საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა

თავი I – ზოგადი ინფორმაცია

მიზნობრიობა  

შპს საქართველოს სასწავლო ცენრტი ჯი-ელ-სის სკოლამ შეიმუშავა საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ეფექტური განხორციელება. აღნიშნული გეგმა სრულად ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებებს და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

თავი II – რისკების შეფასება

გეგმის გაწერამდე ჩატარდა დეტალური რისკების შეფასების პროცესი. რისკების შეფასების პროცესში გათვალისწინებულ იქნა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსით (SARS, SARS-CoVCoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ სკოლა თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე  გადის COVID -19 ის მიმართ თანამშრომელთა ინფიცირების საშუალო რისკის კატეგორიაში:

 

ინფიცირების საშუალო რისკის სამუშაო ადგილები მოიცავს ისეთ სამუშაო ადგილებს, სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა (2 მეტრზე ნაკლები).

 

აღნიშნული რისკის დონის გათვალისწინებით კომპანიამ შეიმუშავა კონტროლის მექანიზმები და შეეცადა რისკის დონის კიდევ უფრო ჩამოწევას და მის გადაყვანას დაბალი რისკის კატეგორიაზე. რისკების შეფასების შემდეგი ეტაპი: კონტროლის მექანიზმების შემუშავება წარიმართა საერთაშორისოდ აპრობირებული და შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ რეკომენდირებული კონტროლის მექანიზმების იერარქიის მიხედვით:

 

სკოლის სამოქმედო გეგმა მიმართულია საფრთხის ფიზიკურად სრულად აღმოფხვრისაკენ, რისთვისაც შემუშავებულია შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის თანამშრომელთა სამოქმედო ინსტრუქცია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის პრევენციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად

 

კონტროლის მექანიზმების იერარქია:

 

თავი III – ­კონტროლის მექანიზმები  

საფრთხის იზოლირება – საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები

  1. ვირუსის გავრცელების რისკ ჯგუფის წარმომადგენელი პირის აღმოჩენის შემთხვევაში სპეციალური იზოლირებული ოთახის / სივრცის გამოყოფა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა შემდეგი პროცედურები:

  • სკოლის შესასვლელში ხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა მოხდეს კონტროლი როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ტემპერატურის გაზომვით;
  • თერმოსკრინინგისას ცხელების – 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ტემპერატურის გადამოწმება ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმება უნდა განხორციელდეს 15 წუთიან შუალედში.
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყოფილია შესაბამისი მოსაცდელი სივრცე სადაც უნდა განხორციელდეს პირის დროებით მოთავსება.
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების   შემთხვევაში:
  • არ უნდა განხორციელდეს პირის   დაშვება სკოლაში და ამ შემთხვევაში ის  ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • მოსწავლის შემთხვევაში კი, უნდა განხორციელდეს მოსწავლის აღჭურვა პირბადით და მისი მოთავსება წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში.
  • უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ დაკავშირება მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდება დაუკავშირება  112-ის სამსახურთან,  შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) აუცილებელია ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და დაწესებულ იქნას მოსწავლეებზე მეთვალყურეობა.
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მოხდეს მათი ტემპერატურის გადამოწმება  და  შედეგების შესაბამისი რეაგირება:
  • არ მოხდეს რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე  (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება  დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილ იქნება საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია  დაუკავშირდება 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად  გადამისამართების მიზნით;
  • რაც შეეხება მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება განხორციელდება  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად. 
  • ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყოფილია საიზოლაციო ოთახი (შესაბამისი ნიშნით) , რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
  • ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში ხორციელდება საიზოლაციო ოთახის დამუშავება სველი წესით.
  • სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში გამოვლენილი პირები გადაყვანილი იქნებიან სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
  1. კომპანიის სამუშაო სივრცის სრული რეგულარული დეზინფექცია

სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვისთვის წინასწარ განისაზღრება  საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება განხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;

საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ  გაირეცხება და გააშრება;

უზრუნველყოფილი იქნება დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • ხელთათმანები;
  • სახის ფარი;
  • წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;

დასუფთავების დროს თავიდან იქნება აცილებული შხეფებისა და აეროზოლების   წარმოქმნა;

დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, დამლაგებელმა ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები;

სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახება სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;

 

  1. სამუშაო სივრცის გამუდმებული ვენტილაცია

სკოლაში არსებული  სათავსებში შესაძლებელია ბუნებრივი ვენტილაცია, დაცვის სამსახურის მეშვეობით მოხდება კარებების / ფანჯრების გაღება და ჰაერის განიავება.

 

  1. ხელის სადეზინფექციო საშუალებების ხელმისაწვდომობა

სკოლაში  ხელმისაწვდომია ხელის სადეზინფექციო საშუალებები როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებელებისთვის.

  1. ტრანსპორტირება

უზრუნველყოფილია  სკოლის სატრანსპორტი საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექსპლუატაცია „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19 ) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №20 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან  (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის“- გათვალისწინებული რეკომენდაციების  შესაბამისად;

კერძოდ:

  • მოსწავლეებს თერმოსკრინინგი  უტარდებათ ტრანსპორტში ასვლამდე;
  • ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება, რომლის შესახებ ცნობილია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის.

 

  1. დროებითი სასადილო სივრცეები
  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომია გამართული ხელსაბანები.
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება,  შეფუთული საკვების მიწოდება წინასწარი შეკვეთებით,  კვების შესვენების ორგანიზება  სასწავლო ოთახებში;
  • ბუფეტში/სასადილოში მოსწავლეთა რიგში დგომის დროს, ხორციელდება კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით, მოსწავლეთა ნაკადების რეგულირებით;
  • სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება განხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;

           

პროცედურები – ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები

  1. დაუყოვნებლივ შემუშავდეს ინფექციური დაავადებისaთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა.

მოხდა შემუშავებული გეგმის გაცნობა როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენელებისთვის.

 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

  1. საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მომარაგება.

სკოლაში მომარაგებულია  საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნული საშუალებები განთავსებულია  ტერიტორიაზე რამდენიმე ხელმისაწვდომ ადგილას.

 

თავი IV.  შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის თანამშრომელთა დეტალური  სამოქმედო  ინსტრუქცია

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად

სკოლის საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე,  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, არსებული რესურსების შესაბამისად სკოლამ გადაწყვიტა: 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესი ყველა კლასში გვექნება კონტაქტური (სკოლაში), კვირის 5 დღის განმავლობაში. ამ  ეტაპზე  დისტანციური სწავლების ფორმა  არ იქნება გამოყენებული.

სკოლა მზად არის რეგულაციების შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

დირექცია/ადმინისტრაცია

  • უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა, სკოლის ყველა თანამშრომლის სათანადო და დროული ინფორმირება მიმდინარეობასა და პრევენციული ღონისძიებების დაცვის თაობაზე;
  • უზრუნველყოფს ინფორმირების, დისტანციური სწავლების და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებების ხელშესაწყობად საჭირო ტექნიკური პარამეტრებით ინტერნეტსივრცის, საგანმანათლებლო პლატფორმების  ხელმისაწვდომობას;
  • უზრუნველყოფს თერმოსკრინინგის პროცედურისათვის საჭირო ხელსაწყოების შეძენას;
  • უზრუნველყოს სკოლის ყველა თანამშრომლის ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ;
  • უზრუნველყოს თანამშრომელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისათვის საჭირო განმარტებითი და სარეკომენდაციო ინფორმაციის მიწოდება, ვაქცინირებულ თანამშრომელთა აღრიცხვა, მონაცემების სათანადოდ დამუშავება.

 

შესრულებული სამუშაო

ა) უკონტაქტო თერმომეტრი 1 ცალი სასაქონლო ზედნადები ელ–052437187, თარიღი:25.08.2020წ.

ბ) უკონტაქტო თერმომეტრი 1 ცალი სასაქონლო ზედნადები ელ–0542861798, თარიღი:25.08.2020წ.

