ჯი-ელ-სის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარებულ ოლიმპიადაში ,,მეცნიერების თასი – 2019”. მათ წარმატებით გადალახეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური და გადავიდნენ მეოთხედფინალურ ტურში. 

მეოთხედფინალურ ტურში გადასული გუნდები: 

ობობები – პაიჭაძე დიმიტრი, გოგილავა ლაშა, კაჭარავა სალომე

99 – ხაჟალია ნიკოლოზი, მარგველაშვილი ირაკლი, ზესაშვილი ელენე, მიქუჭაძე ლუკა

ერთი ქვა – დოდშვილი დაჩი, ქაფიანიძე ილია, მეფარიშვილი ქეთი, სალთხუციშვილი დათო

გუნდის ხელმძღვანელი ფიზიკის პედაგოგი გენადი თვაური