სკოლა ჯიელსის 2023-2029 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების შუალედური ანალიზი (SWOT)

2023-2025 წლები

სკოლის  სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი სკოლაში შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • სკოლის საქმიანობის წინა პერიოდების გეგმების შესრულების ანალიზი (SWOT)
  • სკოლის ხედვის, მისიის და ღირებულებების ჩამოყალიბება
  • სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად სიტუაციური ანალიზების მომზადება და

მიზნების მიღწევის კალენდარული გეგმის შედგენა, ამოცანების მიხედვით

  • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა

სტრატეგიული გეგმიდან და სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებიდან გამომდინარე იქმნება სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა დგება ერთწლიანი პერიოდისათვის, ყოველწლიურად. სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს სტრატეგიულ გეგმაში დეკლარირებული მიზნების განხორციელებას.

სამოქმედო  გეგმა  მოიცავს  შემდეგ  ძირითად  პუნქტებს:  სტრატეგიული  მიზანი, ამოცანა, აქტივობა (საჭიროების შემთხვევაში – ქვეაქტივობაც), შესრულების ინდიკატორი, განხორციელების ვადა თვეების ჭრილში, პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურული ერთეული, შემსრულებელი პირი/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისირესურსები და აქტივობის შესრულების სტატუსი

სამოქმედო გეგმებში ცვლილებები დასაშვებია. სამოქმედო გეგმა შეიძლება შეიცვალოს გეგმების მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე, მისიაში/ხედვაში/სტრატეგიულ გეგმებში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასკოლო საზოგადოების წევრთა უკუკავშირის გათვალისწინების შედეგად და სხვ.

მისია

ჯიელსის სკოლის მისიაა, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში  სწავლის გაგრძელებისათვის, ისე – შემდგომი წარმატებული ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობისათვის.

ხედვა

ჯიელსის სკოლის ხედვაა, ქართული და გერმანული განათლების ძირითადი პრინციპების შერწყმით შექმნას განათლების ისეთი საავტორო  მოდელი, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა  უნარს და საგნობრივ კომპტენეციას,  სკოლის კურიკულუმის ფარგლებში შეძლებს დაიკმაყოფილოს და განივითაროს  პიროვნული მისწრაფებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, ხელოვნება,  თანამედროვე ტექნოლოგიები, სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, ინდივიდებსა და ჯგუფებთან კომუნიკაცია.

ღირებულებები

კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;

ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების  ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას;

ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა,  დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი;

ჯანსაღი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ პროგრამას (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება და კვება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას.

სკოლა მოწოდებულია გაამართლოს მოლოდინები:

•           მოსწავლეებისათვის: უზრუნველყოს კეთილგანწყობილი, უსაფრთხო,  ინკლუზიური,  ტოლერანტული, განვითარებაზე ორიენტირებული  და ჯანსაღი   სასკოლო გარემო, სადაც თითოეული მათგანი არის სასკოლო ცხოვრების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრი.

•           მშობლებისათვის: შექმნას მოსწავლის  სწავლის, განვითარებისა და აღზრდისათვის შესაფერისი პირობები, უზრუნველყოს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ უწყვეტი განათლების  მისაღებად კონკურენტუნარიანი ახალზრდების მომზადება.

•           კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო.

•           საზოგადოებისათვის: ჩამოაყალიბოს ახალგაზრდა  კრიტიკულად მოაზროვნე, სიახლის შეცნობის მსურველ,  განათლებულ და მზრუნველ  მოქალაქედ,  რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად.

SWOT ანალიზი

სკოლის 2022-2029  წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის  შუალედური შეფასება 

