სასწავლო პროცესის რეგულირების წესი

 

თავი I. სკოლის  აკადემიური კალენდარი, სამუშაო დრო

მუხლი 1. 1. სამუშაო დრო

  • სკოლაში სწავლა იწყება 15 სექტემბერს (ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე–71 მუხლის საფუძველზე),
  • სასწავლო წელი იყოფა 2 სემესტრად;
  • 2021–2022 სასწავლო წლის ხანგძლივობაა 170 სასწავლო დღე, I კლასისათვის 157, XII კლასისათვის 153 სასწავლო დღე;
  • სწავლება სკოლაში სამსაფეხურიანია . ამასთანავე, თბილისის სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე, ხოლო ზუგდიდის სკოლაში – საბაზო და საშუალო საფეხურზე;
  • სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის, კათედრის ხელმძღვანელებისა და დამრიგებელთათვის, სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლებისათვის  დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა და მათი  სამუშაო დღე იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე   და მთავრდება 16 სთ–სა და 30 წთ–ზე, 30 წუთიანი სასადილო შესვენების უფლებით,  ხოლო შაბათს, მეექვსე დღეს   კი – შემაჯამებელი დავალების განრიგის შესაბამისად;
  • სკოლაში მასწავლებლის სასწავლო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილით. მასწავლებლის სამუშაო დღე სრული პედაგოგიური დატვირთვის შემთხვევაში იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე  და მთავრდება 16 სთ–სა და 30 წთ–ზე, 30 წთ-იანი სასადილო შესვენების უფლებით,
  • პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე მასწავლებელთა სკოლაში ყოფნის საათები მცირდება და ის განისაზღვრება დატვირთვის ტოლფასი ასტრონომიული საათის ოდენობით. სკოლაში ყოფნისაგან გამოთავისუფლებულ სამუშაო დროს ის მუშაობს დისტანციურად და იმყოფება სკოლის ხელმძღვანელობის განკარგულებაში.
  • პირველი საფეხურის აღმზრდელებისათვის სამუშაო დღე მთავრდება 17:45 სთ-ზე;
  • არასრული პედაგოგიური დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის სამუშაო დრო გაიანგარიშება ინდივიდუალურად, არსებული პროპორციის შესაბამისად და ჩაიწერება ხელშეკრულების დანართში.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მასწავლებელთა სკოლაში ყოფნის საათები მცირდება და ის განისაზღვრება დატვირთვის ტოლფასი ასტრონომიული საათის ოდენობით. სკოლაში ყოფნისაგან გამოთავისუფლებულ სამუშაო დროს ის მუშაობს დისტანციურად და იმყოფება სკოლის ხელმძღვანელობის განკარგულებაში;

  • ზენორმატიული სამუშაო საათები თითოეულ თანამშრომელს  40 კვირეული საათის ზევით ყოველი საათი აუნაზღაურდება 10%-იანი დანამატით;
  • სკოლაში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც I-XI კლასებში ემატება შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა (სასკოლო მონიტორინგი), მე–6 დღე, კლასების მიხედვით დადგენილი განრიგის შესაბამისად  V-XI კლასებში;
  • XII კლასში ემატება შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა –  „საგამოცდო იმიტაცია აბიტურიენტათვის” საგნების მიხედვით დადგენილი განრიგის შესაბამისად.
  • სკოლა მუშაობს გახანგძლივებული დღის რეჟიმით I საფეხურზე;
  • I საფეხურის მოსწავლეებისთვის დღის განრიგი განისაზღვრება 9 საათიდან 17: 00–მდე, ან 17:45-მდე (შესწორება:03.09.2015);
  • პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესი I-VI კლასებისათვის იწყება 9 საათზე, VII-XII კლასებისათვის 9:45 საათზე;
  • გაკვეთილების ხანგძლივობა 45 წთ, პირველ კლასში – 35 წუთი,მეორე კლასში – 40 წთ (შესწორება:07.09.2018);
  • გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთიანია, დიდი შესვენების ხანგძლივობა მე–2 და მე-5 გაკვეთილის შემდეგ  –  10 წუთი, (შესწორება:01.09.2017);

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაკვეთილის მაქსიმალური ხანგრძლივობა 40 წუთია. მოსწავლეები ისვენებენ დადგენილი განრიგით იმ მიზნით, რომ საერთო სივრცეებში არ მოხდეს მოსწავლეთა დიდი რაოდენობის თავმოყრა;

  • საუზმე I საფეხურზე 10:35 სთ (შესწორება:02.09.2014)
  • სადილი I საფეხურზე 13:20 სთ–დან შესაბამისი განრიგით.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოსწავლეებს სადილი მიეწოდებათ რეგულაციების გათვალისწინებით დადგენილი განრიგით. მოსამზადებელი ჯგუფი, პირველი და მეორე კლასი სადილს მიიღებს სასადილო სივრცეში, ყველა სხვა დანარჩენი – საკლასო ოთახებში;

  • 5-10 წუთიან შესვენებაზე მოსწავლეები სართულს არ ტოვებენ;
  • სკოლის ბუფეტი მუშაობს 9:00 დან 17:00–მდე.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე მხოლოდ დიდი შესვენების დროს საგანგებო რეჟიმით;

  • ადმინისტრაცია მუშაობს 9:00-დან 17:00–მდე;
  • ბიბლიოთეკა მუშაობს 9:00-დან 17:00–მდე.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე – 15:00-17:00;

  • მშობლებისა და სხვა მსურველების მიღება 14:30 საათიდან. კათედრებზე მშობელთა გასაუბრება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე მშობელთა სკოლაში აკრძალულია და მშობელთა კრებები და ინდივიდუალური შეხვედრები სწარმოებს ფეისბუკმესენჯერის დახურული ჯგუფების საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში მშობელთა სკოლაში მოსვლა საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას.

 

მუხლი 1.2. სასწავლო პროცესის განრიგი: (შესწორება:01.09.2017)

 

I    გაკვეთილი                      9:00  –  9:45

II   გაკვეთილი                      9:50 – 10:35

დიდი შესვენება                   10:35 – 10:50

III  გაკვეთილი                    10:50 – 11:35

IV  გაკვეთილი                    11:40 – 12:25

V   გაკვეთილი                     12:30 – 13:15

დიდი შესვენება                   13:15 – 13:25

VI   გაკვეთილი                   13:25 – 14:10

VII  გაკვეთილი                  14:15 – 15:00

VIII  გაკვეთილი                 15:05 – 15:50

IX   გაკვეთილი                   15:55 -16:40

 

პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე:

I    გაკვეთილი – 9 00 – 9 40

II   გაკვეთილი – 9 45 – 10 25

დიდი შესვენება – 10 25 – 10 35

III  გაკვეთილი – 10 35 – 11 15

IV  გაკვეთილი – 11 20 – 12 00 

V   გაკვეთილი – 12 05 – 12 45

დიდი შესვენება – 12 45 – 12 55

VI   გაკვეთილი – 12 55 – 13 35

VII  გაკვეთილი – 13 40 – 14 20

VIII  გაკვეთილი – 1425  –  15 05

IX   გაკვეთილი – 1510  –  15 50

 

მუხლი 1.3. დასვენების დღეები:

  • 14 ოქტომბერი – მცხეთობა (შრომის კოდექსი)
  • 23 ნოემბერი – გიორგობა (შრომის კოდექსი)
  • 19 იანვარი – ნათლისღება(შრომის კოდექსი)
  • 3 მარტი – დედის დღე(შრომის კოდექსი)
  • 9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე(შრომის კოდექსი)
  • 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით – აღდგომა(შრომის კოდექსი)
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე(შრომის კოდექსი)
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე(შრომის კოდექსი)
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.(შრომის კოდექსი)

მუხლი  1.4. არდადეგები  და  სასწავლო  წლის კალენდარი

სასწავლო წლის დაწყება-დასრულება (დირექტორის ბრძანება N 2/361 07.09.2021წ.)

  • I კლასისათვის: 09.2021 წ. – 27.05.2022 წ.
  • II-XI კლასებისათვის:   09.2021 წ.  –  15.06.2022 წ.
  • XII კლასისათვის: – 15.09.2021წ. –  20.05.2022 წ.

არდადეგები

  • 2021 წლის 30 დეკემბერიდან – 2022 წლის 14 იანვრის ათვლით –ზამთრის არდადეგები (მიისტრის ბრძანება N88/ნ 15.07.2014წ.)
  • 2021 წლის 8 მარტიდან –  14 მარტის ათვლით – საგაზაფხულო არდადეგები(მინისტრის ბრძანება N127/ნ 30.12.2016წ.)
  • 2021 წლის 15 ივნისიდან 2022 წლის 15 სექტემბრამდე – ზაფხულის არდადეგები (კანონი ზოგადი განათლეის შესახებ მუხლი N7)

 

თავი II. სკოლის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 2.1. სკოლის  საბჭო (პედაგოგიური საბჭო)

  • სკოლის საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში ხმების უმრავლესობით ირჩევს მასწავებელთა საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს 1 (ერთი) წლის ვადით;
  • სკოლის საბჭოში შედის სკოლის ყველა მასწავლებელი;
  • სკოლის საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
  • სკოლის საბჭოს თავმჯდომარე იწვევს მასწავლებლებს შეკრებაზე სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს შეკრების თარიღსა და დროს, ასევე უზრუნველყოფს შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სასკოლო საზოგადოებაში.
  • საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
  • საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ დამსწრე წევრების საერთო ხმების მესამედისა;
  • საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
  • საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში:
  • განიხილავს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
  • ამტკიცებს კათედრების  სამუშაო გეგმებს;
  • საგნების შესაბამისად ამტკიცებს სახელმძღვანელოების ნუსხასა და სასწავლო რესურსებს;
  • იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად;
  • იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის ყველა მნიშვნელოვან   საკითხთან დაკავშირებით.

მუხლი 2.2. დამრიგებელთა საბჭო

დამრიგებელთა საბჭო აერთიანებს სკოლის ყველა კლასის დამრიგებელს, რომლებიც მუშაობენ სკოლის სადამრიგებლო პროგრამითა და სადამრიგებლო  გეგმებით, რომელიც მტკიცდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის დირექტორის მიერ.

საქმიანობის პრინციპებია:

  • აღზრდის მთლიანობა – მიმაჩნია, რომ პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
  • მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა -აუცილებელია მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
  • თანამშრომლობის პრინციპი- დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
  • ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი-დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო  საქმიანობის   მიზანი

  • მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება. ეროვნული  და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ყველა იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აქტუალურია XXI საუკუნეში.
  • სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მონიტორინგი,მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.

 

მუხლი 2.3. მოსწავლეთა თვითმმართველობა

მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და გარკვეული უფლებებით არის აღჭურვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მას შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სკოლის დირექციას/დირექტორს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სასკოლო კლუბებს.

საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯიელსის მოსწავლეთა თვითმართველობა საქმიანობას   ახორციელებს   სათანადო წესით შემუშავებული და სკოლის  დირექტორის ბრძანებით  დამტკიცებული  დებულების  საფუძველზე

სკოლის თვითმართველობის მიზანია:

  • თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება;
  • აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  • მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა;
  • მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

 

მუხლი 2.4. მშობელთა კომიტეტი

მშობელთა კომიტეტში შედიან სკოლის  მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები.

მშობელთა ჩართულობა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში მნიშვნელოვანია. მშობელთა კომიტეტის საშუალებით ისინი ჩართულნი არიან სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში.

ამისათვის მშობელთა კომიტეტი:

  • უზრუნველყოფს სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • უფლებამოსილია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვას ან მონაწილეობას მის განხორციელებაში;
  • მშობელთა კომიტეტი მუშაობს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული  დებულებით.

 

თავი  III.  სასწავლო პროცესი

რეგულირდება წინამდებარე წესებით, სკოლის   დებულებითა და გაწერილია  სასკოლო სასწავლო გეგმაში.

2021–2022 სასწავლო წელს  – ,,2021-2022 სასწავლო წელს შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ’’ დირექტორის 2021 წლის 10 სექტემბრის N2/365 ბრძანების საფუძველზე სასწავლო პროცესი 2021 წლის 04 ოქტომბრამდე ყველა კლასისათვის განახორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული სინქრონული მოდელის გამოყენებით. მიმდინარე სასწავლო წელსაც შემდგომი პერიოდი გაგრძელდება მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

 

მუხლი 3.1. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების მექანიზმი

სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავებულია სასკოლო იერარქიის სრული დაცვით და სასკოლო საზოგადოების მთლიანად ჩართულობით შემდეგ დონეებზე: მასწავლებელი, საგნობრივი კათედრა,  სკოლის პედაგოგიური საბჭო.

სასწავლო გეგმის შემუშავების სტადიაზე გამოყენებულია წინა სასწავლო წლის აკადემიური შედეგების ანალიზი, კათედრების ანალიტიკური მასალები, სწავლების ხარისხის სამსახურის დასკვნები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიმდინარე პერიოდის ცვლილებები და განსაზღვრულია ამ ცვლილებებიდან გამომდინარე საჭირო (ახალი ან/და დამატებითი)   სასწავლო რესურსი, სკოლის ყველა   მასწავლებლის,  თანამშრომელთა  და სასკოლო საზოგადოების მოსაზრებები და დასკვნები.

სასკოლო სასწავლო გეგმა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში  განთავსდება სკოლის ვებგვერდზე სასკოლო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით.

 

სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესში  სკოლის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა ჩართულობისათვის:

 

საგნის მასწავლებელი:

  • საგნობრივი პროგრამების (კურიკულუმი) შედგენისათვის – იყენებს საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, კოლეგებისა და საკუთარ გამოცდილებას, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს, მშობლებთან შეხვედრების მასალებს, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სკოლისა და კათედრის  ხელმძღვანელობის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;
  • სასწავლო რესურსისათვის – აწარმოებს ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შერჩევას;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – ირჩევს დამხმარე სასწავლო მასალებს და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებს;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – თემატურ-კალენდარული გეგმების შესაბამისად ახდენს შეფასების კრიტერიუმების და რუბრიკების მომზადებას, მონაწილეობს გამოცდების (სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის) დაგეგმვაში;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – წარადგენს თავის მოსაზრებებს კათედრის სხვა მასწავლებელთა წინაშე;
  • ინკლუზიური განათლების დაგეგმვისათვის არსებობის შემთხვევაში სწავლობს სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, მონაწილეობს პროექტის შემუშავებაში, ისგ ჯგუფის შემადგენლობაში;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ანალიზს და ამზადებს მომავალი პერიოდის შეხვედრების თემატიკას დადგენილ დღეებში საჭირო ინფორმაციის  დროული მიწოდებისთვის, თანამშრომლომს სკოლის საინფორმაციო სამსახურთან და მონაწილეობს სკოლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადებაში, მომავალი პერიოდის სიახლეების თაობაზე მშობელთა, მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისათვის;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – მონაწილეობს სასკოლო  ღონისძიებების, ექსკურსიების, კვირეულების, კონკურსების და სხვათა დაგეგმვაში, ეცნობა ამ მიზნით სკოლისა და სხვა მასწავლებელთა გამოცდილებას, იზიარებს მოწინავე იდეებს.

 

საგნობრივი კათედრა:

  • საგნობრივი პროგრამების (კურიკულუმი) შედგენისათვის  – განიხილავს და ამტკიცებს კათედრებიდან წარმოდგენილ საგნობრივ პროგრამებს (კურიკულუმი), სწავლობს მასალებს, აძლევს რეკომენდაციებს, რისთვისაც იყენებს საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ  რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სასწავლო რესურსისათვის – განიხილავს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილ ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების ჩამონათვალს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – განიხილავს მასწავლებელთა მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებთან დაკავშირებით, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – სწავლობს და განიხილავს მასწავლებელთა დამუშავებულ შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს, აკადემიური შედეგების ანალიზის  საფუძველზე პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწავლების ხარისხის სამსახურთან ერთად გეგმავს გადაჭრის გზებს, მონაწილეობს კათედრის საკურატორო საგნებში გამოცდების (სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის) ჩატარების დაგეგმვაში,  ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორის ბრძანებებით სასწავლო წლის კალენდართან დაკავშირებით, ამზადებს შესაბამის მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის კათედრა გამოყოფს მასწავლებელს/მასწავლებლებს ისგ ჯგუფისათვის, განიხილავს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილ პროგრამებს, აძლევს საბოლოო სახეს და ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების დაგეგმვას, იყენებს ამისათვის გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – გეგმავს სასკოლო  ღონისძიებებს, ექსკურსიებს, კვირეულებს, კონკურსებს, ეცნობა ამ მიზნით სკოლისა და სხვა მასწავლებელთა გამოცდილებას, იზიარებს მოწინავე იდეებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის.

 

პედაგოგიური საბჭო:

  • საგნის თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენისათვის – ხელმძღვანელობს კონკრეტული საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ  რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის და სხვათა  გამოცდილებას, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის – ამტკიცებს საათობრივ ბადეს, შემაჯამებელი დავალებების განრიგს, გაკვეთილების ცხრილს და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს;
  • სასწავლო მასალის რესურსისათვის – განიხილავს და ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდგენილ ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების ჩამონათვალს;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – განიხილავს და ამტკიცებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებს;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – განიხილავს და ამტკიცებს სკოლის შეფასების სისტემას. იძლევა რეკომენდაციებს ამ სისტემის წარმატებით განხორციელებისათვის;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – ხელმძღვანელობს მინისტრის ბრძანებებით სასწავლო წლის კალენდართან დაკავშირებით, ამტკიცებს სკოლის სასწავლო წლის კალენდარს;
  • ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის ამტკიცებს კათედრების მიერ შემუშავებულ ინკლუზიური განათლების პროგრამას და მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, იძლევა რეკომენდაციებს სრულყოფილად განხორციელებისათვის;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ამტკიცებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების კალენდარს, იყენებს ამისათვის გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – გეგმავს და გაწერს სასკოლო სასწავლო გეგმაში სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიებს, კვირეულებს, კონკურსებს.

 

მუხლი  3. 2.  სწავლების ფორმები სკოლაში:

სკოლაში გამოიყენება სწავლების შემდეგი  ფორმები: გაკვეთილი, ლექცია, სემინარი, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაო, საქმიანი თამაშები, გამოცდილების გაზიარება, გასვლითი გაკვეთილი, პროექტი გაკვეთილი და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა ფორმები.

პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე სკოლა იყენებს სწავლების დისტანციური ფორმის შესაძლებლობას იმ პლატფორმებზე, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია 2020 წლის 10 მარტიდან და რომელსაც ემატება Schoolbook-ის შესაძლებლობები 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 

მუხლი  3.3. მოსწავლეთა შეფასება:

  • სკოლაში მოსწავლეთა შეფასება წარმოებს „მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების დებულების“ (სასწავლო გეგმის დანართი N6) სრული დაცვით;
  • მოსწავლეთა შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით;
  • პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ნიშნით არ ფასდებიან, კლასის დამრიგებელი  სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს წერს მოსწავლის  დახასიათებას – ვრცელ განმავითარებელ შეფასებას საგნების მიხედვით კლასის სტანდარტის შესაბამისად, სადაც აღწერს წარმატებებს და აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის მიზნით;
  • შეფასებისათვის გამოიყენება: ყოველდღიური გამოკითხვა, ჩათვლა, საკონტროლო სამუშაო, შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა – მოდული, გამოცდა, პრეზენტაცია, გამოფენა, კონცერტი, კონფერენცია, საკონკურსო სამუშაო, საკონკურსო თამაში.
  • V კლასიდან ზემოთ  შეფასება წარმოებს სემესტრების მიხედვით;
  • VII-XI კლასის მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს აბარებენ კლასიდან კლასში გადასაყვან გამოცდებს სასწავლო წლის დასაწყისში დადგენილი სქემით;
  • თუ მოსწავლე /მშობელი/ არ ეთანხმება სემესტრულ შეფასებას, მას ეძლევა საშუალება ჩააბაროს სემესტრული გამოცდა სკოლის მიერ შექმნილი კომისიის წინაშე;
  • თუ მოსწავლე /მშობელი/ არ ეთანხმება წლიურ ან საშემოდგომო გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, მას ეძლევა საშუალება ჩააბაროს განმეორებითი გამოცდა სკოლის მიერ შექმნილი კომისიის წინაშე;
  • შემაჯამებელი დავალების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მშობლის განცხადების საფუძველზე მოსწავლეს უფლება აქვს გადააბაროს ის დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საფეხურზე ვერ აითვისებენ პროგრამას მიეცემათ წინადადება სკოლიდან გადასვლის შესახებ;
  • მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ დაამთავრეს სკოლის მე–3 საფეხური და ვერ ჩააბარეს გამოცდები ცალკეულ საგნებში უფლება ეძლევათ გადააბარონ ისინი არსებული წესის მიხედვით.

 

მუხლი  3.4. სწავლების ხარისხი

სკოლაში  სწავლების მაღალი ხარისხის  უზრუნველყოფისათვის მოქმედებს:

  • სწავლების ხარისხის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიური დირექტორი;
  • ხარისხის განვითარებისა და მხარდამჭერი ჯგუფი ;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების დებულება, აკადემიური შედეგების ანალიზი;
  • კათედრების მიერ საგნის სწავლების ანალიზი შედეგებითა და ინტერვიურებით;
  • მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ანალიზი;
  • „აირჩიე მასწავლებელი“ – მაისის თვეში მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით შემდეგი სასწავლო წლისათვის;
  • სისტემატიური დაკვირვება სასწავლო პროცესზე.

 

სწავლების ხარისხის სამსახური მუშაობს სკოლის აკადემიური დირექტორისა და სასწავლო ნაწილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სწავლების ხარისხის პოლიტიკას, სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმისა და სკოლაში სწავლა–სწავლების შეფასების სისტემის ნორმატიულ საფუძველს, ადგენს შეფასების განხორციელების პროცედურებს, შეფასების შესაძლო შედეგებს და მათი გაუმჯობესების გზებს.

სწავლების ხარისხის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია

  • სკოლაში სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სასწავლო დისციპლინების სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნის ხელშეწყობა;
  • სასკოლო კულტურის განვითარებაზე ზრუნვა, პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დინამიკის ხელშეწყობა;
  • მოსწავლის აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური პროგრესის ხელშეწყობა;
  • სკოლაში არსებული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 3.5. სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი

პროგრამის მიზნები და ამოცანები

პროგრამის მიზანია სკოლაში სწავლა–სწავლებისა  და სასკოლო სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროცესის განხორციელება, რისთვისაც  დასახულია შემდეგი ამოცანები:

  • სასკოლო სასწავლო გეგმის მონიტორინგისათვის მიმართულებებისა და მექანიზმის განსაზღვრა;
  • განსახორციელებელი მონიტორინგის პროცესის ვადებისა და პერიოდის განსაზღვრა.

მონიტორინგის  საგანი, ობიექტი, სუბიექტი  და მეთოდები

მონიტორინგის საგანს წარმოადგენს:

  • მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები;
  • სკოლის შედეგები საგანმანათლებლო საქმიანობაში – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა შედეგები, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მაჩვენებლები, კურსდამთავრებულთა მიღწევები
  • სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი პირობები, გარემო და რესურსი;
  • მოსწავლეთა საერთო  (ფსიქო–ემოციური, ჯანმრთელობის) მდგომარეობა.

 

მონიტორინგის ობიექტი:

მოსწავლეები, მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები),  მასწავლებლები, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მონიტორინგის სუბიექტი:

  • სწავლების ხარისხის სამსახური – სწავლების ხარისხის მენეჯერი;
  •  სკოლის დირექცია;
  • სკოლის ექთანი, ფსიქოლოგი;
  • პედაგოგიური საბჭო.

 

მონიტორინგის  მეთოდები:

  • შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;
  • სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგების ანალიზი (მედალოსნები);
  • მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) გამოკითხვა;
  • სასკოლო და ეროვნული ოლომპიადების შედეგების ანალიზი;
  • სამედიცინო–ფსიქოლოგიური შემოწმება.

 

მონიტორინგის დრო და ვადები:

  • V-XII კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებებისა და აღდგენების მონიტორინგი
    • კათედრის ხელმძღვანელის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • XII კლასის მოსწავლეთათვის სკოლის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ჩატარებული მისაღები გამოცდების საიმიტაციო ტესტირების შედეგების მონიტორინგი
    • კათედრის ხელმძღვანელის ანალიზი (საგნების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • II – IV კლასის მოსწავლეთა ტესტირება მათემატიკაში, უცხო ენასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ყოველ მე–4 შაბათს)
    • დაწყებითი საფეხურის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემსტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • სასკოლო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული შედეგების საფუძველზე მოსწავლეთა მიერ შეძენილი საგნობრივი კომპეტენციების მონიტორინგი – ინფორმაციის მოგროვება სასწავლო წლის მანძილზე.
  • ფსიქოლოგიური და სამედიცინო(ჯანმრთელობის) მონიტორინგი სკოლის ფსიქოლოგისა და სამედიცინო მუშაკის სამუშაო გეგმის შესაბამისად – სკოლის ფსიქოლოგისა და ექთნის ანგარიშები.
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო რესურსის შესაბამისობის მონიტორინგი – წელიწადში ერთხელ (ივნისი).
  • მოსწავლეთა და მშობელთა კმაყოფილების ხარისხის მონიტორინგი
  • მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა, მონაწილეობა საგნის მასწავლებლის არჩევაში –კითხვარი სკოლის საიტზე (სასწავლო წლის ბოლოს);
  • კათედრებზე მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ანალიზი, მშობელთა კრებებზე განხილული საკითხების ანალიზი, მშობელთა კლუბის საქმიანობის ანალიზი, დირექტორის გეგმიური შეხვედრები მშობლებთან სასწავლო წლის დასაწყისსა და დასასრულს (მაისის ბოლოს) და შეხვედრები მშობელთა კლუბის წარმომადგენლებთან.

 

 

მუხლი 3.6. სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი ვალდებულებები

სკოლის  სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს არეგულირებს სკოლის პედაგოგიური საბჭო   წინამდებარე წესის, სკოლის დებულებისა და წესდების შესაბამისა, სკოლის საქმიანობის მართვას ამავე დოკუმენტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში   ახორციელებს სკოლის  დირექტორი, რომელსაც  ექვემდებარება სკოლის  აკადემიური,  ადმინისტრაციული და სამეურნეო პერსონალი.

 

სკოლის დირექტორის მოვალეობაა:

  • უხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობას;
  • პარტნიორთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვროს ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკა;
  • დადოს შესაბამისი გარიგებები;
  • მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის შედგენის პროცესში;
  • გააკონტროლოს სკოლის მატერიალური რესურსის (შენობა-ნაგებობის და სხვა აღჭურვილობის) აშენების, განახლების, კეთილმოწყობის პროცესი;
  • სკოლის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, გააკონტროლოს სკოლის მატერიალური რესურსის მაღალ სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • გააკონტროლოს, რომ სკოლა აღჭურვილი იყოს აკადემიური საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო რესურსით და დაცული იყოს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები;
  • დაინტერესებულ მხარეთა რეკომენდაციების გათვალისწინებით მუდმივად გააკონტროლოს/შეაფასოს სკოლის შიდა დოკუმენტაციის შესრულება;
  • პარტნიორთა კრებას წარუდგინოს ფინანსური ანგარიში;
  • გადაწყვიტოს მოსწავლეებზე სტიპენდიების გაცემის საკითხი;
  • საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცეს ბრძანებები.

 

სკოლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

  • კეთილსინდისიერად იმუშაოს, დაიცვას სამუშაო დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულებები, მკაცრად დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, იყოს კომუნიკაბელური.
  • დაიცვას სკოლის იმიჯი და ინტერესები, როგორც სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები, სისუფთავე, გაუფრთხილდეს ინვენტარს.
  • სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეასრულოს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ყველა მითითება და შესაძლებლობა, მათ შორის იმუნიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

 

აკადემიური დირექტორი

 (შესწორება:06.09.2019)

აკადემიური დირექტორი მუშაობს სკოლის  დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით და ანგარიშს აბარებს მას ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებასა და შედეგებზე.

აკადემიური დირექტორის სამსახურს გააჩნია მუშაობის დებულება.

ძირითადი ფუნქციაა სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სწავლების ხარისხისა და შედეგების შემოწმება,  საჭირო რეკომენდაციების ჩამოყალიბება და ამ რეკომენდაციების რეალიზების ორგანიზაცია.

კოორდინირებს:

  • სახელმძღვანელობის შერჩევას;
  • აკონტროლებსსაგნობრივი კათედრების მუშაობას,მათ ანგარიშგებას;
  • მონაწილეობს პედაგოგიური კადრების შერჩევასა და განაწილებაში;
  • ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, ჩართულობას კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში;
  • შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის  შესახებ;
  • დირექტორისარყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს.

ევალება უშუალოდ გააკონტროლოს:

  • კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
  • კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
  • მოსწავლეთა შეფასების სისტემის სრულყოფა და სრული დაცვა, მისი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
  • მასწავლებელთა  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი.

 

დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში (სასწავლო ნაწილი)

  • კოორდინაციას უწევს კათედრების, მასწავლებლის და მასწავლებელთა დამხმარე პერსონალის მეთოდურ მუშაობას  სასწავლო გეგმის,  პროგრამების, კურიკულუმების შემუშავების საქმეში, ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე, აწარმოებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებს;
  • ახორციელებსმონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებაზე და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე, ახორციელებს საკლასო ჟურნალების  სისტემატიურ მონიტორინგს.
  • ორგანიზებასკეთებს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და მეთოდების დანერგვას, კათედრების გასვლითი სხდომების ორგანიზებას, საზაფხულო სემინარზე ახალი სასწავლო წლის გეგმის დამუშავებას და არსებული ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვას.
  • ევალება აკადემიურ დირექტორთან ერთად გააკონტროლოს:
  • მოსწავლეთა მოძრაობა (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა–დაზუსტება);
  • კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
  • კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
  • შეფასების სისტემის სრული დაცვა, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
  • მასწავლებელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი.

 

დირექტორის  მოადგილე  კადრების  დარგში:

  • სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად მონაწილეობს ადმინისტრაციულ და სამეურნეო პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის შერჩევაში, უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის პირადი საქმის მოწესრიგებას.
  • პასუხს აგებს სკოლის მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებისთვის, კლასის დამრიგებლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ სათანადო ჩანაწერების გაკეთებას და ინფორმირებას, შეაქვს ყველა საჭირო ჩანაწერი მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში.
  • უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების აღრიცხვას და ადრესატამდე მიტანას, აკონტროლებს ამ ბრძანებების შესრულებას.
  • აწარმოებს სკოლაში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვას შინაარსის მიხედვით , ადრესატამდე მიტანას და კონტროლს.
  • ახდენს სკოლიდან გასული ყველა კორესპოდენციის აღრიცხვას და მისი მოძრაობის თვალყურის დევნებას.
  • აწარმოებს თავისდროულ კონტროლს კლასის დამრიგებელთა მიერ მოსწავლის პირად საქმეში სათანადო ჩანაწერების წარმოებაზე.
  • ყველა ინფორმაციას დროულად აწვდის, როგორც ზემდგომ თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს, ასევე სკოლის სხვა მუშაკებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
  • ითხოვს ვადების დაცვას როგორც ზემდგომი თანამდებობის პირებისა და ორგანიზაციისგან, ასევე მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისაგან.
  • თავის საქმიანობას ახორციელებს სკოლაში საქმისწარმოების დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

საგნობრივი  კათედრ  

ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის  საგნის/საგნების  სწავლების  კოორდინირება;
  • სკოლის დირექციასთან  ერთად  სასკოლო  სასწავლო  გეგმის შემუშავება.
  • ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების შერჩევა. რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
  • გასული სასწავლო წლის მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, კათედრაში შემავალი საგნების თემატურ–კალენდარული გეგმის საკითხების დამუშავება, განხილვა;
  • შეფასების კრიტერიუმების და რუბრიკების დამუშავება, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის მათი გაცნობა;
  • კომპლექსური დავალებების შედგენისას მეთოდური კონსულტაციების გაწევა საგნობრივი ჯგუფებისათვის;
  • კომპლექსური შემაჯამებელი დავალებებისათვის (მათ შორის გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების) საკითხების მომზადება და წარდგენა სკოლის დირექციისთვის;
  • შემაჯამებელი დავალებების შედეგების ანალიზი და პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწავლების ხარისხის სამსახურთან ერთად გადაჭრის გზების დაგეგმვა;
  • გამოცდებისთვის (სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის) საკითხების შემუშავება და წარდგენა  სკოლის  დირექციისთვის;
  • მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
  • მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება დადგენილ დღეებში და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის დირექციისათვის დროული მიწოდება;
  • ჩატარებული გამოცდებისა და შესრულებული შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის შენახვა;
  • გამოცდილების გაზიარების მიზნით მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და  შედეგების   განხილვა -შეფასება;
  • სხვა კათედრის მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (ერთობლივი ღონისძიებების, ინტეგრირებული და ღია გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება);
  • ზრუნვა მასწავლებლის  პროფესიული  განვითარებისათვის;
  • პროფესიული განვითარების  გზების  დასახვა;
  • რეკომენდაციების შემუშავება  ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
  • მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების დადგენა და სასკოლო სემინარებისათვის მზადება;
  • მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის სათანადო ფასილიტაცია.

 

კათედრის  თავჯდომარემ უნდა უზრუნველყოს:

  • რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების  წარმოება-შენახვა);
  • სკოლის დირექციისათვის კათედრის სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება;
  • კათედრაზე გაერთიანებული საგნის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციების მოწყობა, სასარგებლო ღონისძიებების  (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება  და ჩატარება;
  • კათედრის წევრთა მუშაობის პერიოდული შემოწმება (გაკვეთილებზე დასწრება), დასკვნების მომზადება და კათედრის სხდომაზე  წარდგენა;
  • ყოველდღიურ საყურადღებო საკითხებზე დირექციის დროული ინფორმირება;
  • კათედრის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიშის მომზადება და წარდგენა პედაგოგიური საბჭოსთვის (სემესტრისა და წლის ბოლოს).

 

კათედრა იკრიბება სასწავლო წლის  დაწყებამდე. სემესტრის განმავლობაში კი მინიმუმ ორჯერ. ამასთანავე, სავალდებულოა სხდომა სემესტრული და წლის შედეგების განხილვის მიზნით.

საგნობრივი კათედრების წევრთა შეკრება აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ დროს.

  • უზრუნველყოფს მის კათედრაში შემავალი საგნის/საგნების  სწავლების სწორ ორგანიზებას;
  • გეგმავს კათედრის მუშაობას;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრების გაერთიანება-თანამშრომლობას;
  • უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ჩატარებას, ადგენს სხდომის ოქმებს და ანგარიშებს წარუდგენს სკოლის სასწავლო ნაწილს;
  • აცნობს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავლების სიახლეებს;
  • ახდენს კათედრის წევრთა მუშაობის პერიოდული შემოწმებას;
  • იბარებს კათედრის წევრებისაგან მიმდინარე მუშაობის ანგარიშებს;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრების დახმარებას  საგნის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრთა და მოსწავლეთა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში;
  • ვალდებულია გაუწიოს კათედრაში შემავალი საგნის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციები.

 

რეგიონალური განყოფილების  სასწავლო პროცესის კოორდინატორი:

აღრიცხავს:

  •  სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა დასწრებას და  მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენის ფაქტს;
  • მოსწავლეთა სწავლების გადასახადთან დაკავშირებული საფინანსო გადარიცხვების პროცესს და ყოველკვირეულ ინფორმაციას აწოდებს სკოლის ფინანსურ ჯგუფს.

 

აკონტროლებს:

  • რეგიონალური განყოფილებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვის შესრულებას;
  • საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობას: გაკვეთილების რეჟიმის დაცვას და სასწავლო პროცესის რეგულირებას (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა);
  • სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანასა და დაბრუნებას;
  • მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
  • მასწავლებელთა მორიგეობის განრიგის დაცვას.
  • სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოდულების მიმდინარეობის პროცესს;
  •  კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებისათვის მზადების პროცესის  მიმდინარეობას;
  • სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების, სისუფთავისა და ინვენტარის დაცვას, როგორც რეგიონალური განყოფილების  შენობის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ.
  • იცავს სკოლის იმიჯსა და ინტერესებს, რისთვისაც მოწოდებულია;

-დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და დამრიგებლებს დირექციის   გადაწყვეტილებები და სიახლეები;

-ხელი შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეთა კონტიგენტის მოზიდვასთან დაკავშირებული მუშაობის ჩატარებას რეგიონალურ განყოფილებაში.

 

მასწავლებელი

 

მასწავლებელი ვალდებულია:

  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
  • დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
  • მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
  • უზრუნველყოს საგაკვეთილო პროცესზე წესრიგი და დისციპლინა;
  • დაიცვას სკოლის ინტერესები, შეასრულოს დირექციის მითითებები და განკარგულებები.

 

მასწავლებელთა  მატერიალური და მორალური წახალისების შესახებ:

  • სკოლა ითვალისწინებს მასწავლებელთა წახალისების შემდეგ ფორმებს: ბრძანებით მადლობის გამოცხადება, ერთი თვის ხელფასით პრემირება, ექსკურსიით ან ტურისტული მოგზაურობით დასაჩუქრება.
  • სკოლაში იმ მასწავლებელთა შვილები, რომელთა მუშაობის სტაჟი ამ სკოლაში 3 წელია, სარგებლობენ სწავლების გადასახადის 50%-იანი შეღავათით.
  • მასწავლებელი ჯილდოვდება დირექციის გადაწყვეტილებით სასწავლო წლის შედეგების მიხედვით ნაყოფიერი მუშაობისათვის შედეგად მაღალი აკადემიურიმიღწევებისათვის, კონკრეტული ღონისძიების ჩატარებისათვის, სასკოლო ინიციატივებისათვის.

 

მასწავლებელთა პროფესიული ზრდისათვის სკოლა:

  • ხელს უწყობს მასწავლებლის მონაწილეობას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოწყობილ სემინარებში;
  • ამარაგებს მასწავლებლებს უსასყიდლოდ მეთოდური ლიტერატურითა და პერიოდული გამოცემებით;
  • ატარებს ზაფხულისა და ზამთრის ყოველწლიურ სემინარებს სკოლის ყველა პედაგოგის მონაწილეობით, იწვევს ამ სემინარებზე სასკოლო სახელმძღვანელოთა ავტორებს და განათლების სხვა კომპეტენტურ და საინტერესო პიროვნებებს;
  • სკოლის საერთაშორისო კონტაქტების ფარგლებში აგზავნის უცხოური ენების მასწავლებლებს ჰაიდელბერგის ენების აკადემიის სკოლებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის;
  • უზრუნველყოფს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთა მონაწილეობას TOEFL-ის პროგრამის ფარგლებში English Book-ის მიერ მოწყობილ სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში;
  • უზრუნველყოფს სკოლის გერმანული ენის მასწავლებელთა მონაწილეობას DSD-ის პროგრამის ფარგლებში პროგრამის კოორდინატორის მიერ მოწყობილ სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში, ასევე გერმანიაში გამოცდილების გაზიარების მიზნით გაგზავნას;
  • უზრუნველყოფს სკოლის ყველა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვას და ხელს უწყობს მასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებას.

 

უსაფრთხო სკოლის მენეჯერი  მოვალეა:

  • ყოველდღიურად აღრიცხოს კლასის მოსწავლეთა დასწრება და შეძლებისდაგვარად გამოავლინოს მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენები (რის შესახებაც უნდა აცნობოს სკოლის დირექციას);
  • ყოველი დღის პირველი გაკვეთილის ბოლოს ტელეფონით აცნობოს მოსწავლის მშობელს მისი სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ;
  • გაკვეთილებს შორის დასვენებებზე თვალყური ადევნოს მისი საფეხურის კლასებს;
  • თვალყური ადევნოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
  • გააკონტროლოს სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანა და დაბრუნება;
  • დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს დირექციის გადაწყვეტილებები და სიახლეები;
  • მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ დირექციის თანხმობის შემდეგ;
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური ან სხვა პრობლემების გადაჭრაში;
  • გააკონტროლოს მის საფეხურზე მასწავლებელთა მორიგეობის განრიგის დაცვა.

 

კლასის დამრიგებელი

ყველა კლასში სკოლას ჰყავს დირექტორის ბრძანებით დანიშნული კლასის დამრიგებლები. ამასთან, I-VI კლასის მოსწავლეებთან მუშაობს დამრიგებელი და აღმზრდელი, ხოლო VII-XII კლასებში – დამრიგებელი.

მიზანი: ჯანსაღი, ეროვნული ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდისათვის სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის  მოსწავლეთა აკადემიური და არასასკოლო საქმიანობის შედეგების გაცნობა. ამასთან ერთად, მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარება, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,    ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების განვითარება, მოსწავლეთა მხრიდან ოჯახის, სკოლის, თანატოლების, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერების უზრუნველყოფისათვის.

სკოლაში  დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:

  • სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
  • მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  • მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო აქტივობების დაგეგმვაში, სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა  და წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
  • თანამშრომლობის პრინციპი – ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

 

დამრიგებლის მოვალეობებია:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე წინასწარ შეთანხმებული თემატიკის მიხედვით სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • სკოლის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად მშობლებისთვის განკუთვნილ დროს (საინფორმაციო დღე მშობელთათვის) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
  • დროულად აცნობოს მშობელს შვილის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელსა და დირექციას;
  • შესვენების დრო გაატაროს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად;
  • უზრუნველყოს კლასის სამუშაო განრიგის და სხვა აქტივობების მეთვალყურეობა;
  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში;
  • მატერიალურად პასუხისმგებელია საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

 

დამრიგებელი  მუშაობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

  • სასწავლო – შემოქმედებითი ექსკურსიები;
  • ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გასვლები თეატრებში, კინოში, მუზეუმებში;
  • სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები;
  • შემეცნებითი, მხატვრული, და ინტელექტუალური ღონისძიებები;
  • შიდასასკოლო კონკურსები, ოლიმპიადები;
  • შეხვედრებისა და გამოფენების მოწყობა;
  • სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაცია.

 

გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი, აღმზრდელი:

  • უზრუნველყოს მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა დღის მეორე ნახევარში (საშინაო დავალებების ნაწილობრივ მომზადებაში ხელშეწყობა და კონტროლი);
  • კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით; განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით შესრულებაზე;
  • დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი,  შეასრულოს ძირითადი მასწავლებლის მითითებები;
  • უზრუნველყოს და გააკონტროლოს მოსწავლეთა ჰიგიენა;
  • ორგანიზება გაუკეთოს და დაეხმაროს კვების ბლოკის პერსონალს სადილის და ლანჩის პერიოდში;
  • უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხო გადააგდილება წრეობრივ მეცადინეობებზე;
  • იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მათი სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;
  • არის მატერიალურად პასუხისმგებელი კლასზე განპირობებული მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე.

 

 

სკოლის ფსიქოლოგის სამსახური

მიზანი

  • სასკოლო ასაკის პერიოდში თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და გაზრდილი ინფორმაციის, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების ფონზე იმ გართულებების თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს მოსწავლეთა ურთიერთობებში თანატოლებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან;
  • სკოლის პერიოდში ბავშვის მკვეთრ ფსიქოფიზიკურ ზრდასთან დაკავშირებული, სხვადასხვა სახის კრიზისით გამოვლენილი სიძნელეების აღმოფხვრა. სწავლაში, ურთიერთობებში სასწავლო პროცესის წარმატებით მიმდინარეობაში .დაბრკოლებების თავიდან აცილება;
  • პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეების დახმარება სწავლის მოტივაციის ამაღლებაში, სწორი ურთიერთობების ძიებაში, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში..

 

აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე სკოლის ფსიქოლოგი :

·       მუშაობს დამრიგებლებთან ერთად ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების გამოსავლენად, ადგენს მათთან მუშაობის გეგმებს და მონაწილეობს  ამ  გეგმების  რეალიზებაში;

·       ატარებს ფსიქოლოგის საათს კლასებში დადგენილი განრიგის შესაბამისად;

·       არის ინკლუზიური  განათლების  კოორდინატორი (დებულების შესაბამისად);

·       მუშაობს  ინკლუზიურ  მოსწავლეებთან, სასწავლო ნაწილთან ერთად ადგენს  მულტიდისციპლინარულ გუნდს,მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე;

·       ზრუნავს საერთო  სასკოლო  კლიმატის  გაუმჯობესებისათვის;

·       სწავლობს  კონფლიქტურ  სიტუაციებს, თანამშრომლობს  კლასის დამრიგებლებთან, სკოლის დაცვის სამსახურთან, მორიგე  მასწავლებლებთან  სკოლაში დისციპლინის  უზრუნველსაყოფად, ატარებს  ინდივიდუალურ  საუბრებს  მოზარდებთან  გაწერილი  განრიგისა  და/ან  საჭიროების  შესაბამისად.

 

თავი IV. მასწავლებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები

მუხლი 4.1. მასწავლებელი

მასწავლებელი სასწავლო პროცესს წარმართავს სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მასწავლებელი ვალდებულია:

  • მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
  • კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება.
  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
  • დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნებით დადგენილი მოთხოვნები.

 

მასწავლებელი უფლებამოსილია:

  • მოსთხოვოს დამსაქმებელს მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
  • მიიღოს შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
  • აიმაღლოს პროფესიული უნარ-ჩვევები;
  • განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლება სასკოლო სასწავლო გეგმის, საგნობრივი სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) შესაბამისად;
  • ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მუხლი 4.2. მოსწავლე

სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება;
  • თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
  • თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;
  • მოითხოვოს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
  • მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;
  • განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

 

მოსწავლე ვალდებულია:

  • ისწავლოს სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგანი;
  • რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;
  • დაიცვას სკოლის მართვის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
  • იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  • სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
  • პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს;
  • სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შექმნაში (გაწერილია სკოლის სასწავლო გეგმის დანართი N 6-ში).

 

თავი  V. მშობლებთან ურთიერთობა და მშობელთა პედაგოგიზაცია

მუხლი 5.1. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა

მშობელთა ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გამოყენებულია:

  • სკოლის ვებგვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ფეისბუკის გვერდი;
  • დამრიგებელთა ორგანიზებული შეხვედრები და შეხვედრები საჭიროების მიხედვით (საჭიროებს დირექციასთან შეთანხმებას);
  • მშობელთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებული სხდომები;
  • ორშაბათის თათბირი დირექტორთან ყველა დამრიგებლისა და კათედრის ხელმძღვანელის, სკოლის ფსიქოლოგის, ექიმის, ინფომენეჯერის მონაწილეობით – 11:00 სთ – პირველი საფეხური, 14:20 სთ – მეორე და მესამე საფეხური;
  • დირექტორის შეხვედრები მშობლებთან მაისში წლის შედეგების შეჯამებისა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით;
  • მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრები კათედრებზე მათი ინფორმირებისა და მოსწავლეთა პრობლემების გადაჭრის მიზნით დღეების მიხედვით.
  • სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მეშვეობით ელექტრონული ჟურნალის საშუალებით;
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის (თუ ის არ არღვევს სხვათა უფლებებს, არ განიხილება დისციპლინურ გადაცდომად) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი, მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი ხვდება მშობელს;
  • საგნის მასწავლებელი უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის;
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისათვის მუშაობს მშობელთა კომიტეტი საქმიანობის დებულების შესაბამისად.

მუხლი 5.2. მოსწავლის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

  • სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლა რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
  • მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

 

თავი VI. სკოლის ქონება და ფინანსები

მუხლი 6.1. სკოლის ქონება

  • დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით აქვს სკოლის შენობა N1 – თბილისში, N2 – ზუგდიდში;
  • სკოლას საკუთარი ფინანსებით შეძენილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი, მერხები, სკამები, კომპიუტერები, სასწავლო რესურსები, სკოლის წიგნადი ფონდი და სხვა ინვენტარი.

მუხლი 6.2. სკოლის ფინანსები

  • სკოლის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა სწავლების საფასურიდან და სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერიდან;
  • სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

 

თავი VII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით  განსაზღვრული წესით და ფორმით.

 

თავი VIII. დასკვნითი დებულებებ

  • სკოლის სასწავლო პროცესის რეგულირების წესს ამტკიცებს სკოლის საბჭო;
  • ამ წესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლის საბჭო მიერ.
  • ამ წესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.

 

თბილისი, 2021 წელი