დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზდელო მომსახურება

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა:

1.     რუსული ენა – მესამე უცხოური ენა

(დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება), სკოლისათვის სავალდებულო საგნის სტატუსით,  2 აკ.საათი VII-VIII-IX კლასებში, გაწერილი გაკვეთილების ცხრილში.

2.     საგნობრივი   კლუბები

დაინტერესებული და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეებისათვის სკოლაში, არასაგაკვეთილო დროს  ხელმისაწვდომია შემდეგი სახის  უფასო მომსახურება:

·         III კლასიდან: ‘’წიგნის მოყვარულთა კლუბი’’ – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;

·         V-VI კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ   მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ  გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან და უცხოელ პედაგოგებთან არაპროგრამულ მასალაზე;

·         V  კლასიდან: ,,მკითხველთა კლუბი’’ – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

·         დაწყებით საფეხურზე :  ,,ბუნების მოყვარულთა კლუბი’’;

·         V კლასიდან:  კლუბი  „გალუას მიმდევრები“  – მათემატიკით დაინტერესებული  იმ  მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა. კლუბის ყოველწლიური ღონისძიებაა  გალუას თასი – სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა, ტარდება ორ ტურად.

 

3.     ფსიქოლოგის   საათი

ფსიქოლოგი:  ზაზა მინდიაშვილი

სკოლის  პერიოდში  ადგილი  აქვს  ბავშვის  მკვეთრ  ფსიქო–ფიზიკურ  ზრდას, რაც  ხშირად სხვადასხვა  სახის  კრიზისით  ვლინდება: სიძნელეები  წავლაში, ურთიერთობებში  რაც,  თავის  მხრივ, აბრკოლებს  სასწავლო  პროცესის  წარმატებით  მიმდინარეობას.

სკოლის  ფსიქოლოგი  პედაგოგებთან  ერთად, ეხმარება  მოსწავლეებს  აღნიშნული  პრობლემების  დაძლევაში, სწავლის  მოტივაციის  ამაღლებაში, სწორი  ურთიერთობების  ძიებაში, სწავლისადმი  პოზიტიური  დამოკიდებულების  ჩამოყალიბებაში..

აღნიშნულ საქმიანობას სკოლის ფსიქოლოგი  ახორციელდებს ყველა კლასში  სამუშაო გეგმის მიხედვით, ხოლო სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების არსებობის,  მოსწავლის ხასიათისა თუ ქცევის სპეციფიურობიდან გამომდინარე ატარებს ინდივიდუალურ მუშაობას (საუბრებს) მოზარდებთან.

ფსიქოლოგის საათის განრიგი მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია  სკოლის  დირექციასთან.

 

4.     მეტყველების თერაპია

ხელმძღვანელი:  ირმა ჯავახიაშვილი

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია შექმნილია ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თერაპიული პროცესი აყალიბებს ახალ უნარ-ჩვევებს, ასწორებს და აღადგენს დაქვეითებულ სამეტყველო უნარებს. თერაპიის საბოლოო მიზანია, გააუმჯობესოს ინდივიდის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხი.

მეტყველების თერაპიის კურსი განსაკუთრებით ეფექტურია წინასასკოლო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი მეტყველების დარღვევის შესაძლო პრობლემები, რაც დროული ჩარევის საფუძველზე აღმოფხვრილი და შესწორებული იქნება სათანადოდ.

პატარებთან მეცადინეობის პროცესში ვიყენებთ მათთვის აქტუალურ და ეფექტურ მეთოდებს, რაც ძირითადად არის საკომუნიკაციო სიტუაციების დროს  თამაშის ჩართვა და ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვანი მეთოდის გამოყენება, რათა ბავშვმა გაიუმჯობესოს ენა (ლექსიკა, სემანტიკა, მორფო-სინტაქსი და პრაგმატიკა), მეტყველება (ტუჩების, ენისა და ყბის მოძრაობები სამეტყველო ბგერების წარმოსათქმელად, ხმა, სუნთქვა) და კვების პროცესი.

მეტყველების თერაპიის კურსი განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის I-II კლასების მოსწავლეებისთვის.  ეთმობა კვირაში ერთი აკადემიური საათი. მეტყველების თერაპიის განრიგი შეთანხმებულია  სკოლის  დირექციასთან და გაწერილია ცხრილში.

 

5.     სკოლის ექიმის საუბრები

სკოლის ექთანი: ლიანა ჯიბლაძე(თბილისი), სკოლის ექიმი: ნანა ჯიბლაძე (ზუგდიდი).

