ბუნების მოყვარულთა კლუბის პროექტი

“შენც ადექი და ხე დარგე “- ხელმძღვანელი : ნინო ნიკურაძე 

პრობლემის დასაბუთება

თანამედროვე საზოგადოებისთვის, გლობალურ ეტაპზე ეკოლოგიური პრობლემები შემაშფოთებელია. საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს გეოგრაფიული გარემო და ადამიანის საცხოვრებელი. გარემოს დაცვის საკითხები აქტუალურია და ითხოვს ყურადღებას, რადგან რაციონალური მოქმედებების და აქტივობების გარეშე შეუძლებელი გახდება ჯანმრთელ, მშვიდობიან და სუფთა გარემოში ცხოვრება. პრობლემები განაპირობა გლობალურმა დათბობამ და გარკვეული რესურსების ნაკლებობამ. შესაბამისად მომავალი თაობის მზაობას, განათლებას და სკოლის საფეხურიდანვე დაგეგმილ აქტივობებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარემოს გადარჩენისათვის. დაცული და მშვიდობიანი გარემო კი პირდაპირპროპორციულია ადამინების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

პროექტის მიზანი (რეალისტური, გაზომვადი, დროში მიღწევადი)

პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით. შეისწავლონ, გაიაზრონ და გააანალიზონ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა და ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრებას. მოსწავლეები შეაფასებენ რატომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოს დაცვა ქვეყნის და მსოფლიოს კეთილდღეობისათვის. გარემოს დაცვა და მოფრთხილება პირდაპირ კორელაციაშია ჯანსაღ, მშვიდობიან და ბედნიერ გარემოში ცხოვრებისათვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საბაზისო უნარების გააქტიურებას დაიცვან და გაუფრთხილდნენ იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ, რაც არის მდგრადი განვითრების უპირველესი მიზანი.

პროექტის ამოცანები

➢ მოსწავლეთა ჩართვა აქტივობებში, რომელიც გააქტიურებს მათ უნარებს გარემოს დაცვასთან მიმართებით

➢ მოსწავლეები გაეცნობიან გარემოს დაცვის მნიშვნელობას და აუცილებლობას საზოგადოების კეთილდღეობისათვის

➢ პროექტის საშუალებით ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა