უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინსტრუქცია (ამონარიდი)

პრეამბულა:

სასკოლო საზოგადოების მიერ შესწავლილია, გაზიარებულია  და მიღებულია სახელმძღვანელოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის  წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“. სკოლის თავისებურებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებები შემუშავებულია და სრულად ასახულია ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციაში.

თავი II. პრევენციული ღონისძიებები

მუხლი 5. ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

  1. სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ნომერი – 112;

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზი – 2 200 220;

გ) სკოლის უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი;

დ) სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი – 08 00 00 00 88;

ე) სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ნომერი – 2 200 220 (3335);

ვ) საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი – 598 08 30 06, 1481;

ზ) სკოლის ფსიქოლოგის სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი.

  1. სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სკოლა მოსწავლეებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო შეხვედრებით აწვდის ინფორმაციას ზემოთ მოყვანილი ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.

შენიშვნა: მე-5 მუხლის პირველი პუნქტი შეასწორებულია სამინისტროს 2024 წლის 18 დეკემბრის N1 წერილის 1-ლი პუნქტის შესაბამისად – დამატებულია მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის ნომერი, მონიტორინგის სამმართველოს ნომერი და ფსიქოლოგის ნომერი.

მუხლი 6. მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობა

  1. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გაცნობას ყველა მოსწავლისათვის.
  2. მოსწავლეთა უფლებები და წესები ეყრდნობა:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

ბ) მოსწავლის ქცევის კოდექსს;

გ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

დ) სკოლის შინაგანაწესსა და ამ ინსტრუქციას.

  1. გაცნობა ხორციელდება სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლის საათის ფარგლებში.

მუხლი 7. ვიდეომონიტორინგი და საზოგადოებრივი წესრიგის შეფასება

  1. სკოლა, ქ. თბილისისა და ზუგდიდის შენობებში, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით №06/ნ ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად.
  2. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ფუნქციონირებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
  3. სკოლის დირექციის თითოეული წევრი ვალდებულია სამეთვალყურეო კამერებთან წვდომა ჰქონდეს პირადი კომპიუტერიდან.

შენიშვნა: ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ამოქმედება-ადმინისტრირების წესი შეათანხმეს №06/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მოთხოვნებთან (სამინისტროს წერილის მე-6 პუნქტი).

მუხლი 8. უსაფრთხოების ზომები სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისა

  • სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სასკოლო დროს მოსწავლეების უსაფრთხოება უზრუნველყოს (იცოდეს ევაკუაციის გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის ადგილმდებარეობა).
  • ტრავმის შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია მოსწავლე სამედიცინო პუნქტში მიიყვანოს და კლასის დამრიგებელს შეატყობინოს.
  • სკოლის ტერიტორიის გარეთ ღონისძიება (ექსკურსია, გასვლითი გაკვეთილი) იგეგმება მხოლოდ სკოლის დირექტორის ნებართვით. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ღონისძიებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.

მუხლი 9. ძალადობის რისკების შეფასება

  1. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ განახორციელოს ძალადობის რისკების შეფასება მოსწავლეებში და მასწავლებლებში.
  2. შეფასებისას დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანონიმურობა.
  3. შეფასების შედეგები საფუძვლად ედება ძალადობის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას.

მუხლი 10. ფსიქოსოციალური მომსახურება

სასკოლო საზოგადოებას ფსიქოსოციალური მომსახურების მიღება შეუძლიათ სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გზით. სკოლა ასევე უფლებამოსილია ფსიქოსოციალური მომსახურების მიღება უზრუნველყოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) მეშვეობით.

შენიშვნა: ცვლილება განხორციელდა სამინისტროს წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად – ფსიქოსოციალური მომსახურება დამოუკიდებლად ხორციელდება სკოლის მიერ, ხოლო მანდატურის სამსახურის ცენტრი გადამისამართებისთვის გამოიყენება.

მუხლი 11. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებები

  1. სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ ატარებს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია:

ა) ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;

ბ) დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

გ) ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

  1. ამ მიზნისთვის სკოლა იყენებს:

ა) დისკუსიებს/დებატებს;

ბ) საკლასო/სასკოლო ესეებისა და ნახატების კონკურსებს;

გ) სპორტულ შეჯიბრებებს;

დ) საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენებს;

ე) ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებას;

ვ) სხვადასხვა ხასიათის კვირეულებს;

ზ) მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან შეხვედრებს;

ი) პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან/მაგისტრანტებთან შეხვედრებს.

