ხუთშაბათს, 24 დეკემბერს ჯი-ელ-სის სკოლის IV-1 კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო აქციაში, ისინი ესტუმრებიან მოხუცებულთა სახლს.
მოსწავლეებს მათთვის მომზადებული აქვთ საახალწლო ზღაპარი, ტკბილეული და სხვა საჩუქრები.
სკოლის სხვა მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი საჩუქრები კლასის წარმომადგენლის მეშვებით მიაწოდონ ღონისძიების ორგანიზატორებს 15 დეკემბრამდე.