საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი

თავის საქმიანობაში   ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საგადასახადო კოდექსით”, საფინანსო და საგადასახადო ინსტრუქციებით, მითითებებით,   სკოლის წესდებით,  დირექტორის გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით. ბუღალტრის სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის საშტატო განრიგით.

თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში საფინანსო საბუღალტრო  ჯგუფი:

  1. ახორციელებს თანანმდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული საფინანსო ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;
  2. დროულად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს;
  3. ახორციელებს კონტროლს ფინანსური სახსრების განკარგვის  შესრულებაზე;
  4. ხელმძღვანელობს სკოლის საფინანსო პოლიტიკას;
  5. აკონტროლებს საფინანსო გადარიცხვების პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს;
  6. ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

საფინანსო საბუღალტრო  ჯგუფი ვალდებულია:

  1. დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი,  შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  2. არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
  3. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას, იყოს მატერიალურად პასუხისმგებელი მასზე განპირობებულ მატერიალური ფასეულობებს დაცვაზე; 
  4. დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს სკოლის ზუსტი ბიუჯეტი;
  5. დააზუსტოს და აკონტროლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა;
  6. შეადგინოს პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის მიხედვით სატარიფიკაციო მონაცემები.
  7. დროულად ჩაატაროს ინვენტარიზაცია და შედეგები ასახოს ოქმში;
  8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობა;
  9. შეადგინოს სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა, ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს დირექტორს განსახილველად და დასამტკიცებლად;
  10. აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოფს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება;
  11. წარადგინოს დირექტორის წინაშე ოპერატიული მასალები ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  12. წარადგინოს დირექტორის წინაშე ნახევარწლიური და წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი:

  1. პასუხისმგებელია და აკონტროლებს სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
  2. დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის საფინანსო მდგომარეობის  სრულყოფის შესახებ;
  3. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
  4. სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) მონდობილობის საფუძველზე ასრულებს საფინანსო ინსტიტუტებში მის უფლებამოსილებებს.