სკოლის სტრუქტურა:
თანამშრომელთა კატეგორიები
- სკოლის დირექცია განისაზღვრება: სკოლის დირექტორის, აკადემიური დირექტორის, სასწავლო ნაწილის, დ/მოადგილე კადრების დარგში და რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელისაგან (შესწორება:06.09.2019);
- ადმინისტრაცია განისაზღვრება: ფინანსური ადმინისტრატორის, თბილისისა და რეგიონალური განყოფილების უსაფრთხო სკოლის მენეჯერების, ინფო მენეჯერი/ბიბლიოთეკარის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორისაგან (შესწორება:06.09.2019);
- პედაგოგიური პერსონალი განისაზღვრება: მასწავლებლებისა და საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების ხელმძღვანელებისაგან;
- მასწავლებელთა დამხმარე პერსონალი განისაზღვრება: გახანგრძლივებული ჯგუფების აღმზრდელებით დაწყებით კლასებში;
- ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი შედგება ყველა იმ მუშაკისაგან, რომლების უშუალოდ არ არიან ჩართული საწავლო პროცესში, მაგრამ ქმნიან აუცილებელ, საჭირო და სასარგებლო პირობებს სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;
- სკოლის მასწავლებელთა სამსახურში მიღება–გათავისუფლება, უფლება–მოვალეობა, ანაზღაურება, სამუშაო დრო, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (კონკურსის საფუძველზე) და სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და დირექტორის ბრძანებით;
- ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის თანამშრომეთა სამუშაოზე მიღება–გათავისუფლება წარმოებს დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
დირექციისა და ადმინისტრაციის ზოგადი უფლებამოსილებები
- სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო ხელმძღვანელობას სკოლის დებულებისა და წესდების შესაბამისად ახორციელებს სკოლის დირექტორი .
- მას ექვემდებარება სკოლის აკადემიური, ადმინისტრაციული და სამეურნეო პერსონალი. (შესწორება:02.09.2014, 06.09.2019).
- სკოლის დირექტორი მართავს სკოლის საქმიანობას ადმინისტრაციასთან ერთად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში.
- სკოლის ადმინისტრაციის წევრების ფუნქციები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:
- მოითხოვოს თანამშრომლისგან შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშო აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;
- დანერგოს მოტივაციის სისტემა წარმატებული სასწავლო პროცესისათვის, მიმართოს დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს მოსწავლეთა/თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის/სასწავლო პროცესისა და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში;
- მოითხოვოს თანამშრომლების/მოსწავლეებისაგან სკოლის მიერ დადგენილი წესების, ბრძანებებისა და მოთხოვნების შესრულება.
სკოლის დირექტორი ვალდებულია:
- იმოქმედოს წინამდებარე შინაგანაწესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
- მიიღოს სათანადო ზომები, რათა სკოლის ყველა თანამშრომელმა, ასევე სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა სკოლის წინსვლასა და განვითარებაში;
- ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსწავლეს/მშობელს/მეურვეს და ახალ თანამშრომელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სკოლაში მოქმედი წესები;
- უზრუნველყოს თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების დროულად გადახდა;
- უზრუნველყოს შრომითი და სასწავლო პროცესის დისციპლინის განუხრელი დაცვა;
- დისციპლინის დამრღვევთათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისა და ზომების გატარება.
სკოლის ყველა მუშაკი ვალდებულია:
- კეთილსინდისიერად იმუშაოს, დაიცვას სამუშაო დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულებები, მკაცრად დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, იყოს კომუნიკაბელური.
- დაიცვას სკოლის იმიჯი და ინტერესები, როგორც სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები, სისუფთავე, გაუფრთხილდეს ინვენტარს.
- სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეასრულოს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ყველა მითითება და შესაძლებლობა, მათ შორის იმუნიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობა (თანამდებობრივი მოვალეობის დეკლარაცია)
აკადემიური დირექტორი
აკადემიური დირექტორი მუშაობს სკოლის დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით და ანგარიშს აბარებს მას ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებასა და შედეგებზე.
- აკადემიური დირექტორის სამსახურს გააჩნია მუშაობის დებულება.
- ძირითადი ფუნქციაა სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სწავლების ხარისხისა და შედეგების შემოწმება, საჭირო რეკომენდაციების ჩამოყალიბება და ამ რეკომენდაციების რეალიზების ორგანიზაცია.
- კოორდინირებსსახელმძღვანელობის შერჩევას, აკონტროლებს საგნობრივი კათედრების მუშაობას,მათ ანგარიშგებას, მონაწილეობს პედაგოგიური კადრების შერჩევასა და განაწილებაში; ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, ჩართულობას კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ.
- დირექტორისარყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს.
ევალება უშუალოდ გააკონტროლოს:
- კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
- კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
- მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
- მოსწავლეთა შეფასების სისტემის სრულყოფა და სრული დაცვა, მისი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
- მასწავლებელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე.
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
- კოორდინაციას უწევს კათედრების, მასწავლებლის და მასწავლებელთა დამხმარე პერსონალის მეთოდურ მუშაობას სასწავლო გეგმის, პროგრამების, სილაბუსების შემუშავების საქმეში, ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე, აწარმოებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებს;
- ახორციელებსმონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებაზე და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე, ახორციელებს სასკოლო ელექტრონული ჟურნალის წარმოების სისტემატიურ მონიტორინგს.
- ორგანიზებასუკეთებს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და მეთოდების დანერგვას, კათედრების გასვლითი სხდომების ორგანიზებას, საზაფხულო სემინარზე ახალი სასწავლო წლის გეგმის დამუშავებას და არსებული ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვას.
ევალება აკადემიურ დირექტორთან ერთად გააკონტროლოს:
- მოსწავლეთა მოძრაობა (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა–დაზუსტება);
- კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
- კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
- მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
- შეფასების სისტემის სრული დაცვა, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
- მასწავლებელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე.
სკოლის ვერიფიკატორი (შესწორება 28.06.2024)
უფლებამოსილების ფარგლებში ადასტურებს, რომ მასწავლებლის მიერ შერჩეული შეფასების მექანიზმები და რესურსები დამაკმაყოფილებელია და პედაგოგის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ადასტურებს სწავლის შედეგების მიღწევას.
შემოწმების პროცესის დაწყებამდე და შემოწმების ბოლო ეტაპზე მართავს საკოორდინაციო და შემაჯამებელ შეხვედრას შესაბამისი საგნის პედაგოგებთან.
ა) საწყის, პირველ შეხვედრაზე განხილავს პროცესის მიმდინარეობას და ახორციელებს მოსწავლეთა ნამუშევრების შერჩევას.
ბ) მე-2, ბოლო ეტაპის შეხვედრაზე – მასწავლებელს აძლევს შესაბამის უკუკავშირს და აწვდის დეტალურ ინფორმაციას არსებული ხარვეზების შესახებ.
უშუალოდ შემოწმების დროს, შიდა ვერიფიკატორი ავსებს სათანადო ფორმას, სადაც აღწერს მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების შემოწმების შედეგებს, პროცესის მიმდინარეობას და გასცემს რეკომენდაციებს. აღნიშნულ ფორმას შეიმუშავებს აკადემიურ დირექტორისა და საგნობრივი კათედრების ჩართულობით და წარუდგენს დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს.
დირექტორის მოადგილე კადრების დარგში:
- სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად მონაწილეობს ადმინისტრაციულ და სამეურნეო პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის შერჩევაში, უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის პირადი საქმის მოწესრიგებას.
- პასუხს აგებს სკოლის მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებისთვის, კლასის დამრიგებლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ სათანადო ჩანაწერების გაკეთებას და ინფორმირებას, შეაქვს ყველა საჭირო ჩანაწერი მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში.
- უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების აღრიცხვას და ადრესატამდე მიტანას, აკონტროლებს ამ ბრძანებების შესრულებას.
- აწარმოებს სკოლაში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვას შინაარსის მიხედვით , ადრესატამდე მიტანას და კონტროლს.
- ახდენს სკოლიდან გასული ყველა კორესპოდენციის აღრიცხვას და მისი მოძრაობის თვალყურის დევნებას.
- აწარმოებს თავისდროულ კონტროლს კლასის დამრიგებელთა მიერ მოსწავლის პირად საქმეში სათანადო ჩანაწერების წარმოებაზე.
- ყველა ინფორმაციას დროულად აწვდის, როგორც ზემდგომ თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს, ასევე სკოლის სხვა მუშაკებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
- ითხოვს ვადების დაცვას როგორც ზემდგომი თანამდებობის პირებისა და ორგანიზაციისგან, ასევე მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისაგან.
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე.
- ვალდებულია იქონიოს შემდეგი ზონარგაყრილი და დანომრილი საქაღალდეები და აწარმოოს შემდეგი კორესპოდენცია:
- ბრძანებების წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
- მოსწავლეთა ანბანური წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
- მოსწავლეთა მოძრაობის ჟურნალი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
- შემოსული და გასული კორესპოდენციის აღრიცხვის ჟურნალი (დანომრილი, ზონარგაყრილი)
- მასწავლებელთა ხელშეკრულებების საქაღალდე.
