პროექტი: ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”

პროექტის ხელმძღვანელი: მხატვარ-დიზაინერი თამარ რევაზიშვილი

2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდება მეორე პროექტი სახელწოდებით ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”, რომელიც მოსწავლეებს აზიარებს ხელოვნებასა და კულტურას, უზრუნველყოფს ამ სფეროში ახალგაზრდა თაობის ჩართულობას, მათი მხრიდან მზრუნველობას სკოლის გარემოსა და ირგვლივ მყოფი საზოგადოების მიმართ. წინა წლის განხორციელებული პროექტის მეშვეობით ფერწერული კომპოზიციებით მოიხატა სკოლის შესასვლელთან არსებული კედლები, გალამაზდა დეკორატიული ბუჩქებით სკოლის ეზოს ლანდშაპტი.

წლევანდელი პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ გალამაზდეს და შემოქმედებითად გაფორმდეს სკოლის ფასადის ქვედა სართყელი. განთავსდეს შემუშავებული ესკიზების მიხედვით მონუმენტური ფერწერა თემაზე: მინდვრის ყვავილები.

 

შესრულების ტექნიკა:

შენობის ქვედა სარტყელი ფონის სახით დაიფარება შესაბამისი საღებავით, ზედაპირი მოიხატება ფერწერული კომპოზიციებით, რომელსაც ძირითადად დეკორატიული დატვირთვა ექნება.

პროექტი: ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”, ასევე მოიცავს სკოლის ფოიეში ღია გამოფენას. წარმოდგენილი იქნება სტენდებზე განთავსებული ფოტო კოლაჟის ექსპოზიცია.

პროექტი ხორციელდება სკოლისგარეშე და კლასგარეშე მუშაობის პროგრამის ფარგლებში, XI კლასის დამრიგებლის ქ.ნ ნონა ილურიძისა და ამავე კლასის მოსწავლეების ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით.

მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელი: სიხარულიძე სალომე

წევრები: ჭიჭინაძე ანი, ფოცხიშვილი ტასო, დვალი ანა, გოგიძე სალომე, ფეიქრიშვილი მაკო, ქუფარაშვილი ქეთი, მონასელიძე ნიკა, მაისურაძე რეზი, ზაქაიძე რატი, ბოკუჩავა გიგა, ოქროშიძე გიორგი, მახოშვილი გუგა, გეჯაძე ვანო, ბედენაშვილი საბა, ქველიძე გიორგი, არველაძე გიორგი.

შემოქმედებით ჟგუფში ჩაერთვებიან შერჩეული მოსწავლეები სკოლის სხვა კლასებიდან შემოქმედებითი სამუშაოების მღალ დონეზე შესრულების მიზნით.