გ) უკონტაქტო თერმომეტრი 1 ცალი სასაქონლო ზედნადები, თარიღი:

სულ 3 თერმომეტრი.  ინვოისი /01.09.20, შპს რენტოგრუპი

  • უზრუნველყოფს თანამშრომლებს აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი)

შესრულებული სამუშაო

ა) ნიტრილის ხელთათმანები 100 წყვილი;

ბ) პირბადე 150 ცალი

სასაქონლო ზედნადები ელ–0542907138, თარიღი:25.08.2020წ.

  • უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგებას, რომ მათ შორის დაცული იყოს 2მ დისტანცია;

შესრულებული სამუშაო

დაცულია დისტანცია 2 მეტრი

  • შენობების შესასვლელთან განათავსებს დეზობარიერებს, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

შესრულებული სამუშაო

ა)დეზობარიერი 2 ცალი + სადეზიფენქციო სითხე (სასაქონლო ზედნადები ელ–0523995148, თაროღი: 22.05.2020წ.

ბ)დეზობარიერი 3 ცალი + სადეზიფენქციო ხსნარი(სასაქონლო ზედნადები ელ–0543082384, თარიღი: 26.08.2020წ.

გ)სტიკერები 2 შეკვრა  (სასაქონლო ზედნადები ელ–0542861798, თარიღი:25.08.2020წ.

+ „დაიცავი დისტანცია“ 25 ცალი

დ) ნოხი დეზობარიერებთან 3 ცალი (სასაქონლო ზედნადები ელ– 0544019812, თარიღი:31.08.2020წ.)

სულ დეზობარიერი 5 ცალი. თბილისი – 4  ცალი, ზუგდიდი – 1 ცალი.

  • უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე ზედაპირების, ხშირადშეხებადი ნივთების გასაწმენდად სადეზინფექციო საშუალებების და ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსებას;

შესრულებული სამუშაო

  • შეძენილი უნივერსალური სადეზიფენქციო სითხე მიკრობაკფუდი 5 ლიტრი (სასაქონლო ზედნადები ელ– 0496649890)
  • სათანადო ადგილას განათავსებს ხელის ჰიგიენურ საშუალებებს და მათი სწორად მოხმარების წესებს;

ა)ხელის სადეზინფექციო დისპენსერები სულ 7 ცალი (სასაქონლო ზედნადები ელ– 0542861789, თარიღი:25.08.2020წ.)

ბ) ხელის სადეზიფენქციო სითხე მიკრობაკფუდი 5 ლიტრი (სასაქონლო ზედნადები ელ– 0496649890)

გ) სტიკერების კომპლექტი 2 შეკვრა  (სასაქონლო ზედნადები ელ–0542861798, თარიღი:25.08.2020წ.

სულ   ცალი. თბილისი – 1  ცალი, ზუგდიდი – 1 ცალი.

  • მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში აწესებს სანიტარულ შესვენებებს;
  • აწოდებს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაციას;
  • უზრუნველყოფს მოსწავლეთა, თანამშრომელთა და ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსებას ყველა სამუშაო ოთახში, საერთო სარგებლობის სივრცეებში და საკლასო ოთახებში. ჩაფენილი იქნეს ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.

შესრულებული სამუშაო

ა) ნაგვის ურნები 20 ცალი (სასაქონლო ზედნადები ელ–0544000237, თარიღი:31.08.2020წ.)

ბ) პარკები 100 ცალი დიდი + 80 ცალი პატარა (სასაქონლო ზედნადები ელ–0544572191, თარიღი:02.09.2020წ.)

გ) აეროზოლი სანიტარული კვანძებისათვის  4 ცალი

  • უზრუნველყოს კვებაზე და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები საჭირო ინვენტარითა და მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;

შესრულებული სამუშაო

ა) სარეცხი და სახეხი საშუალებები (სასაქონლო ზედნადები ელ–0544057444, თარიღი: 31.08.2020წ.

