მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!

გვინდა გაცნობოთ, რომ 2018 წლის 23-24 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ განათლების  მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. 

ყველა მსურველს – აბიტურიენტს, სტუდენტს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ  პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს  ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებისა და შემოთავაზებების შესახებ.

  • გამოფენაში მონაწილეობას იღებს100-მდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი 12 ქვეყნიდან: კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.
  • გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებასაბაკალავრო, პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
  • დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენუმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი პირველი წყაროდან, დაფინანსების შესაძლებლობების, გაცვლითი პროგრამების შესახებ. ამასთან, გამოფენაზე მოსული ყველა დაინტერესებული პირი გაიგებს თუ რა ალტერნატივებია და რას სთავაზობს მას სხვადასხვა ონლაინ თუ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, საზაფხულო სკოლა, საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი და ენის შემსწავლელი კურსი; ასევე გაიგებს თუ რა სხვადასხვა მომსახურება შეიძლება მიიღოს სტუდენტმა, სად დასაქმდეს.

გამოფენაზე შეგიძლიათ ნახოთ GLC-ის ენების სკოლაც, რომელიც ფუნქციონირებს ჰაიდელბერგის ენების აკადემიის კურატორობით.

 

წლევანდელ ღონიძიებას აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

 

მისამართი: გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ 

ა. წერეთლის 118, მე-11 პავილიონი

სამუშაო საათები 11:00-19:00

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: http://educationfair.ge/

                                           https://www.facebook.com/InternationalEducationFairGeorgia/