გერმანული ენის სადიპლომო სკოლების მოსწავლეთა და მათი მშობლების საყურადღებოდ!

კიდევ ერთი გერმანული უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად გერმანიაში!

Europa-Universitaet Viadrina in Frankfurt (Oder)

ევროპის უნივერსიტეტი ვიადრინა, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ოდერის ფრანკფურტში (აღმოსავლეთ გერმანია), გერმანული ენის სადიპლომო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააცნიათ გერმანული  ენის  ფლობის  მინიმუმ B2 დონე, თავაზობს უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებზე მიღების განსაკუთრებულ პირობებს:

  1. ამ უნივერსიტეტში მისაღებად თქვენ აღარ გჭირდებათ 1 ან 2 კურსის თქვენს ქვეყანაში გავლა, ან გერმანულ კოლეჯში სწავლა. შესაძლებელია უნივერსიტეტში პირდაპირ გერმანული ენის სადიპლომო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხოთ;
  2. ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის – DAAD -ის მიერ, სრული პირველი კურსი, თვეში 750 ევროს ოდენობით;
  3. უნივერსიტეტი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთავაზობთ 3 თვიან, უფასო მოსამზადებელ კურსს  ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში;
  4. სწავლა დაიწყება სექტემბერში;
  5. 2019 წლისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 13 იანვრამდე;
  6. სპეციალობები: ეკონომიკა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის დირექციას:

მარინა დეკანოიძე, დოდო ამაშუკელი