2025-2026 სასწავლო წელი
სასკოლო სასწავლო გეგმა
კონცეპტუალური ნაწილი
- შესავალი
სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზეა შედგენილი და მისი საშუალებით ხორციელდება საგანმანათლებლო და სააღმზდელო პროცესი სკოლაში.
სასკოლო სასწავლო გეგმაში გაზიარებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანა – შექმნას მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას:
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი;
- გათვალისწინებულია მოსწავლის მზაობა, ასაკთან შესაფერისი ინტერესები, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები;
- შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას, ანუ მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
სკოლის დირექცია უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის სრული ვერსიის თანაბარ ხელმისაწვდომობას სასკოლო საზოგადოების ყველა მხარისთვის. მაისის თვეში ტარდება ყოველწლიური ტრადიციული შეხვედრები მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით მშობლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. ინფორმაცია ზიარდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www. glcschool.ge
- სკოლის ფილოსოფია
შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, გაიაზრებს თავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლება-მოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, ქვეყნის კულტურის ტრანსფერს, განივითარებს ეფექტური კომუნიკაციის და 21-ე საუკუნის უნარებს, რომლის საშუალებითაც შეძლებს შეძენილი ცოდნის თავდაჯერებულად და კრეატიულად რეალიზებას სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში, ჩამოყალიბდება სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქედ.
მისია
ჯი-ელ-სის სკოლის მისიაა, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის, ისე – შემდგომი წარმატებული ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობისათვის. მისიის შესასრულებლად სკოლა ქმნის კეთილგანწყობილ, ჯანსაღ, ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებულ, ტოლერანტულ და ინკლუზიურ გარემოს.
ხედვა
ჯი-ელ-სის სკოლის ხედვაა, ქართული და გერმანული განათლების ძირითადი პრინციპების შერწყმით შექმნას განათლების ისეთი საავტორო მოდელი, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა უნარს და საგნობრივ კომპეტენციას, სკოლის კურიკულუმის ფარგლებში შეძლებს დაიკმაყოფილოს და განივითაროს პიროვნული მისწრაფებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები, სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, ინდივიდებსა და ჯგუფებთან კომუნიკაცია.
ღირებულებები
კეთილგანწყობილ გარემოში წახალისებულია:
- მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უზრუნველყოფილია:
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესება, არგუმენტირებული მსჯელობა, სიახლეების ძიება, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავება;
ინკლუზიური და ტოლერანტული გარემოში დაფასებულია:
- ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, მიუღებელია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი;
ჯანსაღი გარემოში მხარდაჭერილია:
- დაბალანსებულ პროგრამა (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება და კვება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას.
სკოლა ზრუნავს, დაიცვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების პრინციპები:
- სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
- სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
- სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
- სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
- სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს,
და განსაზღვრავს მიზნებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისათვის:
სკოლის მისია დაწყებით საფეხურზე:
საბაზისო კომპეტენციების განვითარება მოსწავლის თვითორგანიზების, სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების, სამყაროს შემეცნების, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა კომბინირების საფუძველზე პრაქტიკაში გამოყენების, ემპათიის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზით, რაც უზრუნველყოფს საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გაგრძელებას.
სკოლის მისია საბაზო საფეხურზე:
სწავლა-სწავლების საფუძველზე აქტიური შემეცნების გზით დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნის განზოგადება და პრაქტიკაში რეალიზება მყარი, ფუნქციური ცოდნის შესაქმნელად, მეტაკოგნიტური უნარების, გამჭოლი კომპეტენციების და 21-ე საუკუნის უნარების განვითარება, რაც უზრუნველყოფს საშუალო საფეხურზე სწავლის წარმატებით გაგრძელებას.
სკოლის მისია საშუალო საფეხურზე:
გაღრმავებული საგნობრივი სწავლა-სწავლების საფუძველზე მოსწავლის მიერ საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების გამოკვეთა და შესაძლებლობების გააზრება, თანამედროვე მეცნიერებების მიღწევების და ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება და სისტემური ცოდნის შექმნა, უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების და თვითრეალიზების გზით საზოგადოებისათვის სასარგებლო ღირებულებების შექმნა.
