2 დეკემბრიდან ცხადდება პირველ კლასში  მიღება 2025-2026 სასწავლო წლისათვის

  • გასაუბრება მოსწავლის მშობელთან – სკოლაში მიღების, სწავლებისა და მშობელსა და სკოლას შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გაცნობის მიზნით  2 დეკემბრიდან, სამშაბათს და ხუთშაბათს, 11:00 – 15:00;
  • მოსწავლესთან გასაუბრების თარიღის დანიშვნა;
  • გასაუბრება-ტესტირება დაწყებითი კლასის მასწავლებელსა და სკოლის ფსიქოლოგთან სასკოლო მზაობის შეფასების მიზნით;
  • სკოლაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • სწავლის საფასურის პირველი ნაწილის გადახდა და მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • მოსწავლის ჩარიცხვა რიგითობის დაცვით (ინვოისით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის თარიღის მიხედვით);
  • პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლების მართვის საინფორმაციო (e-school) სისტემაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის ვადის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

პირობებსა და ეტაპებს გაეცანით: