პროექტი:  ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო

პროექტის ორგანიზატორები: ჰუმანიტარულ საგანთა კათედრა და მოსწავლეთა თვითმმართველობა

პროექტის მიზანი და ამოცანები

პროექტის მიზანია ზრუნვა მოზარდის გონებრივი განვითარებისთვის, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებისა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისთვის, მათი აუცილებელი და ზოგადი ცოდნით უზრუნველყოფა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლისა და მასწავლებლის მიერ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება–მოვალეობის გაცნობიერებაში ხელშეწყობა. პროექტის  ამოცანები გრძელვადიანია  და განსაზღვრულია არსებული მიზნის მიღწევისათვის.

სამოქმედო გეგმა

პროექტში ჩართული არიან მასწავლებლები და V-XI კლასის მოსწავლეები. სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული პროექტის განხორციელებისთვის არის საოჯახო ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული პროზის სრული  გამოცემა (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბ; 2013). მოსწავლესა და მასწავლებელს აღნიშნული წიგნების გამოტანა ბიბლიოთეკიდან  შეუძლიათ  და წასაკითხად  ეძლევათ ერთი კვირა. ეს პერიოდი სრულიად საკმარისია მოსწავლისთვის, რათა მიიღოს საჭირო ცოდნა.  მასწავლებელი გატანილი წიგნის მიხედვით ამუშავებს შეკითხვების გარკვეულ რაოდენობას. შეკითხვის შინაარსი შეიძლება იყოს ინტელექტუალური, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული, რისი ცოდნაც სასურველია მოსწავლისათვის. ინტელექტუალურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ბავშვები ერთიანდებიან 5 მოსწავლისგან შედგენილ ჯგუფებში და მუშაობენ ინდივიდუალურად (კითხულობენ წიგნებს), შეჯიბრების დროს სცემენ გუნდურ პასუხს წერილობით. ყველასთვის იქნება დასმული ერთი და იგივე შეკითხვა, მოსაფიქრებლად ეძლევათ 1  წუთი, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით. კითხვებს ინტელექტუალური ვიქტორინისთვის არჩევს კათედრა და სკოლის ბიბლიოთეკა.

პროექტის განხორციელების განრიგი

პროექტი განხორციელდება 2 ეტაპად:

1.  თებერვალი – მოსამზადებელი  პერიოდია  ზამთრის არდადეგები;

2.  აპრილი  –   – მოსამზადებელი  პერიოდია საგაზაფხულო არდადეგები.

გამარჯვებულთა წახალისება

  • მონაწილე გუნდებს გადაეცემა სიგელები;
  • პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სკოლა აჯილდოვებს ერთდღიანი ექსკურსიით.