ჯიელსის მკვლევარები

ბუნების მოყვარულთა  კლუბის  ზოგადი დებულება

  1. ზოგადი დებულება:

1.1.  ბუნებისმოყვარულთა კლუბი   ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების  მიერ არის დაფუძნებული.

1.2. კლუბი ფუძნდება 1 სასწავლო  წლის ვადით.  (I – II  სემესტრი)

1.3.  კლუბის იურიდიული მისამართია:  ქ. თბილისი, ჯ. ნადირაძის ქ N46

  1. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1.  ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას;

2.2.   გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში;

2.3.   ხელი შეუწყოს  მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;

2.4.  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;

2.5.  მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალება.

  1. კლუბში გაწევრიანება:

3.1.  კლუბის წევრობა ნებაყოფილობითია.

3.2.  კლუბის  წევრი შეიძლება გახდეს  III-VI  კლასის  მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.

3.3.  კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.

3.4.  კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

  1. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება:

4.1.  კლუბი შედგება მოსწავლეებისგან, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  15-ს;

4.2.   ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას –  ერთპიროვნულად;

  1. კლუბის წევრი მოვალეა:

5.1.  დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

5.2.  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;

5.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს   კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის  ეფექტურ ფუნქციონირებაში.

  1. კლუბის მუშაობა:

6.1.  კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ  ან  ორჯერ;

  1. ბუნებისმეტყველების კლუბის სამუშაო პერიოდი:

7.1.  კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა  სასწავლო წლის სემესტრებს;

7.2.  კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

  1. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:

8.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა)  და ლიკვიდაცია  ხორციელდება:

ა) სკოლის პედსაბჭოს გადაწყვეტილების  საფუძველზე;

ბ)  მიზნების მიღწევის შემთხვევაში.