დამრიგებლის საათზე I-XII კლასებში

–         ჰიგიენა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი  ჩვევების  ცოდნა;

–         გარე სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების   შესწავლა;

–         მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარება)  უარის  თქმა;

–         კვება – ზომიერი, ინდივიდუალური, ფიზიოლოგიური, თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა გამოსაყენებელი პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;

–         მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში  სპეციალური  ფიზიკური  ვარჯიშების  ჩართვა.

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა

უფასო მომსახურება:

1.     გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები

 გაკვეთილების (საშინაო დავალებების) მომზადება  სკოლაში

I-VI კლ. მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს საშინაო დავალებების მომზადება დღის მეორე ნახევარში მასწავლებლის მეთვალყურეობისა და საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით.  დაუსრულებელი სამუშაოს შემთხვევაში კი – ეძლევათ  რეკომენდაციები სახლში შესასრულებელი  საკითხების შესახებ. ამ პერიოდში მოსწავლეებთან მუშაობენ დამრიგებლები და აღმზრდელები, მოთხოვნის შემთხვევაში – საგნის მასწავლებლები.

 

2.     გერმანული და ინგლისური ენის  გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში

უცხოური ენები სკოლისათვის პრიორიტეტული საგნებია, ამიტომ, დაწყებით კლასებში საშინაო დავალებების მომზადებისას სწორი მიმართულების უზრუნველსაყოფად და სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით დღის მეორე ნახევარში  ჩასმულია დამატებითი მეცადინეობები:

–         გერმანულ ენაში – III-IV კლასებისათვის;

–         ინგლისურ ენაში – III-IV კლასებისათვის.

დამატებითი მეცადინეობების განრიგი(მეცადინეობის ხანგრძლივიბა 40 წუთი) მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია  სკოლის  დირექციასთან.

 

3.    ვისაუბროთ გერმანულად – გერმანული ენის თავისუფალი გაკვეთილები

UNESCO – მოხალისეობრივი პროგრამა DSD  სკოლების მოსწავლეებისათვის

მასწავლებელი: მოხალისე – იოჰანეს მაგნუსი

კლასი დღე საათი
V ოთხშაბათი 15:00
პარასკევი 15:00
VI ორშაბათი 15:00
ხუთშაბათი 15:00

 

 

4.    გერმანული ენის  წრე

დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი

ფუნქციონირებს: სკოლა სხვა სკოლებიდან გადმოსულ იმ მოსწავლეებს, რომელთა გერმანული ენის ფლობის დონე შესაბამისი კლასის დონეზე დაბალია, თავაზობს გერმანული ენის დამატებით გაკვეთილებს. მიზანი მოკლე დროში მოსწავლის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვის უზრუნველყოფაა. ენის შესწავლაში მოსწავლეებს კარგ დახმარებას უწევენ გერმანულენოვანი მასწავლებლები და მოხალისეები. ამ  მიზნით სკოლაში თითქმის ყოველ სასწავლო წელს არის გერმანელი მასწავლებელი და მოხალისე.    წრის საქმიანობაში ჩართულია მოხალისე – იოჰანეს მაგნუსი.

 

5.     ქართული ენის  წრე

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი

ფუნქციონირებს იმ მოსწავლეებისათვის, ვისთვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა (უცხო ქვეყნის მოქალაქეები) და რომელთა ქართული ენის ფლობის დონე არ არის საკმარისი სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისათვის. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოკლე დროში მოსწავლის   სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირების უზრუნველყოფა.

 

 

ფასიანი მომსახურება:

1.     რუსული ენის  წრე

დღეები:   ორშაბათი, ოთხშაბათი

მასწავლებელი:     ნინო პაპიძე

ფუნქციონირებს: იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც სურვილი აქვს რუსული ენის შესწავლა დაიწყოს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ვადამდე (VII კლასამდე)

 

2.     ჭადრაკის   წრე

 დღეები:  სამშაბათი,  პარასკევი

წრის ხელმძღვანელი:  ზაზა მინდიაშვილი

 

3.       დიზაინის სტუდია

დღეები:  სამშაბათი, ხუთშაბათი

წრის ხელმძღვანელი: თამარ რევაზიშვილი

 

4.     საბალეტო სტუდია

დღეები:  ორშაბათი, პარასკევი

მასწავლებელი: მაგდა ჭიღვარია

 

5.     კარატე

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი

მასწავლებელი: თეა რობერტსი