სასწავლო პროცესის რეგულირების წესი

 (ამონარიდი)

 სკოლის  აკადემიური კალენდარი, სამუშაო დრო

 სკოლაში სწავლა იწყება 15 სექტემბერს (ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე–71 მუხლის საფუძველზე),

  • სასწავლო წელი იყოფა 2 სემესტრად;
  • 2024–2025 სასწავლო წლის ხანგძლივობაა 170 სასწავლო დღე, I კლასისათვის 157, XII კლასისათვის 153 სასწავლო დღე;
  • სწავლება სკოლაში სამსაფეხურიანია . ამასთანავე, თბილისის სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე, ხოლო ზუგდიდის სკოლაში – საბაზო და საშუალო საფეხურზე;
  • სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის, კათედრის ხელმძღვანელებისა და დამრიგებელთათვის, სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლებისათვის  დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა და მათი  სამუშაო დღე იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე   და მთავრდება 16 სთ–სა და 30 წთ–ზე, 30 წუთიანი სასადილო შესვენების უფლებით,  ხოლო შაბათს, მეექვსე დღეს   კი – შემაჯამებელი დავალების განრიგის შესაბამისად;
  • სკოლაში მასწავლებლის სასწავლო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილით. მასწავლებლის სამუშაო დღე სრული პედაგოგიური დატვირთვის შემთხვევაში იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე  და მთავრდება 16 სთ–სა და 30 წთ–ზე, 30 წთ-იანი სასადილო შესვენების უფლებით;
  • პირველი საფეხურის აღმზრდელებისათვის სამუშაო დღე მთავრდება 17:45 სთ-ზე;
  • არასრული პედაგოგიური დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის სამუშაო დრო გაიანგარიშება ინდივიდუალურად, არსებული პროპორციის შესაბამისად და ჩაიწერება ხელშეკრულების დანართში;
  • ზენორმატიული სამუშაო საათები 40 კვირეული საათის ზევით აუნაზღაურდება 20%-იანი დანამატით;
  • სკოლაში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც ემატება შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა (სასკოლო მონიტორინგი), მე–6 დღე, კლასების მიხედვით დადგენილი განრიგის შესაბამისად  V-XI კლასებში;
  • XII კლასში ემატება შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა –  „საგამოცდო იმიტაცია აბიტურიენტათვის” საგნების მიხედვით დადგენილი განრიგის შესაბამისად.
  • სკოლა მუშაობს გახანგძლივებული დღის რეჟიმით I საფეხურზე;
  • I საფეხურის მოსწავლეებისთვის დღის განრიგი განისაზღვრება 9 საათიდან 17: 00–მდე, ან 17:45-მდე (შესწორება:03.09.2015);
  • გაკვეთილების ხანგძლივობა 45 წთ, პირველ კლასში – 35 წუთი, მეორე კლასში – 40 წთ (შესწორება:07.09.2018);
  • გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთიანია, დიდი შესვენების ხანგძლივობა მე–2 და მე-5 გაკვეთილის შემდეგ  –  10 წუთი, (შესწორება: 09.2017);
  • 5-10 წუთიან შესვენებაზე მოსწავლეები სართულს არ ტოვებენ;
  • სკოლის ბუფეტი მუშაობს 9:00 დან 17:00–მდე, მხოლოდ დიდი შესვენების დროს;
  • ადმინისტრაცია მუშაობს 9:00-დან 17:00–მდე;
  • ბიბლიოთეკა მუშაობს 9:00-დან 17:00–მდე;
  • მშობლებისა და სხვა მსურველების მიღება 14:30 საათიდან, კათედრებზე მშობელთა გასაუბრების დადგენილი განრიგის შესაბამისად.
  • მშობელთა კრებები და ინდივიდუალური შეხვედრები სწარმოებს ფეისბუკმესენჯერის დახურული ჯგუფების საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში მშობელთა სკოლაში მოსვლა საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას.

