მათემატიკის კათედრის გუნდური მათემატიკური კონკურსი – ,,ტვინიკოსი”.

კონკურსი გაიმართება  V-XI  კლასებში. წარმოდგენილი იქნება არასტანდარტული, სახალისო, სააზროვნო, საოლიმპიადო ტიპის ამოცანები. კონკურსის მიზანია შეაყვაროს ბავშვებს მათემატიკა, განუვითაროს მათ მათემატიკური აზროვნება.

კონკურსში მონაწილეობს ოთხი ან მეტი გუნდი. გუნდებს აკომპლექტებენ შესაბამისი მათემატიკის მასწავლებლები მოსწავლეებისგან. გუნდს ჰყავს კაპიტანი.

კონკურსის ჩატარების წესები: სამკაციანი გუნდები განთავსდებიან ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით განლაგებულ მაგიდებთან. კონკურსი შედგება ათი არასტანდარტული ამოცანისაგან. გუნდებს რიგრიგობით ეძლევა დავალება. ყოველ ამოცანას ეთმობა ფიქსირებული დრო – 5 წუთი. თითო ამოცანისაგან შედგენილი ბილეთების დარიგების შემდეგ გაისმის გონგის ხმა და შეჯიბრი იწყება. ამოცანის ამოხსნის შემდეგ გუნდის კაპიტანი ბილეთის უკანა მხარეს წერს გუნდის ნომერს და ამოცანის სავარაუდო პასუხს, აბარებს მას საორგანიზაციო კომისიას. კონკურსს აქვს შეჯიბრის ხასიათი და ვინც უფრო ადრე ჩააბარებს სწორ პასუხს მიიღებს მეტ ქულას. არასწორი პასუხის შემთხვევაში გუნდი ისჯება და აკლდება ქულა.

 

ამოცანების შეფასების სქემა:

  1. პირველი სწორი პასუხი – 10 ქულა;
  2. მეორე სწორი პასუხი – 8 ქულა;
  3. მესამე სწორი პასუხი – 5 ქულა;
  4. მეოთხე სწორი პასუხი – 3 ქულა;
  5. პასუხი არ გაეცა – 0 ქულა;
  6. არასწორი პასუხი – (-5) ქულა.
 ჟიურის წევრებს დარიგებული აქვთ საკონკურსო ცხრილები, სადაც მათ ყოველი ამოცანის პასუხების ჩაბარების შემდეგ შეაქვთ სათანადო ქულები. ათივე ამოცანის ამოხსნის შემდეგ ჩაწერილი ქულები ჯამდება და ცხადდება გამარჯვებული გუნდი.
გამარჯვებული გუნდის წევრები საზეიმოდ ჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
კონკურსი ღიაა და დასწრება თავისუფალია.