  1. სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ ჩატარდება კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებები:

ა) მშობლის როლი ბავშვის განათლებასა და აღზრდაში;

ბ) შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;

გ) ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

დ) ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ე) ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ზ) სხვა საკითხები, რომლებიც ამაღლებს კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

  1. ამ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის სკოლა:

ა) იწვევს მართლწესრიგის ოფიცერს ან/და უბნის ინსპექტორს;

ბ) მოიძიებს ღონისძიების ორგანიზატორ საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

  1. სკოლაში 18 წლამდე ასაკის დაუდგენელ/დაუდასტურებელ კავშირ/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) შემთხვევისას, სკოლა ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედებები. ამ ქვეპუნქტის ყოველი კონკრეტული შემთხვევა კანონის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

შენიშვნა: მე-5 ქვეპუნქტი დამატებულია სამინისტროს 2024 წლის 18 დეკემბრის N1 წერილის მე-4 პუნქტის შესაბამისად – ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე ასაკის არარეგისტრირებული ქორწინება/ქორწინების რისკის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია რეაგირება განახორციელოს.

 

მუხლი 12. მზრუნველთა საბჭო

  1. სკოლის დირექტორის ბრძანებით იქმნება სკოლის მზრუნველთა საბჭო.
  2. მზრუნველთა საბჭო:

ა) განიხილავს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) იღებს რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს;

გ) ისმენს დირექტორის ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) შეიმუშავებს ინიციატივებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

  1. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობა:

ა) სკოლის დირექტორი ან/და მისი მოადგილე/მოადგილეები;

ბ) უფლებამოსილი პირი (ამავდროულად – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე);

გ) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ამავდროულად – საბჭოს მდივანი);

დ) დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე;

ე) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე;

ვ) მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე.

თავი III. დარღვევებზე რეაგირება

მუხლი 13. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

  1. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა);

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში;

გ) სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;

დ) თვითდაზიანება;

ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან შეტყობინება;

ვ) მოსწავლის მიერ კანონმდებლობით აკრძალული ნივთის ქონა;

ზ) თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება ან მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სკოლის ტერიტორიაზე;

თ) მოსწავლის გაკვეთილებზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა/დაგვიანება, თუ კანონიერი წარმომადგენელი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის;

ი) მოსწავლის მიერ ან მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;

კ) ბულინგი ან კიბერბულინგი;

ლ) მოსწავლის მიერ ან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია;

მ) მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;

ნ) ფულის/ნივთის უნებართვოდ აღება ან იძულებით გამოძალვა;

ო) სკოლის ქონების ხელყოფა;

პ) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სასკოლო პროცესს ან მასში მონაწილე პირებს.

  1. ძალადობის ყოველ ფაქტზე სკოლა ვალდებულია შეავსოს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილების შესაბამისად.

შენიშვნა: ნაადრევი ქორწინება/ქორწინების რისკის კონკრეტული მარეგულირებელი ნორმა გამოყოფილია ცალ-ცალკე (სამინისტროს წერილის მე-4 პუნქტი). სრული პროცედურა დეტალურად ჩამოყალიბდება შინაგანაწესში.

მუხლი 14. რეაგირების მექანიზმი

დარღვევის გამოვლენისას:

დირექტორი: გამოიყენებს ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს და დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სახდელს.

დირექცია (მოადგილეები): IT-სპეციალისტთან ერთად იღებს ვიდეოჩანაწერს, იწყებს ფაქტის შესწავლას და ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.

ადმინისტრაცია: საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას ან მოსწავლის განცალკევებას.

კლასის დამრიგებელი: გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირველი გაკვეთილის შემდეგ შესვენებაზე ატყობინებს კანონიერ წარმომადგენელს.

სამინისტროს №06/ნ ბრძანების მე-5 მუხლი (დარღვევებზე რეაგირების სრული პროცედურა) სრულად მოქმედებს და ამ ინსტრუქციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მუხლი 15. საგანგებო სიტუაციები

  • სკოლა სრულად იზიარებს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.
  • სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ სკოლის დირექტორი მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს.
  • ამ ინსტრუქციის განუყოფელი ნაწილია სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (დანართი N4).

თავი IV. უფლებამოსილი პირი

მუხლი 16. უფლებამოსილი პირი

  1. სკოლაში უფლებამოსილ პირად ინიშნება ნასამართლობის არმქონე, ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, იცის სახელმწიფო ენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა.

შენიშვნა: სამინისტროს 2024 წლის 18 დეკემბრის N1 წერილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინსტრუქციის მე-16 მუხლში გამოყენებული ტერმინი „მანდატური“ შეიცვლება „უფლებამოსილი პირით“ ყველა მუხლში.

  1. უფლებამოსილი პირი ახორციელებს:

ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით;

ბ) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას.

  1. საგაკვეთილო პროცესისას გარე პერიმეტრის დათვალიერება ხდება ვიდეოსისტემის მეშვეობით. არადისტანციური დათვალიერება ხორციელდება სისტემატურად.
  2. დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს სკოლის დირექციას.
  3. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს დანართი №1-ის ფორმით.
  4. მოსწავლის განცალკევების შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს დანართი №2-ის ფორმით.
  5. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას სკოლაში მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალურობა.

საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

ამ  მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ნაწილში  სკოლის მიერ  მთლიანადაა გაზიარებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მერ დამტკიცებული   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოქმედი წესი და პირობები.

წინამდებარე ინსტრუქციის  განუყოფელი ნაწილია სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა.