GLC სკოლა ჩაერთო TOEFL-ის (Test of English as a Foreign Language) სასერთიფიკაციო პროგრამაში. პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს აკონტროლოს და თვალყური მიადევნოს მიღწევებსა და პროგრესს.
პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში 2 ტესტს: შუალედურ ტესტს ნოემბერში – განმავითარებელი შეფასებით, სასწავლო წლის ბოლოს ივნისში – საგამოცდო ტესტირებას. შეფასებას კომენტარებით, პროგრესისა და რეგრესისჩვენებით , მშობელი მიიღებს ელექტრონული ფოსტით
28 აპრილს სკოლაში გაიმართა TOEFL-ის სასერთიფიკაციო პროგრამის პრეზენტაცია მშობლებისა და მოსწავლეებისათვის. პრეზენტაცია წარადგინეს TOEFL-ის საერთაშორისო ცენტრის მენეჯერმა ოგუზ ემრანმა, ,,ინგლისური წიგნი საქართველოში“ პრეზიდენტმა მიშა გურგენიძემ და საგამოცდო პორტფოლიოს მენეჯერებმა ანი დემეტრაშვილმა და ანი კვირიკაშვილმა.