საგნობრივი კათედრის თავმჯდომარე:
- უზრუნველყოფს მის კათედრაში შემავალი საგნის/საგნების სწავლების სწორ ორგანიზებას;
- გეგმავს კათედრის მუშაობას;
- უზრუნველყოფს კათედრის წევრების გაერთიანება-თანამშრომლობას;
- უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ჩატარებას, ადგენს სხდომის ოქმებს და ანგარიშებს წარუდგენს სკოლის სასწავლო ნაწილს;
- აცნობს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავლების სიახლეებს;
- ახდენს კათედრის წევრთა მუშაობის პერიოდულ შემოწმებას;
- იბარებს კათედრის წევრებისაგან მიმდინარე მუშაობის ანგარიშებს;
- უზრუნველყოფს კათედრის წევრების დახმარებას საგნის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
- უზრუნველყოფს კათედრის წევრთა და მოსწავლეთა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში;
- ვალდებულია გაუწიოს კათედრაში შემავალი საგნის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციები;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
რეგიონალური განყოფილების სასწავლო პროცესის კოორდინატორი:
აღრიცხავს:
- სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა დასწრებას და მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენის ფაქტს;
- მოსწავლეთა სწავლების გადასახადთან დაკავშირებული საფინანსო გადარიცხვების პროცესს და ყოველკვირეულ ინფორმაციას აწოდებს სკოლის ფინანსურ ჯგუფს;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
აკონტროლებს:
- რეგიონალური განყოფილებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვის შესრულებას;
- საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობას: გაკვეთილების რეჟიმის დაცვას და სასწავლო პროცესის რეგულირებას (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა);
- სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანასა და დაბრუნებას;
- მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
- მასწავლებელთა მორიგეობის განრიგის დაცვას.
- სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოდულების მიმდინარეობის პროცესს;
- კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებისათვის მზადების პროცესის მიმდინარეობას;
- სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების, სისუფთავისა და ინვენტარის დაცვას, როგორც რეგიონალური განყოფილების შენობის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ.
- იცავს სკოლის იმიჯსა და ინტერესებს, რისთვისაც მოწოდებულია;
- დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და დამრიგებლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სიახლეები;
- ხელი შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეთა კონტიგენტის მოზიდვასთან დაკავშირებული მუშაობის ჩატარებას რეგიონალურ განყოფილებაში.
სკოლის მასწავლებელი
მასწავლებელი ვალდებულია:
- იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
- დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
- მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
- უზრუნველყოს საგაკვეთილო პროცესზე წესრიგი და დისციპლინა;
- განუხრელად დაიცვას მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
- დაიცვას სკოლის ინტერესები, შეასრულოს დირექციის მითითებები და განკარგულებები;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
უსაფრთხო სკოლის მენეჯერი:
- ყოველდღიურად აღრიცხოს კლასის მოსწავლეთა დასწრება და შეძლებისდაგვარად გამოავლინოს მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენები (რის შესახებაც უნდა აცნობოს სკოლის დირექციას);
- ყოველი დღის პირველი გაკვეთილის ბოლოს ტელეფონით აცნობოს მოსწავლის მშობელს მისი სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ;
- გაკვეთილებს შორის დასვენებებზე თვალყური ადევნოს მისი საფეხურის კლასებს;
- თვალყური ადევნოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
- დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს დირექციის გადაწყვეტილებები და სიახლეები;
- მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ დირექციის თანხმობის შემდეგ;
- დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური ან სხვა პრობლემების გადაჭრაში;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
კლასის დამრიგებელი:
სკოლაში დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:
- სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
- მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
- თანამშრომლობის პრინციპი – ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
დამრიგებლის მოვალეობებია:
- გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
- დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე წინასწარ შეთანხმებული თემატიკის მიხედვით სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
- დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური, თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
- იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
- სკოლის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად მშობლებისთვის განკუთვნილ დროს (საინფორმაციო დღე მშობელთათვის) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
- დროულად აცნობოს მშობელს შვილის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელსა და დირექციას;
- შესვენების დრო გაატაროს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად;
- უზრუნველყოს კლასის სამუშაო განრიგის და სხვა აქტივობების მეთვალყურეობა;
- სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
- მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში;
- მატერიალურად პასუხისმგებელია საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი, აღმზრდელი:
- უზრუნველყოს მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა დღის მეორე ნახევარში (საშინაო დავალებების ნაწილობრივ მომზადებაში ხელშეწყობა და კონტროლი);
- კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით; განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით შესრულებაზე;
- დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი, შეასრულოს ძირითადი მასწავლებლის მითითებები;
- უზრუნველყოს და გააკონტროლოს მოსწავლეთა ჰიგიენა;
- ორგანიზება გაუკეთოს და დაეხმაროს კვების ბლოკის პერსონალს სადილის და ლანჩის პერიოდში;
- უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხო გადააგდილება წრეობრივ მეცადინეობებზე;
- იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მათი სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე;
- გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;
- არის მატერიალურად პასუხისმგებელი კლასზე განპირობებული მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე;
- ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის, აკ. დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და პედსაბჭოს წინაშე.