  • შეზღუდოს დიდი რაოდენობის ვიზიტორთა დაშვება სკოლაში

შესრულებული სამუშაო

მშობელთა და ვიზიტორთა დაშვება განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებით, სატელეფონო ზარის საშუალებით. მშობელთა დაშვება მოხდეს არსებული წესის შესაბამისად  სკოლის მიერ დადგენილი კათედრის დღეების განრიგის მიხედვით.

 

პანდემიის პირობებში სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • სკოლაში და ტრანსპორტში ყოფნისას მუდმივად ატარეთ პირბადე;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ  ხელები  სადეზინფექციო  ხსნარით  იმ  შემთხვევაში,  როცა  ვერ  ხერხდება  ხელების  დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ  ხელები  წყლითა  და  საპნით  ხილული  დაბინძურების  შემთხვევაში  ან  ბიოლოგიური  სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან  მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების  პერიოდში  უზრუნველყავით  თმის  შეკვრა/მჭიდროდ  დამაგრება,  რათა  მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

 

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ  მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის  შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე  სკოლიდან  და  უზრუნველყავით  ბავშვის  მიმართვა  ოჯახის  ექიმთან,  ან  ცხელების  ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის  პირობებში  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გაუარესების  შემთხვევაში  შეატყობინეთ  კლასის  დამრიგებელს;
  • ცხელების  ან სხვა რესპირატორული  დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით   ბავშვის  მიმართვა  ოჯახის  ექიმთან, ან  ცხელების  ცენტრში,  შესაბამისი  სამედიცინო  მომსახურების  მისაღებად  და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

 

სკოლის ექიმი

  • ვალდებულია უზრუნველყოს ექიმის კაბინეტი სკოლაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ფარმაცევტული საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დანართის შესაბამისად
  • ვალდებულია სკოლის ძირითად შესასვლელთან არსებულ ფოიეში განახორციელოსთერმოსკრინინგი, რათაგაკონტროლდეს, როგორცმასწავლებლების,მოსწავლეებისადამათიმშობლების/კანონიერიწარმომადგენლების, თანამშრომელთადასკოლაშიმომსვლელინებისმიერიპირისჯანმრთელობისმდგომარეობა, ტემპერატურისგაზომვით;
  • განახორციელოს შენობაში შემომსვლელ პირთა არღრიცხვა დანართი #1 შესაბამისად;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღრიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი).
  • თერმოსკრინინგის განხორციელების დროს, სავალდებულოა ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;
  • გააკონტროლოს შენობაში შემომსვლელ პირთა მიერ, ანტისეპტიკურისაშუალებების,პირბადისა და დეზობარიერით სარგებლობის ფაქტი, და საჭიროების შემთხვევაში მისცეს მითითება;
  • გააკონტროლოს ხელისდეზინფექციისათვისარანაკლებ 70%-იანიალკოჰოლისშემცველიანტისეპტიკურისაშუალებებისდისპენსერების გამოყენება, რომელიც განათავსებულია დაწესებულებისშესასვლელში, საერთოსარგებლობისსივრცეებთან:
  • თერმოსკრინინგისას ცხელების – 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი გადაყავს სკოლის მიერ მოწყობილ შესაბამის სივრცეში პირველ სართულზე – ტემპერატურის გადამოწმებლად  15 წუთიან შუალედში;
  • ვალდებულია ვერცხლისწყლის თერმომეტრი დაამუშაოს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • გააკონტროლოს და უზრუნველყოს სპეციალურ გამოყოფილ ოთახში ხელისჰიგიენისსაშუალებების არსებობა;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ვალდებულია მოსწავლე/ნებისმიერი პირი არ დაუშვას სკოლაში და რეკომენდაცია გაუწიოს მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • ვალდებულია სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში მოსწავლეს მოარგოს პირბადე და განათავსოს საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში,  ვალდებულია დირექტორთან შეთანხმებით დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • გააკონტროლოს საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირის (მათ შორის, მოსწავლის) პირბადით ყოფნის ფაქტი, უზრუნველყოს 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა და არ დატოვოს მოსწავლე მეთვალყურეობის გარეშე;
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმოს ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • არ დაუშვას  რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა,ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაიყვანოს  საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს დირექტორის ნებართვით მხოლოდ პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • დამრიგებლის საათზე განახორციელოს ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობი აქტივობები;
  • ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლეთა კვების ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას;
  • იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
  • ზედამხედველობა გაუწიოს სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას;
    მეთვალყურეობა გაუწიოს სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფას;

 

დამლაგებელი

  • ვალდებულია უზრუნველყოს სახელურების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება ყოველდღიურად  3 საათიანი ინტერვალებით;
  • სველი წერტილების სანიტარიული დასუფთავება განახორციელოს ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ვალდებულია სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება განახორციელოს დაბინძურების შესაბამისად, არაუმცირეს 2–ჯერ დღეში;
  • ვალდებულია  საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ გარეცხვა და გააშრობაზე. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე:
    ხელთათმანები;
    სახის ფარი;
    წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)
  • ყოველიგამოყენებისშემთხვევაშისაიზოლაციოოთახიდაამუშაოს სველი წესით;
  • უზრუნველყოს სასწავლო ოთახებში, საერთო სარგებლობის ფართებში გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების (დახურული ურნები, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით, რომლებშიც ჩაფენილია ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი). ნარჩენების პარკის დროული ამოღება და გატანა ერთჯერადი ხელთათმანებით;
  • უზრუნველყოფს შესასვლელებთან განათავსებული დეზობარიერების დეზიფენქციასა და მოწესრიგებას,
  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ განახორციელოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად– დანართი №37.2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;

 

ფინანსური ადმინისტრატორი

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01- 227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად:

  • პასუხისმგებელია სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შევსება, შენახვა, დასაწყობებასა და გაცემაზე;
  • უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობებას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში სკოლის პირველ და მე–4 სართულზე არსებულ სათავსოებში, რომელიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით.
  • აკონტროლებს შესასვლელებთან განათავსებული დეზობარიერების მდგომარეობას და მითითებას აძლევს სამნეო ნაწილის ხელმძღვანელსა და დამლაგებელს მათ მოსაწესრიგებლად;
  • უზრუნველყოფს დაწესებულებაში პირბადეების რეზერვის არსებობას;
  • უზრუნველყოფს მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებს ჰიგიენის გამართული საშუალებებით – წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი
    საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცები).

 

სამნეო ნაწილის ხელმძღვანელი/ზუგდიდის განყოფილებაში უსაფრთხო სკოლის მენეჯერი

 

  • დაეხმაროს სკოლის ექიმს ძირითად შესასვლელთან არსებულ ფოიეში  თერმოსკრინინგის განხორციელებაში;
  • დაეხმაროს სკოლის ექიმს თერმოსკრინინგის განხორციელების დროს, შენობაში შემომსვლელ პირთა ნაკადების მართვაში 1 მეტრიანი დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების უზრუნველსაყოფად;
  • დაეხმაროს ფინანსურ ადმინისტრატორს სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობებას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში სკოლის პირველ და მე–4 სართულზე არსებულ სათავსოებში.
  • დაეხმაროს ფინანსურ ადმინისტრატორს მასწავლებლების, თანამშრომლების, მოსწავლეების ჰიგიენის გამართული საშუალებებით – წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცები) მომარაგება/მიწოდებაში.
  • ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს (შემგომ გააკონტროლოს მათი განახლება, დამატება) განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყოფს დეზობარიერების განთავსებას შენობის მთავარ და სკოლის შესასვლელ სართულზე შესასვლელებთან სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
  • უზრუნველყოს შესასვლელებთან განათავსებული დეზობარიერების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და მოწესრიგება;
  • უზრუნველყოს ხელისდეზინფექციისათვისარანაკლებ 70%-იანიალკოჰოლისშემცველიანტისეპტიკურისაშუალებებისდისპენსერების გამართულობა, რომელიც განათავსებულია  დაწესებულებისშესასვლელში, საერთოსარგებლობისსივრცეებთან:
  • უზრუნველყოს სველ წერტილებში, ექიმის კაბინეტში, სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;

 

კლასის დამრიგებელი / გახანგძლივებული ჯგუფის აღმზრდელი

  • აკონტროლებს და უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ჰიგიენის საშუალებებით – ხელსაბანი ნიჟარა, სადეზიფენქციო ხსნარით, წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით(ერთჯერადი ხელსახოცები)  სარგებლობას და აძლევს შესაბამის მითითებებს;
  • სადეზიფენქციო საშუალებით წმენდს ხშირადშეხებად ზედაპირებს და საგნებს;
  • აძლევს დამატებით განმარტებებს კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა პრევენციული ღონისძიებების შესახებ, მიუთითებს და განუმარტავს სივრცეებში გამოკრულ პოსტერებზე და ხელის ჰიგიენის წესების ამსახველ თვალსაჩინოებებზე ასახულ წესებს;
  • სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ვალდებულია დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე დაა.შ.), სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუკეთოს მოსწავლეს პირბადე, აცნობოს სკოლის ექიმს მოსწავლის საიზოლაციო ოთახში გადასაყვანად;
  • უზრუნველყოფს საკლასო ოთახში სადეზიფენქციო და ჰიგიენის რეკომენდირებული საშუალებების, ასევე პირბადეების რეზერვის არსებობას;
  • ახორციელებს ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავებას დასვენებებზე;
  • აკონტროლებს აქვს თუ არა თითოეული მოსწავლეს პირადი, მცირე მოცულობის წყლის ბოთლი და  მცირე მოცულობის ჰიგიენური სველი ხელსახოცი, არქონის შემთხვევაში აწვდის მოსწავლეს საჭირო ნივთებს;
  • უზრუნველყოფს საკლასო ოთახში მოსწავლეთა შორის 1 მეტრიანი დისტანციის შენარჩუნებას;
  • ვალდებულია იქონიოს დისტანციური კავშირი მშობლებთან;
  • კლ. დამრიგებელი ვალდებულია ყოველკვირეულად ელექტრონული ჟურნალის გამოყენებით მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს მოსწავლის აკადემიურ მოსწრების შესახებ  
  • ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, ასევე 1 მეტრიანი დისტანციის დასაცავად ვალდებულია მართოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ნაკადი: სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზში,  დერეფანში,  ექიმის კაბინეტში გადაადგილებისას;
  • უზრუნველყოს სასადილოდან მოსწავლისათვის გათვალისწინებული საუზმის (ლანჩბოქსი) საკლასო ოთახში მიწოდება;
  • ყოველი შესვენების დროს ვალდებულია გაანიავოს საკლასო ოთახი;
  • საკარანტინე დოკუმენტების განსათავსებლად გამოყოს სპეციალური მაგიდები/სასკოლო მერხები, გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა.

 

 

კვების  ბლოკის თანამშრომელი

  • მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, ვალდებულია სადილზე ჩასული დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიღოს სკოლის მიერ კლასებისათვის შედგენილი განრიგის მიხედვით;
  • შესვენებებზე საკვების მისაღებად ჩასულ მოსწავლეებში არ დაუშვას  1 მეტრიანი დაისტანციის დარღვევის ფაქტი;
  • უზრუნველყოს მაგიდასთან განთავსებულ მოსწავლეთა შორის არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • გაუმზადოს ლანჩბოქსი (დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის განკუთვნილი საუზმე და სადილი) კლასის დამრიგებლებს საკლასო ოთახში წასაღებად;
  • უზრუნველყოს მოსწავლეთა კვების ბლოკის სასადილოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოება;
  • რეგულარულად გაანიაოს სასადილო ოთახი;
  • სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია განახორციელოს ყოველი მოხმარების შემდგომ ;
  • უზრუნველყოს სასადილოს იატაკის სველი წესით დამუშავება ყოველი დღის ბოლოს სპეციალური სადეზიფენქციო სასუალებების გამოყენებით;
  • უზრუნველყოს სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა სასადილოს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
  • ჭურჭელი მექანიკურად გაათავისუფლოს საჭმლის ნარჩენებისგან;
  • ჭურჭელი პირველ ჯერზე გარეცხოს არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, პირველ ნიჟარაში, მეორე ჯერზე გარეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის  სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში; 
  • ჭურჭელი გაივლოს არანაკლებ 65⁰ C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

  • წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს.
  • სამზარეულოს ჭურჭელი გარეცხოს ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

სკოლის ტრანსპორტში (მიკროავტობუსში) მძღოლი/მორიგე მასწავლებელი/ და მოსწავლე  ვალდებულია:

 ტრანსპორტში მორიგე მასწავლებელი

  • ვალდებულია მოსწავლეებს მიკროავტობუსში ასვლამდე ჩაუტაროს თერმოსკრინინგი;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვაში შეატყობინოს სკოლის ექიმს შემდგომი რეაგირებისათვის;

მძღოლი

  • ვალდებულია ყოველდღიურად დაამუშაოს მიკროავტობუსის სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობი და სავარძლების სამკლაურები (ხელის დასასვენებელი ადგილი);
  • მუდმივად გაანიაოს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ სველი წესით დაამუშაოს საერთო გამოყენების სივრცე.

მოსწავლე, მორიგე მასწავლებელი და  მძღოლი  ვალდებულია  მგზავრობისას გამოყენოს პირბადე.

 

სართულის  მორიგე  მასწავლებელი/თანამშრომელი

მოქმედებს სკოლის მიერ შედგენილი მორიგეობის განრიგის შესაბამისად;(დანართი)

  • ეხმარება სკოლის ექიმს, სამნეო ნაწილთან ერთად თერმოსკრინინგის ჩატარებაში;
  • ვალდებულია არ დაუშვას სკოლის შენობაში მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის შესვლა პირბადი გარეშე,
  • არ დაუშვას პირთა შორის 1 მეტრიანი დისტანციის დარღვევა;
  • საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სკოლის ექიმს მოსწავლის საიზოლაციო ოთახში გადაყვანაში;
  • ვალდებულია შესვენებების პერიოდში უზრუნველყოს, რათა არ მოხდეს დიდი რაოდენობით მოსწავლეთა თავმოყრა და მიუთითებს 1 მეტრიანი დისტანციის დაცვაზე.

 

ბიბლიოთეკა/სამკითხველოს თანამშრომელი ვალდებულია

  • უზრუნველყოს ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;

იქონიოს ხელის სანიტაიზერი;

  • ყოველი გამოყენების შემდეგ სამუშაო ზედაპირები დაამუშაოს ანტივირუსული სითხით.
  • წიგნების გამცემისას აღჭურვოს ხელთათმანებით;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების გამოყენება და ასეთი ნარჩენების დროული გატანა დამლაგებლის მეშვეობით;
  • უზრუნველყოს ვიზიტორთა განთავსებისას მაგიდებთან წინასწარ განსაზღვრული  უსაფრთხო დისტანციის დაცვა
  • აკრძალოს ჯგუფური მუშაობის პრინციპი;
  • უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურების, დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით არანაკლებ 3-ჯერ დღეში;
  • უზრუნველყოს კომპიუტერისა და მისი აქსესუარების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • ყველა სამუშაო ავეჯი გამოყენების შემდეგ დაამუშაოს სადეზინფექციო ხსნარითა და მშრალი ხელსახოცით;
  • გააკონტროლოს დარბაზის შესასვლელში არსებული ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხსნარისა და გამოყენების ფაქტი (დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ დაბრუნებისას აუცილებელია სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება);
  • უზრუნველყოს გამოყენებული, მომხმარებლისგან/მკითხველისგან დაბრუნებული დოკუმენტების განათავსება კარანტინში 3-5 დღის განმავლობაში;
  • საკარანტინე დოკუმენტების განსათავსებლად გამოყავით სპეციალური მაგიდები/სასკოლო მერხები, გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა;
  • მოემსახუროს მოსწავლეებს 15:00 საათიდან.