 

სასწავლო პროცესის განრიგი:

 

I    გაკვეთილი                    9:00  –  9:45

II   გაკვეთილი                     9:50 – 10:35

დიდი შესვენება                10:35 – 10:45

III  გაკვეთილი                   10:45 – 11:30

IV  გაკვეთილი                   11:35 – 12:20

V   გაკვეთილი                   12:25 – 13:10

დიდი შესვენება                13:10 – 13:20

VI   გაკვეთილი                  13:20 – 14:05

VII  გაკვეთილი                 14:10 – 14:55

VIII  გაკვეთილი                15:00 – 15:45

IX   გაკვეთილი                  15:50  – 16:35

 

დასვენების დღეები:

  • 14 ოქტომბერი – მცხეთობა (შრომის კოდექსი)
  • 23 ნოემბერი – გიორგობა (შრომის კოდექსი)
  • 19 იანვარი – ნათლისღება(შრომის კოდექსი)
  • 3 მარტი – დედის დღე(შრომის კოდექსი)
  • 9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე(შრომის კოდექსი)
  • აპრილი – მაისი – აღდგომა (შრომის კოდექსი)
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე(შრომის კოდექსი)
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე(შრომის კოდექსი)
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.(შრომის კოდექსი)

  

არდადეგები  და  სასწავლო  წლის კალენდარი

სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად.
I სემესტრი დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს და დასრულდება 2024 წლის 27 დეკემბერს.

II სემესტრი დაიწყება:
ა) II – XI კლასებისთვის – 2025 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2025 წლის 13 ივნისს;

ბ) I კლასებისთვის – 2025 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2025 წლის 27 მაისს;

გ) XII კლასებისთვის – 2025 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2025 წლის 20 მაისს;

ზამთრის არდადეგები იწყება 2024 წლის 28 დეკემბრიდან და გრძელდება 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

საგაზაფხულო არდადეგები იწყება 2025 წლის 8 მარტიდან და მთავრდება 2025 წლის 14 მარ.

სააღდგომო არდადეგები იწყება 2025 წლის 18 აპრილიდან და მთავრდება 2025 წლის 21 აპრილს.

2024-2025 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:

 

  • II – XIკლასებისთვის 36 კვირას;
  • Iკლასებისთვის 34 კვირას;
  • XIIკლასებისათვის 33 კვირას.

 

  • I სემესტრი – 74 სასწავლო დღე
  • II სემესტრი96 სასწავლ დღე

სულ170 სასწავლო დღე,  2024-2025 სასწავლო წელი.

 

 

სასწავლო პროცესში ჩართული  სკოლის სტრუქტურული ერთეულები

სკოლის  პედაგოგიური საბჭო

  • სკოლის საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში ხმების უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს 1 (ერთი) წლის ვადით;
  • სკოლის საბჭოში შედის სკოლის ყველა მასწავლებელი;
  • სკოლის საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
  • საბჭოს თავმჯდომარე იწვევს მასწავლებლებს შეკრებაზე სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ. საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს შეკრების თარიღსა და დროს, ასევე უზრუნველყოფს შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სასკოლო საზოგადოებაში.
  • საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
  • საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ დამსწრე წევრების საერთო ხმების მესამედისა;
  • საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
  • საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში:
  • განიხილავს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
  • ამტკიცებს კათედრების  სამუშაო გეგმებს;
  • საგნების შესაბამისად ამტკიცებს სახელმძღვანელოების ნუსხასა და სასწავლო რესურსებს;
  • იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად;
  • იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის ყველა მნიშვნელოვან   საკითხთან დაკავშირებით.

დამრიგებელთა საბჭო

დამრიგებელთა საბჭო აერთიანებს სკოლის ყველა კლასის დამრიგებელს, რომლებიც მუშაობენ სკოლის სადამრიგებლო პროგრამითა და სადამრიგებლო  გეგმებით, რომელიც მტკიცდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის დირექტორის მიერ.

საქმიანობის პრინციპებია:

  • აღზრდის მთლიანობა – მიმაჩნია, რომ პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
  • მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა -აუცილებელია მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
  • თანამშრომლობის პრინციპი- დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
  • ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი-დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო  საქმიანობის   მიზანი

  • მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება. ეროვნული  და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ყველა იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აქტუალურია XXI საუკუნეში.
  • სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მონიტორინგი,მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.

 

მოსწავლეთა თვითმმართველობა

მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და გარკვეული უფლებებით არის აღჭურვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მას შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სკოლის დირექციას/დირექტორს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სასკოლო კლუბებს.

საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯიელსის მოსწავლეთა თვითმართველობა საქმიანობას   ახორციელებს   სათანადო წესით შემუშავებული და სკოლის  დირექტორის ბრძანებით  დამტკიცებული  დებულების  საფუძველზე

სკოლის თვითმართველობის მიზანია:

  • თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება;
  • აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  • მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა;
  • მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

 

მშობელთა კომიტეტი  

მშობელთა კომიტეტში შედიან სკოლის  მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები.

მშობელთა ჩართულობა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში მნიშვნელოვანია. მშობელთა კომიტეტის საშუალებით ისინი ჩართულნი არიან სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში.

ამისათვის მშობელთა კომიტეტი:

  • უზრუნველყოფს სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • უფლებამოსილია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვას ან მონაწილეობას მის განხორციელებაში;
  • მშობელთა კომიტეტი მუშაობს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული  დებულებით.

 

სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების მექანიზმი

 სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავებულია სასკოლო იერარქიის სრული დაცვით და სასკოლო საზოგადოების მთლიანად ჩართულობით შემდეგ დონეებზე: მასწავლებელი, საგნობრივი კათედრა,  სკოლის პედაგოგიური საბჭო.

სასწავლო გეგმის შემუშავების სტადიაზე გამოყენებულია წინა სასწავლო წლის აკადემიური შედეგების ანალიზი, კათედრების ანალიტიკური მასალები, სწავლების ხარისხის სამსახურის დასკვნები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიმდინარე პერიოდის ცვლილებები და განსაზღვრულია ამ ცვლილებებიდან გამომდინარე საჭირო (ახალი ან/და დამატებითი)   სასწავლო რესურსი, სკოლის ყველა   მასწავლებლის,  თანამშრომელთა  და სასკოლო საზოგადოების მოსაზრებები და დასკვნები.

სასკოლო სასწავლო გეგმა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში  განთავსდება სკოლის ვებგვერდზე სასკოლო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით.

 

სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესში  სკოლის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა ჩართულობისათვის:

 საგნის მასწავლებელი:

  • საგნობრივი პროგრამების (კურიკულუმი) შედგენისათვის – იყენებს საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, კოლეგებისა და საკუთარ გამოცდილებას, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს, მშობლებთან შეხვედრების მასალებს, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სკოლისა და კათედრის  ხელმძღვანელობის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;
  • სასწავლო რესურსისათვის – აწარმოებს ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შერჩევას;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – ირჩევს დამხმარე სასწავლო მასალებს და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებს;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – თემატურ-კალენდარული გეგმების შესაბამისად ახდენს შეფასების კრიტერიუმების და რუბრიკების მომზადებას, მონაწილეობს გამოცდების (სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის) დაგეგმვაში;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – წარადგენს თავის მოსაზრებებს კათედრის სხვა მასწავლებელთა წინაშე;
  • ინკლუზიური განათლების დაგეგმვისათვის არსებობის შემთხვევაში სწავლობს სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, მონაწილეობს პროექტის შემუშავებაში, ისგ ჯგუფის შემადგენლობაში;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ანალიზს და ამზადებს მომავალი პერიოდის შეხვედრების თემატიკას დადგენილ დღეებში საჭირო ინფორმაციის  დროული მიწოდებისთვის, თანამშრომლომს სკოლის საინფორმაციო სამსახურთან და მონაწილეობს სკოლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადებაში, მომავალი პერიოდის სიახლეების თაობაზე მშობელთა, მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისათვის;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – მონაწილეობს სასკოლო  ღონისძიებების, ექსკურსიების, კვირეულების, კონკურსების და სხვათა დაგეგმვაში, ეცნობა ამ მიზნით სკოლისა და სხვა მასწავლებელთა გამოცდილებას, იზიარებს მოწინავე იდეებს.

 

საგნობრივი კათედრა:

  • საგნობრივი პროგრამების (კურიკულუმი) შედგენისათვის  – განიხილავს და ამტკიცებს კათედრებიდან წარმოდგენილ საგნობრივ პროგრამებს (კურიკულუმი), სწავლობს მასალებს, აძლევს რეკომენდაციებს, რისთვისაც იყენებს საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ  რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სასწავლო რესურსისათვის – განიხილავს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილ ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების ჩამონათვალს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – განიხილავს მასწავლებელთა მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებთან დაკავშირებით, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – სწავლობს და განიხილავს მასწავლებელთა დამუშავებულ შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს, აკადემიური შედეგების ანალიზის  საფუძველზე პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწავლების ხარისხის სამსახურთან ერთად გეგმავს გადაჭრის გზებს, მონაწილეობს კათედრის საკურატორო საგნებში გამოცდების (სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის) ჩატარების დაგეგმვაში,  ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორის ბრძანებებით სასწავლო წლის კალენდართან დაკავშირებით, ამზადებს შესაბამის მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის კათედრა გამოყოფს მასწავლებელს/მასწავლებლებს ისგ ჯგუფისათვის, განიხილავს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილ პროგრამებს, აძლევს საბოლოო სახეს და ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების დაგეგმვას, იყენებს ამისათვის გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – გეგმავს სასკოლო  ღონისძიებებს, ექსკურსიებს, კვირეულებს, კონკურსებს, ეცნობა ამ მიზნით სკოლისა და სხვა მასწავლებელთა გამოცდილებას, იზიარებს მოწინავე იდეებს, ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის.

 

პედაგოგიური საბჭო:

  • საგნის თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენისათვის – ხელმძღვანელობს კონკრეტული საგნის სწავლებაში სტანდარტულ და ახალ  რეკომენდაციებს, წინა აკადემიური წლის შედეგების ანალიზს, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის და სხვათა  გამოცდილებას, პროფესიონალთა კვლევებსა და დასკვნებს;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის – ამტკიცებს საათობრივ ბადეს, შემაჯამებელი დავალებების განრიგს, გაკვეთილების ცხრილს და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს;
  • სასწავლო მასალის რესურსისათვის – განიხილავს და ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდგენილ ძირითადი და დამატებითი სახელმძღვანელოების, ასევე  დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების ჩამონათვალს;
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებისათვის – განიხილავს და ამტკიცებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებს;
  • სკოლის შეფასების სისტემისათვის – განიხილავს და ამტკიცებს სკოლის შეფასების სისტემას. იძლევა რეკომენდაციებს ამ სისტემის წარმატებით განხორციელებისათვის;
  • სასკოლო კალენდარის შედგენისას – ხელმძღვანელობს მინისტრის ბრძანებებით სასწავლო წლის კალენდართან დაკავშირებით, ამტკიცებს სკოლის სასწავლო წლის კალენდარს;
  • ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის ამტკიცებს კათედრების მიერ შემუშავებულ ინკლუზიური განათლების პროგრამას და მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, იძლევა რეკომენდაციებს სრულყოფილად განხორციელებისათვის;
  • მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებისთვის – ამტკიცებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების კალენდარს, იყენებს ამისათვის გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს;
  • სადამრიგებლო პროგრამის შემუშავებისათვის – გეგმავს და გაწერს სასკოლო სასწავლო გეგმაში სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიებს, კვირეულებს, კონკურსებს.

 

სწავლების ფორმები სკოლაში:

სკოლაში გამოიყენება სწავლების შემდეგი  ფორმები: გაკვეთილი, ლექცია, სემინარი, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაო, საქმიანი თამაშები, გამოცდილების გაზიარება, გასვლითი გაკვეთილი, პროექტი გაკვეთილი და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა ფორმები.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებისას შინ სწავლების დროს სკოლა იყენებს სწავლების დისტანციური ფორმის შესაძლებლობას იმ პლატფორმებზე, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია 2020 წლის 10 მარტიდან და რომელსაც ემატება Schoolbook-ის შესაძლებლობები 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 

მოსწავლეთა შეფასება:

  • სკოლაში მოსწავლეთა შეფასება წარმოებს „მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების დებულების“ სრული დაცვით;
  • მოსწავლეთა შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით;
  • პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ნიშნით არ ფასდებიან, კლასის დამრიგებელი  სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს წერს მოსწავლის  დახასიათებას – ვრცელ განმავითარებელ შეფასებას საგნების მიხედვით კლასის სტანდარტის შესაბამისად, სადაც აღწერს წარმატებებს და აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის მიზნით;
  • შეფასებისათვის გამოიყენება: ყოველდღიური გამოკითხვა, ჩათვლა, საკონტროლო სამუშაო, შაბათის შემაჯამებელი მეცადინეობა – მოდული, გამოცდა, პრეზენტაცია, გამოფენა, კონცერტი, კონფერენცია, საკონკურსო სამუშაო, საკონკურსო თამაში.
  • V კლასიდან ზემოთ  შეფასება წარმოებს სემესტრების მიხედვით;
  • VII-XI კლასის მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს აბარებენ კლასიდან კლასში გადასაყვან გამოცდებს სასწავლო წლის დასაწყისში დადგენილი სქემით;
  • თუ მოსწავლე /მშობელი/ არ ეთანხმება სემესტრულ შეფასებას, მას ეძლევა საშუალება ჩააბაროს სემესტრული გამოცდა სკოლის მიერ შექმნილი კომისიის წინაშე;
  • თუ მოსწავლე /მშობელი/ არ ეთანხმება წლიურ ან საშემოდგომო გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, მას ეძლევა საშუალება ჩააბაროს განმეორებითი გამოცდა სკოლის მიერ შექმნილი კომისიის წინაშე;
  • შემაჯამებელი დავალების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მშობლის განცხადების საფუძველზე მოსწავლეს უფლება აქვს გადააბაროს ის დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საფეხურზე ვერ აითვისებენ პროგრამას მიეცემათ წინადადება სკოლიდან გადასვლის შესახებ;
  • მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ დაამთავრეს სკოლის მე–3 საფეხური და ვერ ჩააბარეს გამოცდები ცალკეულ საგნებში უფლება ეძლევათ გადააბარონ ისინი არსებული წესის მიხედვით.

 

სწავლების ხარისხი

სკოლაში  სწავლების მაღალი ხარისხის  უზრუნველყოფისათვის მოქმედებს:

  • სწავლების ხარისხის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიური დირექტორი;
  • ვერიფიკაციის სამსახური;
  • ხარისხის განვითარებისა და მხარდამჭერი ჯგუფი ;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების დებულება, აკადემიური შედეგების ანალიზი;
  • კათედრების მიერ საგნის სწავლების ანალიზი შედეგებითა და ინტერვიურებით;
  • მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ანალიზი;
  • „აირჩიე მასწავლებელი“ – მაისის თვეში მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით შემდეგი სასწავლო წლისათვის;
  • სისტემატიური დაკვირვება სასწავლო პროცესზე.

სწავლების ხარისხის სამსახური მუშაობს სკოლის აკადემიური დირექტორისა და სასწავლო ნაწილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სწავლების ხარისხის პოლიტიკას, სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმისა და სკოლაში სწავლა–სწავლების შეფასების სისტემის ნორმატიულ საფუძველს, ადგენს შეფასების განხორციელების პროცედურებს, შეფასების შესაძლო შედეგებს და მათი გაუმჯობესების გზებს.

სწავლების ხარისხის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია

  • სკოლაში სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სასწავლო დისციპლინების სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნის ხელშეწყობა;
  • სასკოლო კულტურის განვითარებაზე ზრუნვა, პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დინამიკის ხელშეწყობა;
  • მოსწავლის აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური პროგრესის ხელშეწყობა;
  • სკოლაში არსებული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
  • სკოლის ვერიფიკატორის სამსახურის მაქსიმალურად ჩართვა სწავლების ხარისხის მუდმივ და მდგრად ამაღლებაში.

 

სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი

მიზნები და ამოცანები

მიზანია სკოლაში სწავლა–სწავლებისა  და სასკოლო სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროცესის განხორციელება, რისთვისაც  დასახულია შემდეგი ამოცანები:

  • სასკოლო სასწავლო გეგმის მონიტორინგისათვის მიმართულებებისა და მექანიზმის განსაზღვრა;
  • განსახორციელებელი მონიტორინგის პროცესის ვადებისა და პერიოდის განსაზღვრა.

 

მონიტორინგის  საგანი, ობიექტი, სუბიექტი  და მეთოდები

ონიტორინგის საგანს წარმოადგენს:

  • მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები;
  • სკოლის შედეგები საგანმანათლებლო საქმიანობაში – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა შედეგები, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მაჩვენებლები, კურსდამთავრებულთა მიღწევები;
  • სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი პირობები, გარემო და რესურსი;
  • მოსწავლეთა საერთო  (ფსიქო–ემოციური, ჯანმრთელობის) მდგომარეობა.

 

მონიტორინგის ობიექტი:

მოსწავლეები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები,  მასწავლებლები, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მონიტორინგის სუბიექტი:

  • სკოლის დირექცია;
  • პედაგოგიური საბჭო;
  • სწავლების ხარისხის სამსახური ;
  • ვერიფიკაციის სამსახური;
  • სკოლის ექიმი, ფსიქოლოგი.

ონიტორინგის  მეთოდები:

  • შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;
  • სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგების ანალიზი (მედალოსნები);
  • მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) გამოკითხვა;
  • სასკოლო და ეროვნული ოლომპიადების შედეგების ანალიზი;
  • სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება.