სკოლის მიზანია, გაამართლოს სასკოლო საზოგადოების მოლოდინები:
- მოსწავლეებისათვის: უზრუნველყოს კეთილგანწყობილი, უსაფრთხო, ინკლუზიური, ტოლერანტული, განვითარებაზე ორიენტირებული და ჯანსაღი სასკოლო გარემო, სადაც თითოეული მათგანი არის სასკოლო ცხოვრების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრი.
- მშობლებისათვის: შექმნას მოსწავლის სწავლის, განვითარებისა და აღზრდისათვის შესაფერისი პირობები, უზრუნველყოს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ უწყვეტი განათლების მისაღებად კონკურენტუნარიანი ახალზრდების მომზადება.
- კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო.
- საზოგადოებისათვის: ჩამოაყალიბოს ახალგაზრდა კრიტიკულად მოაზროვნე, სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქედ, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად.
სკოლის საგანმანათლებლო ამოცანებია:
- უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების სამივე საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების პრინციპების გათვალისწინებით. განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის მუდმივადგანვითარებადი პროფესიული რესურსებით, გამოიყენოს სწავლების როგორც თანამედროვე და ინოვაციური , ასევე გამოცდილი და აღიარებული მეთოდები.
- საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განახორციელოს ჰუმანიტარული, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებით სწავლება;
- უზრუნველყოს უცხოური ენების გაღრმავებული სწავლება გერმანული – DSD სადიპლომო და ინგლისური TOEFL სასერტიფიკაციო პროგრამის მიხედვით;
- უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიანი აბიტურიენტების მომზადება.
ამისათვის სკოლა განახორციელებს:
- უცხოური ენების გაღრმავებულ სწავლებას ენის ფლობის დონეების მიხედვით მცირერიცხოვან ჯგუფებში;
- საშუალო საფეხურზე მცირერიცხოვან ჯგუფებში დიფერენცირებულ სწავლებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის წახალისებას, მოსწავლეთა შემეცნებით, საკონკურსო, მედია-პროექტებში ჩართვას, თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარებას;
- მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას, პროფესიული განვითარებისათვის ხელშეწყობას: სემინარების, მასტერკლასების დაგეგმვას, პარტნიორულ პროგრამებში თანამშრომელთა მაქსიმალურად ჩართულობას.
| 3. სკოლის სტრუქტურა: 4.სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში დადგენილია 5-დღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც ემატება შაბათის შემაჯამებელი დავალებები წინასწარ დადგენილი გრაფიკისა და საგნების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს სამ კვირაში ერთხელ. სასწავლო წლის დაწყება-დასრულება (დირექტორის ბრძანება N 2/023, 27.08.2025 წ.) სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად, მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები. სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია. სასწავლო წელი მოიცავს 171 სასწავლო დღეს I სემესტრი: 75 სასწავლო დღე; II სემესტრი: 96 სასწავლო დღე. I სემესტრი დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს და დასრულდება 2025 წლის 29 დეკემბერს. II სემესტრი დაიწყება: ა) II – XI კლასებისთვის – 2026 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2026 წლის 15 ივნისს; ბ) I კლასისათვის – 2026 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2026 წლის 29 მაისს; გ) XII კლასისათვის – 2026 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2026 წლის 20 მაისს; ზამთრის არდადეგები: 2025 წლის 30 დეკემბერი – 2026 წლის 14 იანვრი. საგაზაფხულო არდადეგები: 2026 წლის 8 – 13 მარტი. სააღდგომო არდადეგები: 2026 წლის 10 – 13 აპრილი. 2025-2026 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს: 2-11 კლასებისთვის 35 კვირას; პირველი კლასისათვის 33 კვირას; მეთორმეტე კლასისათვის 32 კვირას. სწავლისა და სწავლების ძირითადი ასპექტები და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულირდება სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით. სასწავლო პროცესის რეგულირების წესში ცვლილებები სასწავლო წლის განმავლობაში ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული ახალი რეგულაციებისა და/ან სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდება სკოლის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს 12 წლიან სწავლებას. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია: დაწყებითი საფეხური I-VI კლასები, საბაზო საფეხურიVII-IX კლასები, საშუალო საფეხური – X-XII კლასები. სკოლაში სწავლა ხორციელდება სამივე საფეხურზე თბილისის სკოლაში და საბაზო და საშუალო საფეხურზე ზუგდიდის განყოფილებაში. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამოსამუშავებლად;ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;ჩამოუყალიბოს ბაზისური კომპეტენციები სწავლის შემდგომ, საბაზო საფეხურზე წარმატებით გასაგრძელებლად. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; განუვითაროს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;ხელი შეუწყოს ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემასა და ცოდნის გამოყენების უნარის განვითარებაში.შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად საშუალო საფეხურზე ან პროფესიოული განათლების მიმართულებით. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად, სწავლის გასაგრძელებლად უმაღლეს სასწავლებლებში და/ან პროფესული მიმართულებით საქმიანობაში ჩასაბმელად;მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. სასწავლო პროცესის ორგანიზებას სკოლის აკადემიური დირექტორი და სასწავლო ნაწილი ახორციელებენ, რისთვისაც იყენებენ დაქვემდებარებაში არსებულ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს: სწავლების ხარისხის სამსახურს, რეგიონალური განყოფილების სასწავლო პროცესის მენეჯერსა და უსაფრთხო სკოლის მენეჯერს, საგნობრივ კათედრებს,პროგრამის ხელმძღვანელებს, საგნის მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და სკოლის სხვა სამსახურებს. 6.სკოლის საათობრივი ბადე – დანართი N 1 სკოლის საათობრივი ბადე მთლიანად ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს. ცალკეული კლასების მიხედვით ბადეში სკოლის მიერ, მისი პრიორიტეტებიდან და მისიიდან გამომდინარე, შეტანილია რიგი ცვლილებები. ამასთანავე, ეს ცვლილებები არ ეწინააღმდეგება ესგ-ს მოთხოვნებს. სკოლის საათობრივი ბადის შესაბამისად: სავალდებულო საგნები კლასებში;კლასებში;კლასებში;I – XII კლასებში;V – XII კლასებში (ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში);V – XII კლასებში (ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში);VII – IX კლასებში(დამატებითი სავალდებულო საგნის სტატუსი);II – IV კლასებში;V – VI კლასებში;VII – XII კლასებში;X – XII კლასებში; VII – XII კლასებში;VII – XII კლასებში;I – VI კლასებში;VII – XII კლასებში;VII – XII კლასებში;VIII – XII კლასებში;I – VI კლასებში;I – IX კლასებში; X კლასებში;კლასებში;კლასებში;X – XII კლასებში;კლასში;კლასში; არჩევითი საგანი საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნებიდან სკოლას უცხოური ენების სწავლებისადმი დამოკიდებულების, სკოლის პრიორიტეტისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით 2024-2025 სასწავლო წელსაც X-XII კლასებში არჩეული აქვს მესამე უცხოური ენა – რუსული. 7.გაკვეთილების ცხრილი. დანართი N 2 სასკოლო სასწავლო გეგმა მოიცავს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს და დროის მონაკვეთში, რომელი საგანი ისწავლება, ბადეში შესაბამისი პედაგოგის მითითებით. დანართი მოიცავს გაკვეთილების ცხრილს თბილისსა და ზუგდიდში, ასევე სასკოლო სივრცეების დატვირთვის სქემებს, მორიგეობის განრიგს, შესვენებების განრიგს, სადილის განრიგს, ფსიქოლოგის საათს, ექიმის საუბრების განრიგს და სკოლის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. სასკოლო გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ, სავალდებულო და არჩევით საგნებს. 8. სკოლის უფროსკლასელთა პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა გაკვეთილების ცხრილშია ჩასმული IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები, პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგის მიხედვით. მასწავლებელი: მარინე დეკანოიძე-თბილისის სკოლა, გია ხასია – ზუგდიდის გ-ბა. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო გეგმის შემადგენელს და თან ერთვის მას. პროგრამა თემატიკით გათვალისწინებული თემების მეტი სიცხადისათვის მოიცავს პარტნიორ უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან მოსწავლეთა შეხვედრებს. |
9.საგანმანათლებლო რესურსები. სახელმძღვანელოების ჩამონათვალი. დანართი № 3
კათედრების მიერ არჩეულია სახელმძღვანელოები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხიდან და დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ. არჩეული სახელმძღვანელოებით სკოლა ამარაგებს როგორც თბილისის სკოლის, ასევე ზუგდიდის განყოფილების ყველა მოსწავლეს. სკოლა ასევე იყენებს დამხმარე/დამატებით სახელმძღვანელოებს, რომელიც შერჩეული და დამტკიცებულია დადგენილი პროცედურებით.
სკოლის სხვა საგანმანათლებლო რესურსები:
- საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები, პირველკლასელთა ბუკები, პროექტორები, ტელევიზორები, პრინტერები, ქსეროქსები.
- სასკოლო თვალსაჩინოებანი: რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვა;
- ბიბლიოთეკა: მოიცავს სასკოლო სახელმძღვანელოებს, მხატვრულ, შემეცნებით, სამეცნიერო, მეთოდურ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებს ქართულ და უცხოურ ენებზე, ელექტრონულ წიგნებს.
- საბუნებისმეტყველო საგნების – აინშტაინის ლაბორატორიები თბილისსა და ზუგდიდში.
10.მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა. დანართი N 4
მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის შესაფასებლად სკოლაში შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა. დოკუმენტი შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ: საგნის მასწავლებლების, კათედრების, პროგრამების, სწავლების ხარისხის სამსახურის, სასწავლო ნაწილის, აკადემიური დირექტორის, დირექციის მონაწილეობით. მასში გათვალისწინებულია მოსწავლეთა, მშობლების და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებები. სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა შეფასების ვერიფიკაციის სამსახური, რომელიც მოქმედებს ვერიფიკაციის მექანიზმის თანახმად. მოსწავლეებისათვის შეფასების სისტემის გაცნობა ხდება სასწავლო წლის დასაწყისში შემდეგი წესით:
- საგნის მასწავლებელი სასწავლო წლის დასაწყისში აცნობს კლასს საგანში არსებულ მოთხოვნებს, მინიმალურ გამსვლელ ქულას, შეფასების სქემებს,რუბრიკებს;
- კლასის დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში აცნობს მოსწავლეებს გაცდენებთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და მოსალოდნელ შედეგებს, საგამოცდო საგნებს, შემაჯამებელი დავალებების განრიგს, სასკოლო მონიტორიგის თარიღებს;
- შეფასების წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეფასების რუბრიკები გამოკრულია კლასებში, კათედრებზე, სამასწავლებლოში, ხოლო შესაბამისი განმარტებითი საუბრები ყველა კლასში ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში და შემდგომ, განსაკუთრებით შემაჯამებელი დავალებების წინ ან/და საჭიროების შესაბამისად;
- მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა განთავსებულია სკოლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის;
11.კათედრები სკოლაში
სკოლაში მშობელთა ინფორმირებულობისათვის ჩანიშნულია შეხვედრები მათთან, კათედრის დღეებში, საგნების მიხედვით შემდეგნაირად:
| ოთხშაბათი – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, ბუნებისმეტყველება, სამოქალაქო განათლება, მუსიკა; ხუთშაბათი – ინგლისური ენა, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ფიზიკური აღზრდა და სპორტი. სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით ფუნქციონირებს სამი კათედრა და გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა ჰუმანიტარული საგნები – შორენა ჯიშკარიანი;მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და ტექნოლოგიები – თამარ ქავთარაძე;უცხოური ენები – ქეთევან მჭედლიშვილი;გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა – დალი ამაშუკელი საგნობრივი კათედრები შემავალი საგნების მიხედვით აერთიანებს სკოლის 51 მასწავლებელს. ჰუმანიტარული საგნების კათედრაზე შედის შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; მე და საზოგადოება; ჩვენი საქართველო; ისტორია; საქართველოს ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება;მუსიკა;სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;ფიზიკური აღზრდა და სპორტი;ჭადრაკი. პროექტი სამოქალაქო განათლებაში;პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში;პროექტი მუსიკაში; მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების კათედრა მათემატიკა;ბუნებისმეტყველება;ბიოლოგია;ფიზიკა;ქიმია;კომპიუტერული ტექნოლოგიები. უცხოური ენების კათედრა პირველი უცხოური ენა – ინგლისური;მეორე უცხოური ენა – გერმანული, მეორე უცხო ენა – ფრანგული (ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში)მესამე უცხოური ენა – რუსული, სკოლისათვის სავალდებულო დამატებითი საგნის სახით;არჩევითი საგანი – მესამე უცხოური ენა – რუსული. გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა გერმანული ენა – DSD (ისწავლება II- XII კლასებში) გერმანული ენა – DSD ზუგდიდის გ-ბა (ისწავლება VII- XI კლასებში) |
