ჯი-ელ-სის   საზაფხულო სკოლა 

ზაფხულის არდადეგებზე მოსწავლეებსა და მშობლებს   ვთავაზობთ  საზაფხულო   სკოლას   5 ივნისიდან    28 ივლისის   ჩათვლით. 

 

საგნები  და სახელოვნებო  მიმართულებები:

ქართული ენა და ლიტერატურა

 

საზაფხულო სკოლის პროგრამაშია: მხატვრული ლიტერატურის კითხვა, თავისუფალი წერა: ესეები, თხზულებები, ვარჯიში მართლწერაში.

 

ინგლისური ენა

მოსწავლეები იმუშავებენ  ლექსიკაზე  ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.

 

გერმანული ენა

მოსწავლეები იმუშავებენ  ლექსიკაზე ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.

 

მეცნიერება

მოსწავლეები გაეცნობიან სამეცნიერო ფაქტებს, მოეწყობა სამეცნიერო ფილმების ჩვენება, ექსპერიმენტირება, მოდელების შექმნა, პრაქტიკული სამუშაო.

 

დიზაინი

ვიტრაჟი – მინაზე შესრულებული ფერწერა;

ტყავის მხატვრული დამუშავება; 

კოლაჟი;

ქაღალდის პლასტიკა.

მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

 

ხელმძღვანელი –  თათული რევაზიშვილი. მხატვარ-დიზაინერი, -GLC-ის სკოლის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დიზაინის კავშირის წევრი.

 

მეტყველების კულტურა   და მსახიობის  ოსტატობა

მხატვრული კითხვა – მოსწავლეები, რომლებიც შეისწავლიან მეტყველების საგანს,

გარკვეული სისტემატურობით ექნებათ ვიდეო გადაღებები: შესწავლილ   ლექსებსა  და  იგავ-არაკებს  ჩაწერენ  და   ვიდეო რგოლები  განთავსდება  სკოლის ფეისბუქ  გვერდზე;

როლური  თამაშებიმოსწავლეები  მონაწილეობას  მიიღებენ  სკეტჩებში,  დაიდგმება  სპექტაკლი.  მოხდება  განხორციელებული  ღონისძიებების   ვიდეო-გადაღება. გადაღებული მასალები  განთავსდება   სკოლის ფეისბუქ  გვერდზე.

მხატვრული  კითხვის  და  მსახიობის  ოსტატობის  პედაგოგი – ირმა  ჯავახიშვილი

 

სახვითი ხელოვნება

ხატვა  – გრაფიკა,  ფერწერა:  ხატვა   ნატურიდან,  პეიზაჟი   და   პორტრეტი,  კომპოზიცია; 

ძველი   და   თანამედროვე   ცივილიზაციების   ხელოვნების   გაცნობა  – (ძვ. ეგვიპტე,  საბერძნეთი.  რომი….)   ხატვის,   ძერწვის,  აპლიკაციის   საშუალებით;

ქარგვა –  ქარგვის სხვადასხვა სახეობები,  აპლიკაცია,  პაპიე მაშე,  პაპერ არტი,  სხვადასხვა     ნივთების   და   ნაკეთობების   შექმნა   და   მათი   დიზაინი.

პედაგოგი:   ნინო  ფცქიალაძე 

მხატვართა   კავშირის   წევრი,  მხატვარ-აპლიკატორი,  დიზაინერი, ილუსტრატორი.

 

ვოკალი

სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესწავლა (ქართულ და იმ უცხოურ ენებზე, რომელსაც სწავლობენ სკოლაში).

 

გაკვეთილები წარიმართება საპორტეპიანო აკომპანიმენტის თანხლებით.

ბავშვები სიმღერებს შეასრულებენ ცოცხლად.

პედაგოგი  –  ეკა  შაროვი

 

ტანვარჯიში,  აერობიკა  და  მოძრავი  თამაშები

ტანვარჯიშული   თამაშები:    ბეჭყირა,  კოტრიალები,  ზონარა,  ტენილი   ბურთებისა და      ლეიბების  გამოყენებით;

აერობიკა  მუსიკის  თანხლებით;

მოძრავი  თამაშები:  თამაშები  წონასწორობაზე,  ყურადღებასა  და  მოქნილობაზე.

პედაგოგი   –   ნათია    კაპანაძე

 

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა საგნის ჩართვაც.

 

საზაფხულო  სკოლა  მუშაობს:9:00 – 17:00

სადილი: 13:30

თითოეულ საგანზე და სახელოსნოში მუშაობა:1 საათი  30 წუთი

მოსწავლემ უნდა აირჩიოს: შეთავაზებულიდან 2 საგანი და 2 სახელოვნებო მიმართულება.

მინიმალური დრო: 2 კვირა

 

საზაფხულო სკოლაში ჩაწერა : 5 ივნისამდე.

მშობელმა განაცხადი  უნდა  ამობეჭდოს, შეავსოს   და გადმოაგზავნოს სკოლის მეილზე:   mdschool2001@yahoo.com,      ან მოიტანოს  სკოლის დირექციაში.

 

განაცხადის ფორმა

 

საზაფხულო სკოლაში სწავლის ღირებულება: 2 კვირა 200 ლარი.  გადასახადში   შედის გაკვეთილისათვის საჭირო   მასალის  ღირებულება, კვება (სადილი).

ჯგუფი  დაკომპლექტდება თანატოლი,  ან  ასაკით  ახლოს  მყოფი 10 – 12  ბავშვისაგან.

მისამართი: მინდელის ქ. N3,

ტელეფონი: 2 32 97 83.