TOEFL –ის სასერტიფიკატო  პროგრამა

ინგლისური ენის გამოყენება მეორე ენად  ადრეულ ასაკში იწყება. ამიტომ ენის სწავლება ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად გამოიყენოს ის  დონისა და ასაკის შესაბამისად, მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებდა, როდესაც  სკოლამ ინგლისური ენის სწავლებაში შემოიტანა TOEFL –ის სასერტიფიკატო  პროგრამა, რაც  გულისხმობს შესაბამისი პროგრამითა და სახელმძღვანელოებით სწავლებასა და საგამოცდო ტესტირებას.  პროგრამის მიზანი ყველა ეტაპზე ერთია: დაეხმაროს სკოლის  მოსწავლეებს  სრულყონ  ინგლისური ენის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარები, გამოავლინონ  შესაძლებლობები,  ნათლად  დაინახონ    ძლიერი და სუსტი მხარეები , მიიღონ  კონკრეტული მითითებები მიზნის მისაღწევად.

TOEFL –ის სასერტიფიკატო  პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს და დაყოფილია საფეხურებად: TOEFL  Primary  (8+); TOEFL  Junior ( 11+); TOEFL ITP

123


საშუალო  საფეხურზე
  პროგრამის  მთავარი ამოცანაა მოსწავლეს  ხელი შეუწყოს  უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  მოპოვებაში. ამისთვის TOEFL  Junior და TOEFL. ITP  – მოსწავლეს აძლევს საშუალებას შეამოწმოს და გაიუმჯობესოს არსებული ცოდნის დონე  და  სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი), დაისახოს  მიზანი,  დაადგინოს ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალყური ადევნოს პროგრესს  და  მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც საზღვარგარეთ თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიიღება. iBT – ინტერნეტ-ტესტით გამოცდა, რომელსაც ითხოვენ უცხოეთის განსაკუთრებით მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტები. iBT სასერტიფიკატო გამოცდა სკოლებში არ ტარდება, თუმცა ITP სერტიფიკატიმ მქონე მოსწავლეს ამ გამოცდის ჩაბარება დამოუკიდებლათ სრულიად თავისუფლად შეუძლია.დაწყებით  საფეხურზე TOEFL  Primary  პროგრამის  მთავარი ამოცანაა მოსწავლეს  გაუღვივოს  უცხო ენისადმი სიყვარული  და გამოუმუშაოს უნარი რომ  მიღებული  ცოდნა  აქტიურად  გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განუვითაროს  როგორც სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი), ასევე  განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგებისა და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული   კომუნიკაციის  უნარი.

პროგრამა მოიცავს  წლის განმავლობაში 2  ტესტს : შუალედურ ტესტს განმავითარებელი  შეფასებით, რომელსაც მშობელი მიიღებს ელექტრონული ფოსტით და  წლის ბოლოს – საგამოცდო ტესტირებას, რომლის შედეგად მოსწავლე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს და შედეგთან დაკავშირებულ განმარტებებს.

ტესტების შედგენაზე მუშაობს  ETS  Global  (Educational Testing  Service), რომელიც  წელიწადში 50 მილიონ ტესტზე მეტს ქმნის, წარმართავს და აფასებს. ETS  Global  ევროპის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის 180-ზე მეტი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს    უზრუნველყოფს ისეთი ტესტებით,  როგორიცაა TOEFL , TOEIC  tests, the GRE  General  and  Sabject  Tests, Praxis tests.