გარემო ფაქტორების ანალიზი
შიდა ფაქტორების ანალიზი
გარე ფაქტორების ანალიზი
ძლიერი მხარეები გაღრმავებული ინგლისური ენის სწავლების 30 წლიანი გამოცდილება, გერმანული ენის სადიპლომო –  DSD სკოლა2012 წლიდან სერტიფიც. მასწავლებელთა მაღალი პროც. მაჩვენებელიდაყოფილი კლასებისაგამოცდო იმიტაციების დანერგვა მაღალი სასკოლო კულტურაპროექტები, ეროვნული გამოცდების, ოლიმპიადების მაღალი შედეგებიმასწავლებელთა სტაჟირება  გერმანიაში პარტნიორული პროგრამებითუცხოელი მასწავლებლები, მოსწ. გაცვლითი პროგრამები
სუსტი მხარეები სკოლაში მოსწავლეთა მიღებული კონტინგენტის დაბალი დონე საათების არასაკმ. რაოდენობა ინგლისურ ენაშიარასაკმარ. მატერ. რესურსებიმესამე თაობის ესგ დანერგვის  მიზნით დაბალი ონლაინ ჩართულობა უცხოური გამოც. გაზიარების სიმწირე, უცხოენოვანი გარემოს შექმნის მცირე შესაძლებლობები  
შესაძლებლობები მოსწავლეზე ორიენტირებული პროგრამები და პროექტებიინგლისური და გერმანულ ენების მასწ. მატ. წახალისების ზრდაწარჩინებული მოსწავლეების წახალისება  ენის სკოლების საგზურებითსაზოგადოების ჩართულობის, კურსდამთავრებულთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ენების საზახულო სკოლების მოწყობა უცხ. პარტნიორებთან ერთად, ონლაინ პლატფორმების მეტი ინტენსივობით გამოყენება სხვადასხვა საგანმანათლ. მიზნით
საფრთხეები უცხოელი პედაგოგების მოწვევის შესაძლებლობის სიმცირე ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლებისათვის; უცხოური  პროგრამების აკრედიტაციის სირთულე,  მის გარეშე კი –  სახელმძღვანელოების არჩევანის თავისულების შეუძლებლობა;  ქვეყანაში კერძო სკოლების ფინანსური მხარდაჭერის  არ არსებობა. დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების გარეშე სკოლას გაუჭირდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფა.     

 

ძლიერი მხარეები – სკოლის საუკეთესო პრაქტიკა

1.უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება:

  • სკოლის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს უცხო ენების გაძლიერებული სწავლება – DSD გერმანული სადიპლომო პროგრამის ფარგლებში,
  • ინგლისური ენის სწავლების გაღრმავებული სწავლების  30 წლიანი გამოცდილება, კვალიფიციური და მოტივირებული მასწავლებლები,  რომლებიც სისტემატურად ზრუნავენ თავიანთ  პროფესიულ განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, რასაც ადასტურებს სერტიფიცირებულ მასწავლებლებელთა სოლიდური შემადგენლობა;
  • სკოლაში უცხო ენების გაკვეთილებზე ხდება კლასის გაყოფა. შედეგად   გერმანული და ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეთა რაოდენობა 8-10 მოსწავლეა;
  • ინგლისური ენის მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG),  მონაწილეობენ რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ტრენინგებში, შესაძლებლობის ფარგლებში თანამშრომლობენ   ამერიკის საელჩოსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან  და ერთვებიან მათ მიერ ინიცირებულ პროექტებში;
  • გერმანული ენის მასწავლებელთა საქმიანობა მნიშვნელოვანწილად იმართება და მეთოდირდება ამიერკავკასიაში გერმანული ენის სადიპლომო სკოლების  –  DSD პროგრამის ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს შეეხება მასწავლებლების შერჩევას, სტაჟირებას, მეთოდურ დახმარებას, სახელმძღვანელოების შერჩევას, მეთოდური რესურსებით მომარაგებას;
  • სკოლის მასწავლებლები პარტნიორული პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადიან გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის ენების აკადემიის  სკოლებში ჰოსპიტირების გზით;
  • თვალსაჩინოდ მაღალია მოსწავლეთა შედეგები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებსა და სკოლისგარეშე კონკურსებში, მაღალია ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაჩვენებლები;
  • სკოლაში გერმანულენოვანი  მოხალისეები თითქმის ყოველწლიურად გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანიის მოქალაქე,  დანიშნული პროგრამის მიერ 2015 წლის სექტემბრიდან და მუშაობდა 2021 წლის სექტემბრამდე. 2021-2022 სასწავლო წელს  გერმანულ ენას სკოლის მასწავლებელთან ტანდემში ასწავლიდა ქ-ნი ანგელა შმიდტი, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან სკოლაში მუშაობს გერმანელი მასწავლებელი კატრინ საბინე კარლსონი. ყოველწლიურად ზაფხულის არდადეგებზე, ჰაიდელბერგის ენის აკადემიაში 20-25 კაციანი ჯგუფების გამგზავრება ენისა და კულტურის შესწავლის მიზნით, ასევე თითქმის ყოველწლიურად არის განხორციელებული ენების საზახულო სკოლის პროექტი ქობულეთში, სკოლის ბაზაზე;
  • თვალსაჩინოდ მაღალი მოსწავლეთა ენობრივი სამეტყველო კომპეტენცია ინგლისურ და გერმანულ ენებში;
  • მაღალია გერმანული ენის სადიპლომო გამოცდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი;
  • გაზრდილია სხვადასხვა ტრენინგის, სემინარის, კონფერენციაზე დასწრებით პროფესიული განვითარების მიზნით როგორც სასკოლო ბაზაზე, ასევე სკოლის გარეთ ავტორიტეტული საგანმანათლებლო ორგანიზაციების ბაზაზე მასწავლებელთა ჩართულობა.

2. დიფერენცირებული სწავლება :

  • ხაზგასასმელია მოსწავლეთა შედეგები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მაჩვენებლები;
  • დამამთავრებელ კლასებში საგამოცდო იმიტაციები;
  • ეროვნული საგამოცდო საგნების მიმართულებების მიხედვით საათობრივი უზრუნველყოფა

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მატერიალური რესურსის სრულყოფის მიმართულებით :

  • ინგლისური ენის მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG), English Book Education – თან, მონაწილეობენ  კონფერენციებსა და ტრენინგებში, შესაძლებლობის ფარგლებში თანამშრომლობენ   ამერიკის საელჩოსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან  და ერთვებიან მათ მიერ ინიცირებულ პროექტებში;
  • გერმანული ენის მასწავლებელთა საქმიანობა მნიშვნელოვანწილად იმართება და მეთოდირდება ამიერკავკასიაში გერმანული ენის სადიპლომო სკოლების  –  DSD პროგრამის ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს შეეხება მასწავლებლების შერჩევას, სტაჟირებას, მეთოდურ დახმარებას, სახელმძღვანელოების შერჩევას, მეთოდური რესურსებით მომარაგებას. სკოლის მასწავლებლები პარტნიორული პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადიან გერმანიაში და კარლსრუესა და ჰაიდელბერგის ენების აკადემიის სკოლებში ჰოსპიტირების გზით;
  • მათემატიკის მასწავლებლები  საქართველოს  Max Math-ის სასწავლო პროგრამის წარმატებულად დანერგვის მიზნით თანამშრომლობენ English Book Education – თან, მონაწილეობენ  კონფერენციებსა და ტრენინგებში;
  • ყოველწლიურად ტარდება სასკოლო სემინარები, მატერიალურად წახალისებულია საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა;
  • სკოლას გააჩნია მდიდარი ბიბლიოთეკა უცხოურ ენებზე, ინტერნეტში ჩართული 31 კომპიუტერი, გერმანული ენის კაბინეტი აღჭურვილი ჭკვიანი ტელევიზორით და სხვა საჭირო ტექნიკით, კომპიუტერული კაბინეტი 2025 წელს შეძენილი 10 ცალი ახალი ლეპტოპით.

სუსტი მხარეები:

  • დაბალია სკოლაში მოსწავლეთა ახლად მიღებული კონტინგენტის  დონე როგორც პირველ კლასში, ასევე სხვა კლასებში;
  • არასაკმარისი აკადემიური საათების რაოდენობა ინგლისურ ენაში (2–3 კვირეული საათი) და  ამ კუთხით თავისუფლების ხარისხის სიმცირე სკოლას არაპოპულარული ნაბიჯისაკენ უბიძგებს;
  • სუსტია მუშაობა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა პედაგოგიზაციისა და ჩართულობის თვალსაზრისით, რაც ძირითადად გამოწვეულია მათი მოტივაციის სისუსტითა და ნაკლები დაინტერესებით;
  • არასაკმარისია უცხოური გამოცდილების გაზიარება, რაც განპირობებულია გაცვლითი ჯგუფების სიმცირითა და მასწავლებელთა უცხოურ სკოლებში სტაჟირების ნაკლები შესაძლებლობით;
  • პროფილური (გაძლერებული)  სწავლების სტატუსის არარსებობა, რაც საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა სკოლიდან გადინების ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს;
  • უცხოელი კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა;
  • თბილისის და ზუგდიდის სკოლებს შორის, ასევე კათედრებსა და მასწავლებელთა შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება არასაკმარისია;
  • საკუთარი სასკოლო ბაზის მოწესრიგების საკითხის გაჭიანურება.

შესაძლებლობები:

უცხოური ენების სწავლების პრიორიტეტად ქცევის თვალსაზრისით:

  • სკოლისათვის პრიორიტეტულ საგნების  გაღრმავებულად სწავლების მეთოდების დახვეწა;
  • უცხოური ენების (ინგლისური) გაღრმავებული სწავლების სტატუსის მოპოვებაზე მუშაობა, IB სკოლის პროექტის მომზადება და განხორციელება;
  •  სკოლა კვლავაც გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს მოსწავლეთა  და მშობელთა ინტერესებს, მოთხოვნებსა  და საჭიროებებს,  განახორციელებს მოსწავლეზე ორიენტირებულ პროგრამებსა და პროექტებს, რაც გაზრდის ქვეყნისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობასა და ინტეგრაციის მაღალ შესაძლებლობას;
  • მოსწავლეები სიღრმისეულად დაეუფლებიან  უცხოური ენებს: ინგლისურსა და გერმანულს,  გაეცნობიან უცხო ქვეყნების ლიტერატურას, ისტორიასა და კულტურას, მოახერხებენ თავისუფალ კომუნიკაციას;
  • სასკოლო სასწავლო გეგმა სრულად უპასუხებს მოსწავლეთა გამოწვევებსა და საჭიროებებს.

სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით:

  • სკოლაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულთა შორის ურთიერთკავშირის, პედადოგიური და საორგანიზაციო გამოცდილების გაზიარების მეტად გააქტიურება, ახალბედა მასწვლებლებისთვის ტუტორობის პროცესის წარმართვისათვის სიღრმისეული მიდგომა;
  • სასკოლო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში  ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრა, ასევე მშობლებთან ელექტრონული მიმოწერის, დროული უკუკავშირის  სისტემატიურობის უზრუნველყოფა;
  • მასწავლებელთა გამოცდილების ურთიერთგაზიარება და  ერთობლივი  მუშაობა  სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვისათვის;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უცხოური გამოცდილების გაზიარების გზით;
  • საგნობრივი კონფერენციების, კონკურსების , ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება   და სხვადასხვა პროექტების მრავლად  განხორციელება;
  • წარჩინებულ მოსწავლეთა უფრო მეტად წახალისება, ამისათვის მატერიალური რესურსის მოძიება;
  • საგრანტო კონკურსის საზღვრების გაფართოება;
  • დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობა დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვებთან. ზრუნვა მშობლების იურიდიული და ფსიქოლოგიური განათლების გაღრმავებაზე,  მეტი აქცენტირება მათ  პასუხისმგებლობაზე.  

სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით:

  • სასკოლო საზოგადოების, მშობელთა ჩართულობის ხარისხის ზრდა;
  • სკოლის კურსდამთავრებულთა დაინტერესება და ჩართვა;
  • ინვესტორების მოზიდვისა და სკოლის რეორგანიზაციის მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე ზრუნვა;
  • კერძო სკოლების რეალური ასოციაციების, საზოგადოებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება რეალური ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით.

საფრთხეები:

  • არასაკმარისი კვირეული საათების გამო ინგლისურ ენაში სკოლა ამ ენის მოთხოვნის დონეზე სწავლებისათვის საათებს სკოლა ამატებს სხვა საგნების ხარჯზე, რაც მართალია საგრძნობლად არა, მაგრამ მაინც აზარალებს ამ საგნებს. თავისუფლების ხარისხის სიმცირე ამ მიმართებით სკოლას არაპოპულარული ნაბიჯისაკენ უბიძგებს.

ეს საფრთხე მოწესრიგებადია კერძო სკოლების თავისუფლების ხარისხის ზრდით, რაც შესაძლებელი გახდა 2024-2025 სასწავლო წლიდან ახალი რეგულაციების შესაბამისად;

  • საკუთარი სასკოლი შენობის არქონა თბილისსა და ზუგდიდიში (მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულებები ძალაშია 2029 წლამდე, მაგრამ განვითარება საკუთარ ჭერქვეშ უფრო რეალურია);
  • კერძო სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის   უფასო საგანმანათლებლო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;
  • მოსამზადებელი კურსებისა და სემინარების/ტრენინგების   მაღალი საფასური. ამჟამად სკოლის მხოლოდ გერმანული ენის მასწავლებლებს შეუძლიათ DSD – სკოლის პროგრამის ფარგლებში გაიარონ  გადამზადების კურსი გერმანიაში;
  • დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების გარეშე სკოლა ვერ შეძლებს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფას, რაც საფრთხეს შეუქმნის ენის გაღრმავებული სწავლების პროგრამის განხორციელებას, ხოლო კერძო სკოლების შესაძლებლობები იაფი ფინანსური რესურსების მოძიებაში ძალზე სუსტია. განათლებაში კერძო სექტორის განვითარება – ზოგადად დარგის განვითარებას ნიშნავს. აქედან,  და  ამ სექტორის არსებობის და შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარე, ამ საკითხზე დაფიქრება როგორც სკოლების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან  ამ საფრთხეს შეასუსტებდა. ეს კი, არამარტო ენების სწავლების კუთხით, არამედ სწავლების  სხვა მიმართულებითაც საგრძნობელ გაუმჯობესებას განაპირობებს მომავალში. ამისათვის კერძო სკოლების რეალური ასოციაციების და საზოგადოებების არარსებობის პირობებში, კერძო სკოლების მხრიდან  მათი ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა ამ საფრთხეს შესამცირებს მომავალში.

სკოლისათვის სუსტი მხარეებისა და საფრთხეების მინიმიზაცია და შესაბამისად, ძლიერი მხარეების გაძლიერება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება გახდება მომავალი პერიოდის 2023-2029 წლების სტრატეგიული გეგმის განხორციელების  რეალური საფუძველი.

ამ ანალიზისა და სასკოლო საზოგადოების ჩაართულობით განსაზღვრულია სკოლის განვითარების ძირითადი მიმართულებები 2026-2029 წლებში, რაც რეალიზდება ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

სკოლა ჯიელსის სტრატეგიული განვითარების გეგმა კვლავ ეყრდნობა  შემდეგ ძირითად მიზნებს და მასთან დაკავშირებული  ამოცანების გადაწყვეტის სტრატეგიას:

სტრატეგიული  მიზანი 1. მიმართულება – სწავლა-სწავლება

სტრატეგიული  მიზანი 2.   მიმართულება – სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

სტრატეგიული  მიზანი 3.   მიმართულება – ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება

სტრატეგიული  მიზანი 4.   მიმართულება  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა

2023-2025 წლებში სტრატეგიული მიზნების მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებები:

  • სკოლაში განათლების  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გატარება –  სრულად არის გაზიარებული;
  • სასკოლო-სასწავლო გეგმის შესაბამისობაში მოყვანა  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – მოყვანილია 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ;
  • საერთაშორისო პროგრამების/ კურიკულუმების დანერგვა/პილოტირება – მიმდინარეობს Max Math-ის საერთაშორისო პროგრამის პილოტირება მრავალჯერადი ეტაპობრივი დიაგნოსტიკით;
  • საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ინოვაციური მიდგომების დანერგვა;  (მემორანდუმების გაფორმება, კონფერენციებზე, პარტნიორ სკოლებში/დაწესებულებებში დანერგილი პრაქტიკის შეფასება და ადაპტირება სკოლაში, უცხოენოვანი სასწავლო რესურსების მოძიება და ადაპტირება სასკოლო კურიკულუმთან )
  • სწავლა- სწავლების ხარისხის მდგრადი ზრდა – აკადემიური შედეგების ყოველწლიური ზრდა, ინგლისურ და გერმანულ ენებში მოსწავლეთა ენის ფლობის მდგრადი ზრდა;
  • მოსწავლის საჭიროებათა კვლევა და მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესზე ორიენტირება: (კითხვარები, მონაცემთა ანალიზი და მოსწავლის თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, მოსწავლის პორტფოლიოს სისტემის დანერგვა). განხორციელებულია ყოველი სასწავლო წლის მონაცემებით;
  • სკოლის ღირებულებებსა და პრიორიტეტულ თემებზე ორიეტირებული, მათ შორის ინტეგრირებული ფორმატის  სასკოლო პროექტების განხორციელება;
  • მოსწავლეთა არაფორმალური განათლება სხვადასხვა მიმართულებებით – გაძლიერდა ადამიანური რესურსი, რაც დასტურდება 2022 წლიდან  სასკოლო კლუბების ხელმძღვანელების, 2023 წლიდან დაწყებითი საფეხურის კოორდინატორის,  2025 წლიდან – კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორის დანიშვნით;
  • სწავლების ხარისხის მიმართულებით გამოცხადდა და განხორციელდა სკოლაში შემომსვლელ კონტინგენტს შორის საგრანტო კონკურსი. მიღებულია გამარჯვებული მოსწავლეები ორივე სკოლაში სასწავლო გრანტით;
  • შეფასების სისტემის განვითარება (ვერიფიკაციის დანერგვა და სრულყოფა, სარეიტინგო და  სადიაგნოსტიკო შეფასებების განვითარება, მოსწავლის  თვითშეფასებაზე ზრუნვა) – შეიქმნა ვერიფიკაციის სამსახური 2025 წლის 1 სექტემბრიდან, მრავალჯერადად განხორციელდა მოსწავლეთა თვითშეფასება, 2022 წლის სექტემბრიდან წარმატებით მუშაობს აბიტურის პროგრამა მე-11 და მე-12 კლასებში.