12. ინკლუზიური განათლების პროგრამა და ზოგადი დებულება. დანართი N5 სკოლა იაზრებს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს. ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს დადებითი ურთიერთგავლენის ჩამოყალიბებას ყველა კატეგორიის მოსწავლეს შორის. სკოლა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ყველა ბავშვი სავალდებულო განათლებით, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, შეუქმნას შესაბამისი გარემო და იზრუნოს მისი შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაზე. 13. სკოლის სადამრიგებლო – სააღმზრდელო პროგრამა სკოლას აქვს ჩამოყალიბებული მიდგომა სადამრიგებლო–სააღმზრდელო საქმიანობისადმი და შექმნილი აქვს შესაბამისი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სკოლის სხვადასხვა სტრუქტურა : კლასის დამრიგებლის, ფსიქოლოგის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მშობელთა კლუბისა (მშობელთა კომიტეტი) და სკოლის დისციპლინური კომიტეტი კოორდინირებულად საქმიანობს. მუშაობის პრინციპები გაწერილია სასწავლო პროცესის რეგულირების წესში, რომელიც დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და სასკოლო სასწავლო გეგმასთან და სკოლის შინაგანაწესთან ერთად, წარმოადგენს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს. მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელთა კომიტეტი ირჩევა სასწავლო წლის დასაწყისში, მუშაობენ შემუშავებული და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებებით. სკოლის დისციპლინური კომიტეტი მუშაობს სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით. 14.დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზდელო მომსახურება ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა: რუსული ენა – მესამე უცხოური ენა (დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება), სკოლისათვის სავალდებულო საგნის სტატუსით, 2 აკ.საათი VII-VIII-IX კლასებში, გაწერილი გაკვეთილების ცხრილში. საგნობრივი კლუბები დაინტერესებული და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეებისათვის სკოლაში, არასაგაკვეთილო დროს ხელმისაწვდომია შემდეგი სახის უფასო მომსახურება: III კლასიდან: ‘’წიგნის მოყვარულთა კლუბი’’ – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის; V-VI კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან და უცხოელ პედაგოგებთან არაპროგრამულ მასალაზე; V კლასიდან: ,,მკითხველთა კლუბი’’ – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში; დაწყებით საფეხურზე : ,,ბუნების მოყვარულთა კლუბი’’; V კლასიდან: კლუბი „გალუას მიმდევრები“ – მათემატიკით დაინტერესებული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა. კლუბის ყოველწლიური ღონისძიებაა გალუას თასი – სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა, ტარდება ორ ტურად. ფსიქოლოგის საათი ფსიქოლოგი: ზაზა მინდიაშვილი სკოლის პერიოდში ადგილი აქვს ბავშვის მკვეთრ ფსიქო–ფიზიკურ ზრდას, რაც ხშირად სხვადასხვა სახის კრიზისით ვლინდება: სიძნელეები წავლაში, ურთიერთობებში რაც, თავის მხრივ, აბრკოლებს სასწავლო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას. სკოლის ფსიქოლოგი პედაგოგებთან ერთად, ეხმარება მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემების დაძლევაში, სწავლის მოტივაციის ამაღლებაში, სწორი ურთიერთობების ძიებაში, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.. აღნიშნულ საქმიანობას