ამონარიდი 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმიდან
მისია
სკოლა ჯიელსის მისიაა, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის, ისე – შემდგომი წარმატებული ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობისათვის.
ხედვა
სკოლა ჯიელსის ხედვაა, ქართული და გერმანული განათლების ძირითადი პრინციპების შერწყმით შექმნას განათლების ისეთი საავტორო მოდელი, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა უნარს და საგნობრივ კომპტენეციას, სკოლის კურიკულუმის ფარგლებში შეძლებს დაიკმაყოფილოს და განივითაროს პიროვნული მისწრაფებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები, სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, ინდივიდებსა და ჯგუფებთან კომუნიკაცია.
ღირებულებები
კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას;
ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი;
ჯანსაღი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ პროგრამას (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება და კვება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას.
სკოლა მოწოდებულია გაამართლოს მოლოდინები:
- მოსწავლეებისათვის: უზრუნველყოს კეთილგანწყობილი, უსაფრთხო, ინკლუზიური, ტოლერანტული, განვითარებაზე ორიენტირებული და ჯანსაღი სასკოლო გარემო, სადაც თითოეული მათგანი არის სასკოლო ცხოვრების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრი.
- მშობლებისათვის: შექმნას მოსწავლის სწავლის, განვითარებისა და აღზრდისათვის შესაფერისი პირობები, უზრუნველყოს ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ უწყვეტი განათლების მისაღებად კონკურენტუნარიანი ახალზრდების მომზადება.
- კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო.
- საზოგადოებისათვის: ჩამოაყალიბოს ახალგაზრდა კრიტიკულად მოაზროვნე, სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქედ, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად.
ინფორმაცია სკოლის შესახებ
შპს საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსი, როგორც კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურა, დაარსდა 1995 წელს თბილისის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის სახით, ხოლო ამჟამად ის იწოდება “შპს საწართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსი” და აერთიანებს თბილისის სკოლას და სკოლის ზუგდიდის განყოფილებას, რომელიც მთლიანად თბილისის სკოლის პროგრამული და მატერიალური უზრუნველყოფითა და ზედამხედველობით ფუნქციონირებს.
სკოლა ჯიელსის მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. დაარსების დღიდან სკოლა მაღალი რეპუტაცით სარგებლობს მშობლებსა და მოსწავლეებს შორის, რაც ემყარება სასწავლო და საგანმანათლებლო მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ:
- სკოლაში არსებულ დისციპლინას და კომფორტულ პირობებს;
- უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს;
- სწავლების თანმიმდევრულად მდგრად ხარისხს, რაც დასტურდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებით, სკოლის კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაღალი მაჩვენებლებით;
- გერმანული ენის სადიპლომო DSD პროგრამას და მის მაღალ შედეგებს;
- TOEFL სასერტიფიკატო პროგრამი მაღალ შედეგებს;
- სწავლებისა და აღზრდის საქმეში მრავალმხრივი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, საინტერესო კლასგარეშე საქმიანობას;
- მშობლების ჩართულობას სკოლის საქმიანობაში – მოზარდის განვითარების ინდივიდუალური ტრაექტორიის შემუშავებისას, სასკოლო ღონისძიებების ჩატარებისას, სასკოლო ცხოვრებაში წარმოქმნილი სხვადასხვა სიძნელეების ერთობლივი მოგვარებისას და ამ სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საპროფილაქტიკო ღობისძიებების ჩატარებისას.
მშობელითა და მოსწავლეთა აზრი სკოლის მუშაობის ხარისხისა და ზოგადად, კერძო სკოლის არსებობის განმსაზღვრელი კრიტერიუმია. ორგანიზაციის კონტიგენტის ოდენობა საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესში ჩართულ პირებთან რეგულარური კონტაქტისა და შესაბამისად წარმოქმნილ სიძნელლებთან დაკავშირებით დროული რეაგირებისა.
სკოლას აქვს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ყველა საჭირო რესურსი, შესაბამისი, მოწესრიგებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო პროგრამები, სკოლა სასწავლო პროცესის მართვისთვის 2020 -21 სასწავლო წლიდან იყენებს ელექტრონულ პლატფორმას schoolbook, სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის დისტანციური ან შერეული ფორმის დროს პლატფორმას microsoft teams.
სკოლა მისი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება არა მარტო სკოლის ფარგლებში. წლების მანძილზე სკოლა ESM-თბილისის საბაზო და კონტინგენტის მიმწოდებელ სკოლას წარმოადგენდა და მასთან ერთად ატარებდა კონკურსს – „ლიდერი“, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან. ეს კონკურსი კარგი მოტივატორი იყო მოსწავლეთათვის, მისი ფინალური ტური კი ცოდნის ნამდვილი ზეიმი.
კერძო სკოლისადმი ზოგადი დამოკიდებულების სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა სკოლის მთავარი პრიორიტეტი იყო წლების მანძილზე, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ კერძო სკოლების არსებობა არის რეალური არჩევანის თავისუფლება საგანმანათლებლო მომსახურების სფეროში არა მხოლოდ მაღალი შემოსავლების, არამედ სწორედ სწავლაზე ორიენტირებული დაბალი და საშუალო შემოსავლების ოჯახებისთვის.
მუშაობის გამჭვირვალობის მექანიზმი და სწავლა/სწავლების მოღწეული შედეგები გარანტიაა იმისა, რომ სკოლა თავიდან აიცილებს მოზარდთა ფსევდო-განათლების მიღებას, რადგანაც სკოლის მთავარი სტრატეგია ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება. და, ის ფაქტი, რომ ევროპული კვლევების ბევრი მონაცემი მიუთითებს: “რაც უფრო მეტი მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლებში, მით უკეთესი შედეგებია საჯარო სკოლებში”, ჩვენი საზოგადოებისათვის, მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ჩვენი მისიის მნიშვნელობასა და მართებულობას ადასტურებს.
სკოლისთვის მთავარი ღირებულება მოსწავლეა, მასზე მუდმივი ზრუნვა, რასაც თავდაპირველად პოზიტიური გარემოს შექმნით იწყებს, აკვირდება მოსწავლის განვითარების დინამიკას, ხელს უწყობს მისი შესაძლებლობების, ინტერესების რეალიზებას სასკოლო გარემოში, სასწავლო პროცესის მსვლელობაში ითვალისწინებს ყველა საგანმანათლებლო ასპექტს, ხელს უწყობს მოსწავლის უწყვეტი განვითარების პერსპექტივას.