2016 წლის 4 აპრილს მხატვართა კავშირის გალერეაში გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა სახელწოდებით ,,მე მიყვარს ხატვა”.
მონაწილეობენ:
ჯი-ელ-სის სკოლის დიზაინის სტუდიის წევრები და საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქანდაკების სექციის წევრები.
საგამოფენო თემა:
ფერწერა – ქსოვილზე;
ქანდაკება – პლასტილინი, თიხა, თაბაშირი.
მუსიკალური გაფორმება:
IV-V კლასის მოსწავლეები.
ხელმძღვანელი: ვერიკო კორძაია
პოეზია:
მეტყველების სექციის წევრები.
ხელმძღვანელი: ნათია რობაქიძე
გამოფენა გაიხსნება 2016 წლის 4 აპრილს, 18:00 სთ-ზე
მხატვართა კავშირის გალერეაში.
მის: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. № 6 (ყოფილი პავლოვის ჩიხი)
გამოფენის ორგანიზატორი: მხატვარ-დიზაინერი
თათული რევაზიშვილი
მხარდამჭერები:
საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი;
საქართველოს მხატვართა კავშირი;
ქ. თბილისის მერია