ჯი-ელ-სის სკოლა ზაფხულის არდადეგებზე მოსწავლეებს თავაზობს საზაფხულო სკოლას 28 მაისიდან 27 ივლისის ჩათვლით
 
საგნები და სახელოვნებო მიმართულებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
საზაფხულო სკოლის პროგრამაშია: მხატვრული ლიტერატურა, თავისუფალი წერა: ესეები, თხზულებები, ვარჯიში მართლწერაში.
2. ინგლისური ენა
მოსწავლეები იმუშავებენ ლექსიკაზე ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.
3. გერმანული ენა
მოსწავლეები იმუშავებენ ლექსიკაზე ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.
4. დიზაინი
ხელმძღვანელი – თათული რევაზიშვილი.
მხატვარ-დიზაინერი, ჯი-ელ-სის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დიზაინერთა კავშირის წევრი.
5. ვოკალი
სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესწავლა (ქართულ და იმ უცხოურ ენებზე, რომელსაც სწავლობენ სკოლაში).
პედაგოგი – ეკა შაროვი
6. ტანვარჯიში, აერობიკა, ბალეტი და მოძრავი თამაშები
პედაგოგები – ნათია კაპანაძე, მაგდა ჭიღვარია.
 
 
საზაფხულო სკოლა მუშაობს: 10:00 – 17:00
სადილი: 13:00
თითოეული საგანი ყოველდღე:1 საათი 30 წუთი
მოსწავლემ უნდა აირჩიოს: შეთავაზებულიდან 2 საგანი და 1 სახელოვნებო მიმართულება.
მინიმალური დრო: 2 კვირა
 
საზაფხულო სკოლაში ჩაწერა : 25 მაისამდე.
მშობელმა უნდა შეავსოს განაცხადი სკოლის დირექციაში.
 
საზაფხულო სკოლაში სწავლის ღირებულება: 2 კვირა 250 ლარი. გადასახადში შედის გაკვეთილისათვის საჭირო მასალის ღირებულება.
ჯგუფი დაკომპლექტდება თანატოლი, ან ასაკით ახლოს მყოფი 10 – 12 ბავშვისაგან.
მისამართი: მინდელის ქ. N3,
ტელეფონი: 2 32 97 83.