სკოლის ფსიქოლოგი ახორციელდებს ყველა კლასში სამუშაო გეგმის მიხედვით, ხოლო სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების არსებობის, მოსწავლის ხასიათისა თუ ქცევის სპეციფიურობიდან გამომდინარე ატარებს ინდივიდუალურ მუშაობას (საუბრებს) მოზარდებთან. ფსიქოლოგის საათის განრიგი მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან. მეტყველების თერაპია ხელმძღვანელი: ირმა ჯავახიაშვილი კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია შექმნილია ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თერაპიული პროცესი აყალიბებს ახალ უნარ-ჩვევებს, ასწორებს და აღადგენს დაქვეითებულ სამეტყველო უნარებს. თერაპიის საბოლოო მიზანია, გააუმჯობესოს ინდივიდის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხი. მეტყველების თერაპიის კურსი განსაკუთრებით ეფექტურია წინასასკოლო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი მეტყველების დარღვევის შესაძლო პრობლემები, რაც დროული ჩარევის საფუძველზე აღმოფხვრილი და შესწორებული იქნება სათანადოდ. პატარებთან მეცადინეობის პროცესში ვიყენებთ მათთვის აქტუალურ და ეფექტურ მეთოდებს, რაც ძირითადად არის საკომუნიკაციო სიტუაციების დროს თამაშის ჩართვა და ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვანი მეთოდის გამოყენება, რათა ბავშვმა გაიუმჯობესოს ენა (ლექსიკა, სემანტიკა, მორფო-სინტაქსი და პრაგმატიკა), მეტყველება (ტუჩების, ენისა და ყბის მოძრაობები სამეტყველო ბგერების წარმოსათქმელად, ხმა, სუნთქვა) და კვების პროცესი. მეტყველების თერაპიის კურსი განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის I-II კლასების მოსწავლეებისთვის. ეთმობა კვირაში ერთი აკადემიური საათი. მეტყველების თერაპიის განრიგი შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან და გაწერილია ცხრილში. სკოლის ექიმის საუბრები სკოლის ექიმი: თბილისი და ზუგდიდი. დამრიგებლის საათზე I-XII კლასებში ჰიგიენა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა; გარე სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა; მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარება) უარის თქმა; კვება – ზომიერი, ინდივიდუალური, ფიზიოლოგიური, თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა გამოსაყენებელი პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ; მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა. სკოლის ექიმის საუბრების განრიგი მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან. ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა უფასო მომსახურება გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები გაკვეთილების (საშინაო დავალებების) მომზადება სკოლაში I-VI კლ. მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს საშინაო დავალებების მომზადება დღის მეორე ნახევარში მასწავლებლის მეთვალყურეობისა და საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით. დაუსრულებელი სამუშაოს შემთხვევაში კი – ეძლევათ რეკომენდაციები სახლში შესასრულებელი საკითხების შესახებ. ამ პერიოდში მოსწავლეებთან მუშაობენ დამრიგებლები და აღმზრდელები, მოთხოვნის შემთხვევაში – საგნის მასწავლებლები. გერმანული და ინგლისური ენის გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში უცხოური ენები სკოლისათვის პრიორიტეტული საგნებია, ამიტომ, დაწყებით კლასებში საშინაო დავალებების მომზადებისას სწორი მიმართულების უზრუნველსაყოფად და სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით დღის მეორე ნახევარში ჩასმულია დამატებითი მეცადინეობები: გერმანულ ენაში – III-IV კლასებისათვის;ინგლისურ ენაში – III-IV კლასებისათვის. დამატებითი მეცადინეობების განრიგი(მეცადინეობის ხანგრძლივიბა 40 წუთი) მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან; ვისაუბროთ გერმანულად – გერმანული ენის თავისუფალი გაკვეთილები მასწავლებელი: მოხალისეობრივ საწყისებზე – მე-12 კლასის მოსწავლეები (დონე