21 მაისი, 14.00სთ., გოეთეს ინსტიტუტი

მიუხედავად ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლისა, გერმანული ენის ცოდნა საბაკალავრო სწავლების დონეზე, ასევე მედიცინისა და სამართლის მიმართულებებზე, გერმანულენოვან ქვეყნებში – გერმანია, ავსრია და შვეიცარიის გერმანულენოვანი ნაწილი – აუცილებელია. გერმანული ენის ცოდნა იძლევა სწავლისა და კვლევის შესაძლებლობას მსოფლიოს სამ წამყვან ქვეყანაში. აქ სწავლის გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით მინიმალურია. გერმანული ენა ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის კი კომუნიკაციის მნიშვნელოვან საშუალებად რჩება. იგივე შეიძლება ითქვას პროფესიულ საქმიანობაზეც.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სწავლის შესაძლებლობებზე გერმანიასა და ავსტრიაში, ასევე გერმანული ენის შესწავლაზე საქართველოს სკოლებსა და გოეთეს ინსტიტუტში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება წარმოდგენა ,,ბარბარა და ყველაზე გრძელი გერმანული სიტყვა.”