 მონიტორინგის დრო და ვადები:

  • V-XII კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებებისა და აღდგენების მონიტორინგი
    • კათედრის ხელმძღვანელის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • XII კლასის მოსწავლეთათვის სკოლის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ჩატარებული მისაღები გამოცდების საიმიტაციო ტესტირების შედეგების მონიტორინგი
    • კათედრის ხელმძღვანელის ანალიზი (საგნების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნების მიხედვით) – სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • II – IV კლასის მოსწავლეთა ტესტირება მათემატიკაში, უცხო ენასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ყოველ მე–4 შაბათს)
    • დაწყებითი საფეხურის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემსტრისა და წლის ბოლოს;
    • სწავლების ხარისხის მენეჯერის ანალიზი (საგნებისა და კლასების მიხედვით)– სემესტრისა და წლის ბოლოს.
  • სასკოლო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული შედეგების საფუძველზე მოსწავლეთა მიერ შეძენილი საგნობრივი კომპეტენციების მონიტორინგი – ინფორმაციის მოგროვება სასწავლო წლის მანძილზე.
  • ფსიქოლოგიური და სამედიცინო(ჯანმრთელობის) მონიტორინგი სკოლის ფსიქოლოგისა და სამედიცინო მუშაკის სამუშაო გეგმის შესაბამისად – სკოლის ფსიქოლოგისა და ექიმის ანგარიშები.
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო რესურსის შესაბამისობის მონიტორინგი – წელიწადში ერთხელ (ივნისი).
  • მოსწავლეთა და მშობელთა კმაყოფილების ხარისხის მონიტორინგი
  • მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა, მონაწილეობა საგნის მასწავლებლის არჩევაში –კითხვარი სკოლის საიტზე (სასწავლო წლის ბოლოს);
  • კათედრებზე მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ანალიზი, მშობელთა კრებებზე განხილული საკითხების ანალიზი, მშობელთა კლუბის საქმიანობის ანალიზი, დირექტორის გეგმიური შეხვედრები მშობლებთან სასწავლო წლის დასაწყისსა და დასასრულს (მაისის ბოლოს) და შეხვედრები მშობელთა კლუბის წარმომადგენლებთან.

 

მასწავლებლისა და მოსწავლის უფლება-მოვალეობები

მასწავლებელი

მასწავლებელი სასწავლო პროცესს წარმართავს სასწავლო საგნის კურიკულუმის შესაბამისად.

მასწავლებელი ვალდებულია:

  • მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
  • კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება.
  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
  • დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნებით დადგენილი მოთხოვნები.

მასწავლებელი უფლებამოსილია:

  • მოსთხოვოს დამსაქმებელს მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
  • მიიღოს შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
  • აიმაღლოს პროფესიული უნარ-ჩვევები;
  • განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლება სასკოლო სასწავლო გეგმის, საგნობრივი სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) შესაბამისად;
  • ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მოსწავლ

(სრულად გაწერილია: მოსწავლის უფლებების დაცვა სკოლაში)

სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება;
  • თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
  • თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;
  • მოითხოვოს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
  • მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;
  • განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

მოსწავლე ვალდებულია:

  • ისწავლოს სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგანი;
  • რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;
  • დაიცვას სკოლის მართვის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
  • იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  • სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
  • პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს;
  • სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შექმნაში (გაწერილია სკოლის სასწავლო გეგმის დანართი N 5-ში).

 

მშობლებთან ურთიერთობა და მშობელთა პედაგოგიზაცია

მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა

მშობელთა ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გამოყენებულია:

  • სკოლის ვებგვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ფეისბუკის გვერდი;
  • დამრიგებელთა ორგანიზებული შეხვედრები და შეხვედრები საჭიროების მიხედვით (საჭიროებს დირექციასთან შეთანხმებას);
  • მშობელთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებული სხდომები;
  • ორშაბათის თათბირი დირექტორთან ყველა დამრიგებლისა და კათედრის ხელმძღვანელის, სკოლის ფსიქოლოგის, ექიმის, ინფომენეჯერის მონაწილეობით – 11:00 სთ – პირველი საფეხური, 14:20 სთ – მეორე და მესამე საფეხური;
  • დირექტორის შეხვედრები მშობლებთან მაისში წლის შედეგების შეჯამებისა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით;
  • მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრები კათედრებზე მათი ინფორმირებისა და მოსწავლეთა პრობლემების გადაჭრის მიზნით დღეების მიხედვით.
  • სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მეშვეობით ელექტრონული ჟურნალის საშუალებით;
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის (თუ ის არ არღვევს სხვათა უფლებებს, არ განიხილება დისციპლინურ გადაცდომად) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი, მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი ხვდება მშობელს;
  • საგნის მასწავლებელი უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის;
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისათვის მუშაობს მშობელთა კომიტეტი საქმიანობის დებულების შესაბამისად.

 

მოსწავლის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების/საჩივრის განხილვ

  • სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლა რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
  • მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.