B2-C1) გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40წთ, V კლასი – ოთხშაბათი 15:00, პარასკევი 15:00, VI კლასი – ორშაბათი 15:00 ხუთშაბათი 15:00; გერმანული ენის წრე დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი მასწავლებელი: მაგდა ღუღუნიშვილი ფუნქციონირებს: სხვა სკოლებიდან გადმოსული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა გერმანული ენის ფლობის დონე შესაბამისი კლასის დონეზე დაბალია. მიზანი მოკლე დროში მოსწავლის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვის უზრუნველყოფაა. ენის შესწავლაში მოსწავლეებს კარგ დახმარებას უწევენ გერმანულენოვანი მასწავლებლები და მოხალისეები. ამ მიზნით სკოლაში თითქმის ყოველ სასწავლო წელს არის გერმანელი მასწავლებელი და მოხალისე; ქართული ენის წრე დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი მასწავლებელი: ინგა ხუციშვილი ფუნქციონირებს იმ მოსწავლეებისათვის, ვისთვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა (უცხო ქვეყნის მოქალაქეები) და რომელთა ქართული ენის ფლობის დონე არ არის საკმარისი სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისათვის. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოკლე დროში მოსწავლის სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირების უზრუნველყოფა; დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა კვება: საუზმე – 10:35 – 10:45 სადილი: 14:00 – 15:20. ფასიანი მომსახურება: რუსული ენის წრე დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი. მასწავლებელი: ჭუბაბრია ნუნუ ფუნქციონირებს: იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც სურვილი აქვს რუსული ენის შესწავლა დაიწყოს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ვადამდე (VII კლასამდე); ჭადრაკის წრე დღეები: სამშაბათი, პარასკევი. წრის ხელმძღვანელი: ზაზა მინდიაშვილი ჭადრაკი, როგორც გონების ვარჯიში, ლოგიკური და თანამიმდევრული აზროვნების განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა. ჭადრაკის სწავლება მოიცავს თამაშის წესების, მისი ცალკეული სტადიებისა და მათი გათამაშების პრინციპების ცოდნას, აგრეთვე ჭადრაკის თეორიის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზს. ჭადრაკი ავარჯიშებს მოსწავლის გონებას, ხელს უწყობს ცოდნის შედეგების გაუიმჯობესებას მათემატიკაში, აჩვევს ლოგიკურ და თანმიმდევრულ აზროვნებას, იძლევა შემოქმედებითი აქტივობების მდიდარ შესაძლებლობებს. მოსწავლეები ეჩვევიან პოზიციის შეფასებას, ვარიანტების გათვლას, ადგენენ თამაშის გეგმებს. ეჩვევიან დაშვებული შეცდომების ანალიზს, ნათამაშები პარტიების გარჩევას; დიზაინის სტუდია დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი. ხელმძღვანელი: თამარ რევაზიშვილი ითვალისწინებს: პრაქტიკულ–შემოქმედებით საქმიანობას, ხელის მოტორიკის განვითარებას, აპლიკაციების და კოლაჟების დამზადებას, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების წახალისებას. უმთავრესი ყურადღება ექცევა ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ფერის, ხაზის, ფორმისა და სივრცის აღქმა, დამზადება, ხელოვნების თანამედროვე მიმართულებების ათვისება და დახვეწა(ავანგარდი, აბსტრაქცია), ქაღალდის პლასტიკის შესწავლა და დეკორატიული კომპოზიციების შექმნა; ბალეტის წრე დღეები: ორშაბათი, პარასკევი. ქორეოგრაფი: მაგდა ჭიღვარია ბალეტი ყველა ცეკვის საწყისი წყაროა. მისი საშუალებით ისწავლება ტექნიკა, ბალანსი, კოორდინაცია, მოთმინება და სხეულის მართვა. ბალეტი შესანიშნავი აქტივობაა დამწყები მოცეკვავეებისთვის, რადგან ის მოსწავლეებს ამზადებს სხვა ნებისმიერი სტილის ცეკვის შესასწავლად; მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება დილით და საღამოს, დადგენილი განრიგისა და რეგულაციების დაცვით. |
სკოლის სასწავლო გეგმის შედგენაში მონაწილეობს სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი, ის გაზიარებულია პედსაბჭოზე განხილვისა და სკოლის ვებგვერდზე განთავსების გზით.