ადმინისტრაცია და სამეურნეო ჯგუფი
ბიბლიოთეკის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები
- ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში განათლებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
- ბიბლიოთეკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების
- ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით.
- მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურით.
- ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის.
- შესაბამისი პროფილების ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვა-მოვლა-პარტონობას.
- საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობასა და მომსახურების მაღალ დონეს როგორც ადგილზე, ისე სახელმძღვანელო და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემით.
- ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
- მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა;
- საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება.
- საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესასრულებლად ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა.
- ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სკოლის დირექტორი და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
- ბიბლიოთეკის გამგე:
- წარმართავს და ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის საერთო საქმიანობას, უზრუნველყოფს წიგნადი და სხვა ფონდების გამდიდრებას და მათ დაცვას, მოვლა-პატრონობას.
- შეიმუშავებს ბიბლიოთეკის დებულებას რომელშის გაწერილია ბიბლიოთეკის ფონდებით სარგებლობის წესები და უზრუნველყოფს ამ წესების დაცვას.
- წარუდგენს რეკომენდაციებს მოსაზრებებსა და წინადადებებს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის ფონდების შევსების გადასაწყვეტად.
- ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.
საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი
თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საგადასახადო კოდექსით”, საფინანსო და საგადასახადო ინსტრუქციებით, მითითებებით, სკოლის წესდებით, დირექტორის გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ბუღალტრის სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის საშტატო განრიგით.
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი:
- ახორციელებს თანანმდებროვი ინსტრუქციის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული საფინანსო ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
- დროულად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს;
- ახორციელებს კონტროლს ფინანსური სახსრების განკარგვის შესრულებაზე.
- ხელმძღვანელობს სკოლის საფინანსო პოლიტიკას.
- აკონტროლებს საფინანსო გადარიცხვების პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.
- ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი ვალდებულია:
- დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი, შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
- გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას; იყოს მატერიალურად პასუხისმგებელი მასზე განპირობებულ მატერიალური ფასეულობებს დაცვაზე;
- დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს სკოლის ზუსტი ბიუჯეტი.
- დააზუსტოს და აკონტროლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა.
- შეადგინოს პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის მიხედვით სატარიფიკაციო მონაცემები.
- დროულად ჩაატაროს ინვენტარიზაცია და შედეგები ასახოს ოქმში;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობა;
- შეადგინოს სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა, ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს დირექტორს განსახილველად და დასამტკიცებლად.
- აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოფს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება.
- წარადგინოს დირექტორის წინაშე ნახევარწლიური და წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი:
- პასუხისმგებელია და აკონტროლებს სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
- დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის საფინანსო მდგომარეობის სრულყოფის შესახებ.
- ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
- სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) მონდობილობის საფუძველზე ასრულებს საფინანსო ინსტიტუტებში მის უფლებამოსილებებს.
კომპიუტერული ქსელების მენეჯერი
- უზრუნველყოფს სკოლის ლოკალური ქსელისათვის ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებას, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, მის პროგრამულ უზრუნველყოფას და საინტერნეტო მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ადგენს განაცხადს მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და დეტალების განახლების აუცილებლობის შესახებ;
- უზრუნველყოფს სკოლის სამეთვალყურეო კამერების და მასთან დაკავშირებული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
- თვალყურს ადევნებს პროექტორის, კომპიუტერული, ტექნიკური, აუდიო და ვიდეო აპარატურის გამართულობას, საგნობრივი კათედრების გამგეებთან, უზრუნველყოფს სკოლის მასწავლებლებს სასწავლო მეცადინეობის ჩასატარებლად საჭირო დივიდი, აუდიო, ვიდეო და ინტერნეტმასალებით, ქმნის სკოლის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზას, ახდენს დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშების შედგენას და მის შეყვანას კომპიუტერში.
საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი
- წარმოადგინოს სკოლა საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოურ წარმომადგენლობებთან;
- დაამყაროს კავშირი/ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის უცხოელ პარტნიორებთან;
- გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს გერმანული ენის სწავლების DSD სახელმწიფო პროგრამასთან;
- უზრუნველყოს სკოლის პარტნიორი–ჰაიდელბერგის ენების აკადემიასთან ურთუერთობის ფარგლებში ენის შემსწავლელ კურსებზე მოსწავლეთა ჯგუფების ფორმირება/რეგისტრაცია/გამგზავრება უშუალო მონაწილეობით, ან/და პასუხისმგებელი და თანმხლები პირის საშუალებით;
- უზრუნველყოს სკოლაში არსებული გაცვლითი პროგრამის (პარტნიორი სკოლა–კარლსრუეს მერკურ–აკადემია) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
- უზრუნველყოს საერთაშორისო საზაფხულო სასწავლო ბანაკების ორგანიზება, შესაბამისი პარტნიორების მოძიება და კოორდინირება;
- დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს სკოლის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებს;
- ხელი შეუწყოს პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობას/მონაწილეობას სკოლის უცხოელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ და სხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში;
- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და სხვა).
სამეურნეო სამსახური და მოსწავლეთა კვების ჯგუფი
შედგება სამეურნეო მენეჯერი/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, მზარეულის, დამლაგებლისა და ჭურჭლის მრეხავისაგან
სამეურნეო მენეჯერი/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
- უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას;
- სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და ქონების უსაფრთხოებას;
- უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
- უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
- ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს;
- უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოსვლა – გასვლის კონტროლს;
- უზრუნველყოფს უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვას სკოლის შენობაში;
- უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევას.
სკოლაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი
ექიმი სკოლაში:
სკოლას აქვს შესაბამისი მედიკამენტებითა და ინვენტარით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი და ჰყავს ექიმი როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდის რეგიონულ განყოფილებაში, რომლებიც მოქმედებენ ინსტრუქციის შესაბამისად:
- ვალდებულნი არიან მუდმივად ჰქონდეთ მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად;
- მოსწავლის ავადმყოფობის, ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმოქმედოს შემდეგნაირად: დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება ადგილზე არსებული საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლის გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იმავდროულად შეატყობინოს მშობელს. მოსწავლის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში დამრიგებელთან ერთად თან გაყვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და დარჩეს მოსწავლესთან მშობლის ან კანონიერი მეურვის გამოცხადებამდე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასა და მშობელს გადასცეს უტყუარი ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის, შემთხვევის და მის მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ღონისძიებათა შესახებ;
- მუდმივი კონტაქტი იქონიონ მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეპიდემიის, პანდემიის, ქრონიკული დაავადებების, ალერგიების, ინკლუზიური მოზარდის შემთხვევაში მშობლებთან, დამრიგებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან;
- აწარმოონ ახლად მიღებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი ცნობების შესაბამისად, სათანადოდ აღრიცხვა;
- მოსწავლეთა სანიტარულ-ჰიგიენური ინფორმირებულობისათვის ჩაატარონ საუბრები კლასებში დადგენილი განრიგის შესაბამისად;
- მოახდინონ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება, სანიტარულ სამსახურებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით პერიოდულად, ან ეპიდემიის ან პანდემიის შემთხვევაში და სხვა საჭირო ღონისძიებების ჩატარება მოზარდთა ჯანმრთელობის აღიარებული პროგრამების მიხედვით.
ფსიქოლოგის უფლება-მოვალეობა სკოლაში:
- მუშაობს დამრიგებლებთან ერთად ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების გამოსავლენად, ადგენს მათთან მუშაობის გეგმებს და მონაწილეობს ამ გეგმების რეალიზებაში;
- სკოლაში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის ხელშესაწყობად ატარებს საუბრებს კლასებში დადგენილი განრიგის შესაბამისად;
- სწავლობს კონფლიქტურ სიტუაციებს, თანამშრომლობს კლასის დამრიგებლებთან, სკოლის დაცვის სამსახურთან, მორიგე მასწავლებლებთან სკოლაში დისციპლინის უზრუნველსაყოფად, ატარებს ინდივიდუალურ საუბრებს მოზარდებთან გაწერილი განრიგისა და საჭიროების შესაბამისად;
- მუშაობს ინკლუზიურ მოსწავლეებთან, ადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ზრუნავს საერთო სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისათვის.