მოსწავლეთა მიღების წესები და ეტაპები

პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 2024
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სკოლაში მისაღები  ბავშვი გაივლის სასკოლო მზაობის შემოწმებას.

პირველი ეტაპი:

  1. გასაუბრება მოსწავლის მშობელთან – სკოლაში მიღების, სწავლებისა და მშობელსა და სკოლას შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;
  2.  მშობლის განცხადების საფუძველზე, მისაღებ მოსწავლესთან გასაუბრების თარიღის დანიშვნა;
  3. მისაღები პირველკლასელის გასაუბრება-ტესტირება დაწყებითი კლასის მასწავლებელთან და სკოლის ფსიქოლოგთან სასკოლო მზაობის შეფასების მიზნით;
  4. სკოლაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, კერძოდ:
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი – სავალდებულო;
  • 2 ფოტოსურათი 3×4 ფორმატში – სავალდებულო;
  • ჯანმრთელობის ცნობა აცრების ფურცელთან ერთად – სავალდებულო;
  • მშობლების /მეურვეების პირადობის მოწმობის ასლი – სავალდებულო;
  • ცნობა მშობლების /მეურვეების საქმიანობის შესახებ – სურვილისამებრ;
  • სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.

მეორე ეტაპი:

  1. სწავლის საფასურის პირველი ნაწილის გადახდა და მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;
  2. მოსწავლის ჩარიცხვა რიგითობის დაცვით (ინვოისით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის თარიღის მიხედვით);
  3. პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

 

სხვა კლასებში   (2-12)  მიღების წესები და ეტაპები:

  1. ღია კარის დღის გამოცხადება;
  2. სკოლის პროგრამების პრეზენტაციები;
  3. გასაუბრება მისაღები მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან – სკოლაში მიღების, სწავლების, სასკოლო ბაზის, მშობელსა და სკოლას შორის ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით;
  4. მოსწავლეთა მიღება ხორციელდება:
  5.       2 – 4 კლასებში – დაწყებითი საფეხურის მენეჯერთან, მასწავლებელთან და სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრების საფუძველზე;
  6.       5 – 12 კლასებში  – ტესტირების საფუძველზე. სავალდებულო ტესტირება ტარდება უცხოურ ენებსა და მათემატიკაში;
  7. გამშვები სკოლისთვის მოთხოვნის გაგზავნა;
  8. დამატებითი საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, კერძოდ:
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის ანკეტა სკოლის სპეციალური ფორმით;
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
  1. ხელშეკრულებით განსაზღვრული სწავლების საფასურის პირველი ნაწილის გადახდა  და მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;
  2. მოსწავლის ჩარიცხვა რიგითობის დაცვით (ინვოისით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის თარიღის მიხედვით);
  3. სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემაში მოსწავლის ჩარიცხვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება.

სკოლა გთავაზობთ:

  • შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, დაწყებითი საფეხურის
    მოსწავლეთათვის 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ან/და 18:00 სთ–მდე , საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის 09:00 სთ-დან 16:00 სთ–მდე;
  • ინგლისური ენის(I-XII), გერმანული ენის(II-XII), ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლიგიების გაძლიერებულ სწავლებას,  მესამე უცხო ენის – რუსულის სწავლებას (VII-XII);
  • უსაფრთხო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სკოლის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ სამსახურს;
  • მრავალფეროვან და საინტერესო სასკოლო ცხოვრებას.

სწავლის საფასურში შედის:

  • ორჯერადი ჯანსაღი და დაბალანსებული კვება დაწყებით საფეხურზე -VI კლასის ჩათვლით ;
  • გახანგძლივებული დღის სააღმზრდელო მომსახურება VI კლასის ჩათვლით;
  • დამატებითი გერმანული და ინგლისურის ენის გაკვეთილები III-IV კლასებში დღის მეორე ნახევარში;
  • ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება – პირველი კლასიდან TOEFL პროგრამით;
  • გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება – მეორე კლასიდან გერმანული ენის სადიპლომო პროგრამით (გერმანული ენის სახელმწიფო დიპლომი DSD I და DSD II);
  • ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ექიმის მომსახურება.

სკოლის ყველა მოსწავლისათვის გარანტირებულია:

  •  I კლასიდან Max Math;
  • II კლასიდან : ჩართვა გერმანული ენის სადიპლომო – DSD პროგრამაში შესაბამისი საათობრივი ბადით;
  • III კლასიდან: TOEFL – ინგლისური ენის ყოველწლიური სასერტიფიკატო გამოცდების შესაბამისი პროგრამა და გაზრდილი საათობრივი ბადე;
  •  V-VI-VII კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან არაპროგრამულ თემებზე;
  • II კლასიდან : სადიაგნოსტიკო შეფასებები, მათ შორის რეიტინგული წერები შაბათობით, თვეში ერთხელ განრიგის შესაბამისად;
  • XI-XII კლასებში: ეროვნული გამოცდებისათვის მზადება საგნის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ოდენობის აკ. საათების დამატებით, სადიაგნოსტიკო წერებით და გამოცდის მრავალჯერადი იმიტაციებით;
  • IX-X-XI-XII კლასებში: საერთაშორისო კონკურსებისათვის მოსამზადებლად შიდა სასკოლო კონკურსების ჩატარება;
  •  სკოლის ფრიადოსან მოსწავლეთა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას და სხვა კონკურსებში გამარჯვებულთა მიღწევების გაშუქება სკოლის ვებგვერდზე, მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებით, დაჯილდოება სიგელებით, ექსკურსიებით, საზაფხულო სკოლებითა და საერთაშორისო ტურებით.

სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი კლუბები (უფასო)
კლუბებში მოსწავლეების ჩართვა უფასოა და ხდება ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით:

  • III კლასიდან: წიგნის მოყვარულთა კლუბი – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;
  •  V კლასიდან: ლიტერატურული კლუბი – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის;
  • III კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი;
  • VI კლასიდან: კლუბი „გალუას ვექტორზე“ – მათემატიკით დაინტერესებული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა.

სხვა ფასიანი მომსახურება  –  სურვილის შესაბამისად:

  • ხელოვნებისა და დიზაინის სტუდია;
  • მუსიკალური სტუდია;
  • ბალეტის სტუდია;
  • კარატეს სექცია;
  • ჭადრაკის სექცია;
  • მეტყველების კულტურა – წრე;
  • ტრანსპორტით მომსახურება;
  • სხვა მოთხოვნილი წრეები და სტუდიები.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 592555515, 555305566

სკოლაში მისაღებად პირველადი რეგისტრაციისათვის შეავსეთ ანკეტა