღწეული მაღალი აკადემიური შედეგები არის საგზური საზღვარგარეთ, ნებისმიერ უნივერსიტეტში.
საერთაშორისო პროგრამები და სკოლის ხედვა:
ჯიელსის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს აკადემიური მიმართულების მუდმივ განვითარებას, რაც საერთაშორისო პროგრამების აქტიურ დანერგვას გულისხმობს. სკოლა წარმატებით ახორციელებს გერმანული ენის სადიპლომო პროგრამას და წარმოადგენს გერმანიის შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ აღიარებულ სკოლას – DSD Schule, ინგლისური ენის TOEFL -ის სასერტიფიკატო სკოლას, ძლიერი აკადემიური გუნდით აღწევს წარმატებებს მშობლიური ენის სწავლებაში. ამასთან, სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში დგას მათემატიკის პროგრამის გაძლიერება, რაც სკოლას დაწყებით საფეხურზე Max Math -ის (გამომცემლობა macmillan) და მე-6 კლასიდან და საბაზო საფეხურზე კვლევაზე დაფუძნებული მათემატიკის MYP (გამომცემლობა Pearson) შეთავაზებით გამოიხატება. სწორედ ამგვარი სიახლე ქმნის საფუძველს, რომ სკოლამ უახლოეს მომავალში გადადგას ნაბიჯი IB (International Baccalaureate) პროგრამის განხორციელებისაკენ.
პროგრამების ფოტოგალერეა
DSD II – 2026, დიპლომების გადაცემა











