სწავლის საფეხურები
მეორე უცხოური ენა – გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა (DSD) II კლასიდან;
გახანგრძლივებული ჯგუფები VI კლასის ჩათვლით (ორჯერადი კვებით);
ტრანსპორტით მომსახურება VI კლასის ჩათვლით;
სპორტული და შემოქმედებითი წრეები.
II საფეხური VII-IX კლასები
უცხოური ენის გაძლიერებული სწავლება;
მესამე უცხოური ენის სწავლება (რუსული);
მათემატიკის გაძლიერებული სწავლება;
სპეციალური საგნები VIII კლასიდან;
სპორტული და შემოქმედებითი წრეები.
III საფეხური X-XII კლასები
პროფილური სწავლების გაგრძელება;
მათემატიკის გაძლიერებული სწავლება;
უცხო ენის გაძლიერებული სწავლება;
მზადება უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად;
სპორტული და შემოქმედებითი წრეები.
კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 20-22, ხოლო მათემატიკის და უცხო ენის გაკვეთილებზე კლასი იყოფა 10-კაციან ჯგუფებად. სკოლაში მეორე და მესამე უცხო ენის (რუსული, გერმანული, ფრანგული) სწავლა სავალდებულოა. მოსწავლეთა ცოდნის დონის გათანაბრების მიზნით, შედარებით ჩამორჩენილი მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს დამატებითი მეცადინეობის ჯგუფები. ამავე კატეგორიის მოსწავლეთათვის ივლისსა და სექტემბერში მუშაობს ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების ინტენსიური სწავლების საზაფხულო სკოლა.