ხელოვნების საკვირაო სკოლა

საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი  აცხადებს  მოსწავლეთა  მიღებას ხელოვნების საკვირაო სკოლაში. 

 

მიმართულებები და საგნები:

 

დიზაინი

ვიტრაჟი – მინაზე შესრულებული ფერწერა;

მინის მხატვრული დამუშავება მოხატვა, დეკორატიულ სტილში კომპოზიციების გამოსახვა სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით;

ტყავის მხატვრული დამუშავება;

ტყავსა და დერმატინზე კომბინირებული კომპოზიციების მხატვრული დამუშავება, მოხატვა სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით;

 

კოლაჟი;

ხელოვნური და ბუნებრივი მასალის გამოყენებით, რელიეფური და სიბრტყობრივი კომპოზიციური გამოსახვა სხვადასხვა სტილში;

ქაღალდის პლასტიკა;

შერეული მასალის საშუალებით ფერწერული, მოცულობითი და სიბრტყობრივი დეკორატიული კომპოზიციებისა და პანოების გამოსახვა.

სასწავლო წლის ბოლოს მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

 სამუშაო დღე: შაბათი

 ხელმძღვანელი – თათული რევაზიშვილი

მხატვარ-დიზაინერი, GLC-ის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დიზაინის კავშირის წევრი.

მეტყველების კულტურა

მხატვრული კითხვა – მოსწავლეები, რომლებიც შეისწავლიან მეტყველების საგანს,

გარკვეული სისტემატურობით ექნებათ ვიდეო გადაღებები: ისინი მეტყველების

გაკვეთილზე   შესწავლილ   ლექსებსა  და  იგავ-არაკებს  ჩაწერენ  და   ვიდეო რგოლები

განთავსდება  სკოლის ვებგვერდზე  და  ფეისბუქ  გვერდზე.

 

მსახიობის ოსტატობა

როლური  თამაშებიმოსწავლეები  მონაწილეობას  მიიღებენ  სკეტჩებში,  სასწავლო  წლის 

ბოლოს  კი  დაიდგმება  სპექტაკლი.  მოხდება  განხორციელებული  ღონისძიებების   ვიდეო-      გადაღება,  რაც   განთავსდება   სკოლის ვებგვერდზე  და  ფეისბუქ  გვერდზე.

სამუშაო დღე: შაბათი

მხატვრული  კითხვის  და  მსახიობის  ოსტატობის  პედაგოგი – ირმა  ჯავახიშვილი

 

სახვითი ხელოვნება

ხატვა  – გრაფიკა,  ფერწერა:  ხატვა   ნატურიდან,  პეიზაჟი   და პორტრეტი,  კომპოზიცია:  ცნობილი   უცხოელი   და   ქართველი   მხატვრების   ნამუშევრების გაცნობა   და   ხატვა   ამ   ნამუშევრების   მიხედვით:

ექსკურსიები   მუზეუმში   და გამოფენებზე.  პლენერზე,  ბუნებაში   გასვლა   და   პეიზაჟების   ხატვა   ნატურიდან.

ძველი   და   თანამედროვე   ცივილიზაციების   ხელოვნების   გაცნობა  – (ძვ. ეგვიპტე,  საბერძნეთი.  რომი….)   ხატვის,   ძერწვის,  აპლოკაციის   საშუალებით.

ქარგვა –  ქარგვის სხვადასხვა სახეობები,  აპლიკაცია,  პაპიე მაშე,  პაპერ არტი,  სხვადასხვა     ნივთების   და   ნაკეთობების   შექმნა   და   მათი   დიზაინი.

  სამუშაო დღე: კვირა

   პედაგოგი:   ნინო  ფცქიალაძე 

   მხატვართა   კავშირის   წევრი,  მხატვარ-აპლიკატორი,  დიზაინერი, ილუსტრატორი.

 

ვოკალი

სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესწავლა (ქართულ და იმ უცხოურ ენებზე, რომელსაც სწავლობენ სკოლაში). 

 გაკვეთილები წარიმართება საპორტეპიანო აკომპანიმენტის თანხლებით. წელიწადში ორჯერ გაიმართება თემატური კონცერტები, სადაც ბავშვები სიმღერებს შეასრულებენ ცოცხლად, მინუს ფონოგრამის თანხლებით. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და პროექტებში.

სამუშაო დღე: კვირა

პედაგოგი  –  ეკა  შაროვი

 

ტანვარჯიში, აერობიკა  და  მოძრავი  თამაშები

ტანვარჯიშული   ვარჯიშები.   მაგ:  ბეჭყირა,  კოტრიალები,  ზონარა,  ტენილი   ბურთებისა და  ლეიბების  გამოყენებით.

აერობიკა  მუსიკის  თანხლებით.

 მოძრავი  თამაშები.    მაგ:  თამაშები  წონასწორობაზე,  ყურადღებასა  და  მოქნილობაზე.

სამუშაო დღე: კვირა

 პედაგოგი   –   ნათია    კაპანაძე

 

თანამედროვე ცეკვები

ასარჩევად შეთავაზებული იქნება თანამედროვე ცეკვები: ქართული, უკრაინული, რუსული, ბოშური, ესპანური, ლათინო-ამერიკული – სალსა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, ჯაივი, ჰიპ-ჰოპი…

თითოეულ ცეკვაზე მეცადინეობები გაგრძელდება მანამ, ვიდრე  ამ  კონკრეტულ  ცეკვას მოსწავლეები მოყვარულის დონეზე არ დაეუფლებიან.

წლის განმავლობაში ბავშვები შეისწავლიან რამოდენიმე ცეკვას.

სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება საანგარიშო კონცერტი.

სამუშაო დღე: შაბათი

პედაგოგი   –   ინდირა ღომიძე

 

ხელოვნების   სკოლა  მუშაობს:

შაბათი – კვირა     10:00 – 15:00

სახელოსნოში მუშაობა  1:30 სთ, შესვენება 10 წთ.

 

ესაძლებელია     დღეების  რაოდენობის შერჩევა .

ღირებულება: თვეში  ოთხი  დღე (მხოლოდ შაბათი)  – 80 ლარი,    თვეში  რვა  დღე (შაბათი+კვირა) – 150 ლარი.  გადასახადში  არ  შედის გაკვეთილისათვის საჭირო   მასალის  ღირებულება.

მიიღებიან სასკოლო ასაკის მოზარდები.  ჯგუფი  დაკომპლექტდება თანატოლი,  ან  ასაკით  ახლოს  მყოფი 10 – 12  ბავშვისგან.

მისამართი: მინდელის ქ. N3,

საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი.

ტელეფონი: 2 32 97 83.