პროექტი: ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”
პროექტის ხელმძღვანელი: მხატვარ-დიზაინერი თამარ რევაზიშვილი
2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდება რიგით მეათე პროექტი სახელწოდებით ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”, რომელიც მოსწავლეებს აზიარებს ხელოვნებასა და კულტურას, უზრუნველყოფს ამ სფეროში ახალგაზრდა თაობის ჩართულობას, მათი მხრიდან მზრუნველობას სკოლის გარემოსა და ირგვლივ მყოფი საზოგადოების მიმართ. წინა წლის განხორციელებული პროექტის მეშვეობით ფერწერული კომპოზიციებით მოიხატა სკოლის შესასვლელთან არსებული კედლები, გალამაზდა დეკორატიული ბუჩქებით სკოლის ეზოს ლანდშაპტი.
წლევანდელი პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ გალამაზდეს და შემოქმედებითად გაფორმდეს სკოლის ფასადის ქვედა სარტყელი – სათამაშო მოედნის მხრიდან. განთავსდეს შემუშავებული ესკიზების მიხედვით მონუმენტური ფერწერა თემაზე: მინდვრის ყვავილები.
შესრულების ტექნიკა:
შენობის ქვედა სარტყელი ფონის სახით დაიფარება შესაბამისი საღებავით, ზედაპირი მოიხატება ფერწერული კომპოზიციებით, რომელსაც ძირითადად დეკორატიული დატვირთვა ექნება.
პროექტი: ,,ფუნჯი, ფერები და გაზაფხული”, ასევე მოიცავს სკოლის ფოიეში ღია გამოფენას. წარმოდგენილი იქნება სტენდებზე განთავსებული ფოტო კოლაჟის ექსპოზიცია.
პროექტი ხორციელდება სკოლისგარეშე და კლასგარეშე მუშაობის პროგრამის ფარგლებში, XI კლასის დამრიგებლის მაგდა დალაწიშვილისა და ამავე კლასის მოსწავლეების ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით. პროექტს უხელმძღვანელებს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელი: ლუკა კაპანაძე
შემოქმედებით ჟგუფში ჩაერთვებიან შერჩეული მოსწავლეები სკოლის სხვა კლასებიდან შემოქმედებითი სამუშაოების მღალ დონეზე შესრულების მიზნით.