გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა (DSD პროგრამა)

22.01.2013

 

         საქართველოში  წლევანდელ წლამდე ხუთი სკოლა სთავაზობდა მოსწავლეებს გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომს. 2012 წლიდან ამ სკოლებს შეუერთდა ჩვენი სკოლაც, რომელმაც მიიღო გერმანული ენის პირველი და მეორე საფეხურის სადიპლომო პროგრამის განხორციელების უფლება.

 

         DSD 2 – დიპლომი  –  გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად არის გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

 

პროგრამა ორიენტირებულია უცხო ენების სწავლების თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ  მეთოდებზე და  ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გასცემს გერმანიის სახელმწიფო დიპლომს;

 

     პროგრამა ხელს უწყობს სკოლის მთვარი მიზნის განხორციელებას  –  უზრუნველყოს ყველა კურსდამთავრებულისთვისწარმატებული მომავალი.

 

          DSD პროგრამა ითვალისწინებს:

–        გერმანული ენის გაღრმავებულ სწავლებას  მე–2 კლასიდან;

–        ყოველი სემესტრის ბოლოს DSD ჯგუფებში ტარდება  გამოცდა, რითაც ფასდება მოსწავლის მიერ მიმდინარე პროგრამის ათვისების დონე;

 

წარმატებულად ჩაბარებულ დონეებზე გაიცემა დიპლომი.

 

სწავლების მეთოდი შემუშავებულია ისე, რომ ფაქტიურად მინიმუმამდეა დაყვანილი წარუმატებლობის ალბათობა.

 

წარმატებულ მუშაობას განაპირობებს სადიპლომო პროგრამაში ჩართული  ჯი–ელ–სის კვალიფიცირებული, გამოცდილი კადრები: დოდო ამაშუკელი, სოფიო ტაბაღუა, ნინო კიკალიშვილი, მადონა სურგულაძე, სოფიკო ჯღარკავა.

 

DSD პროგრამაში ჩართულია  მე–2 კლასიდან მე–8 კლასის ჩათვლით ჯი–ელ–სის სკოლის  220 მოსწავლე.

 

 

ისწავლო   ჯი–ელ–სი–ში,   ნიშნავს   ავტომატურად   ჩაერთო   DSD  პროგრამაში!