სკოლაში სამუშაოდ მიღების წესი:

• ვაკანსიის შესახებ ცნობილი ხდება სასკოლო საზოგადოებისათვის და სხვა დანარჩენი დაინტერესებული პირებისათვის სიტყვიერი ფორმით თათბირზე გამოცხადებით, teacherjobs.ge, სკოლის ვებგვერდის საშუალებით;
• კანდიდატები პირად მონაცემებს აგზავნიან teacherjobs.ge-ზე, ან ელ.ფოსტის საშუალებით ან პირადად წარადგენენ სკოლის დირექციაში;
• წარმოდგენილი კანდიდატურების პირადი საქმეებისა და რეკომენდაციების განხილვა დირექტორის, აკადემიური დირექტორის, სასწავლო ნაწილის, შესაბამისი კათედრის ძირითადი შემადგენლობის მონაწილეობით;
• შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დირექტორის, სასწავლო ნაწილის, შესაბამისი კათედრის ძირითადი შემადგენლობის მონაწილეობით;
• მათემატიკის, უცხოური ენებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების შერჩევისას გაითვალისწინება ტესტირების შედეგი (გამოიყენება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები);
• გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრებისა და ტესტირების მეორე დღეს და ეცნობება კანდიდატს დაუყოვნებლივ, ფორმდება ხელშეკრულება ერთი წლით, რომელიც ავტომატურად გრძელდება შემდეგ წლებში, თუ რაიმე საწინააღმდეგო არ იქნა გათვალისწინებული.