სკოლაში უზრუნველყოფილია მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით, სკოლას აქვს/ყავს:
- შინაგანაწესი;
- სასკოლო სასწავლო გეგმა.
- დისციპლინური კომიტეტი;
- მშობელთა კომიტეტი;
- უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
- ფსიქოლოგი, სკოლის ექიმი/ექთანი;
- პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი;
- კლასის დამრიგებელი და გახანგძლივებული ჯგუფის მასწავლებელი;
- სართულებზე უსაფრთხოებისათვის – მორიგე მასწავლებელი;
- ინფორმაციის ხელმისაწვლომობა (დახურული მესინჯერ-ჯგუფები, ელექტრონული ჟურნალი);
- სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის უსაფრთხო გარემო.
სკოლა არამხოლოდ ზრუნავს მოსწავლისა და მშობლის უფლებების დაცვაზე, არამედ კონტროლს უწევს მათი უფლებების დარღვევის შესაძლო/მოსალოდნელ გარემოებებს, როგორც პრევენციის, ისე ინტერვენციის ელემენტებით. მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტების მუდმივი აღმოჩენა/გამოვლენა კი უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პრევენციული, ინტერვენციული ღონისძიებებისა და მომავლის დაგეგმარების პროცესისთვის სკოლა დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ მარეგურილებელ დოკუმენტებს საჭიროების მიხედვით განახლებად წესებსა და ინსტრუქციებთან ერთად, წარმატებით იყენებს მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის ფორმებს – ანკეტების მექანიზმს
მოსწავლეთა და მშობელთა უფლებების დაცვისთვის გამოყენებული მარეგულირებელი დოკუმენტები:
- სკოლის შინაგანაწესი;
- მასწავლებლის ეთიკის კოდექსი,
- მოსწავლის ქცევის კოდექსი,
- მოსწავლეთა და თანამშრომელთა ადაპტაციის მექანიზმი,
- ინსტრუქცია სკოლის დემოკრატიულ მმართველობაში მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ;
- მშობელთა ინფორმირების წესი;
- პერსონალური მონაცემების დაცვის წესი/თანხმობა ფოტო-ვიდეო გადაღებაზე/ექსკურსიაზე და ა.შ.
- უსაფრთხოების წესი/საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმა;
- საჩივრის განხილვის წესი და სააპელაციო კომისია.
მოსწავლეთა და მშობელთა უფლებების დაცვისა კმაყოფილების კვლევისთვის ანკეტირების მექანიზმი/ფორმები:
- კითხვარი – აირჩიე მასწავლებალი (პრივატული კავშირი სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის ელ.ფოსტის გამოყენებით);
- კითხვარი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
- კითხვარი კლასის დამრიგებლის საქმიანობაზე;
- მოსწავლის კითხვარი.
მოსწავლის უფლებები
მოსწავლეს უფლება აქვს:
- მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;
- იცნობდეს სკოლაში მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებებს (მოსწავლის ქცევის კოდექსი, სკოლის შინაგანაწესი, უსაფრთხოების წესები);
- სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის სერვისი;
- მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
- ისარგებლოს სკოლაში არსებული უფასო კლუბებით (გათვალისწინებულია მშობელსა და სკოლას შორის არსებული ხელშეკრულებით), ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით, სასწავლო ინვეტარითა და დამხმარე საშუალებებით.
- ისარგებლოს სკოლაში დანერგილი მოსწავლის საკონსულტაციო სისტემით აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.(კათედრის დღეები – ოთხშაბათი, ხუთშაბათი – გაწერილი განრიგის შესაბამისად)
- ისარგებლოს სკოლის ექიმის/ექთნის და ფსიქოლოგის კვალიფიციური მომსახურებით.
- ახალი მოსწავლის შემთხვევაში:
- ადაპტაციისთვის ისარგებლოს საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსის მოსწავლეთა და თანამშრომელთა ადაპტაციის წესით განსაზღვრულ მენტორთა (კლასის დამრიგებელი, ფსიქოლოგი და უფროსკლასელი მოსწავლე) დახმარებით;
- ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ისარგებლოს უფასო დამატებითი გერმანული ენის გაკვეთილებით ჩამორჩენის აღმოფხვრისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
- გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, ინფორმაციის თავისუფლება, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრების იმ ასპექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებათ და განსაზღვრულია სკოლის დემოკრატიულ მმართველობაში მოსწავლეთა ჩართვის სახელმძღვანელო ინსტრუქციით;
- გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად, ისარგებლონ სკოლაში არსებული წახალისების მექანიზმებით.
მშობლების უფლებები
მშობელს უფლება აქვს:
- მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და სასკოლო წესების შესახებ;
- მოისმინოს მასწავლებლის მოსაზრებები მოსწავლის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებით;
- სასწავლო პროცესში აღქმული იყოს, როგორც პარტნიორი;
- მოისმინონ მისი მოსაზრება სასწავლო პროცესში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
- იცნობდეს და ჩართული იყოს სასკოლო კურიკულუმის და/ან სხვა სასკოლო დოკუმენტის შემუშავების პროცესში;
- განწყობის/მომავლის დაგეგმარების შესახებ მოსაზრების დასაფიქსირებად გამოიყენოს სკოლაში არსებული ანკეტირების მექანიზმი (აირჩიე მასწავლებალი/ უსაფრთხოების კითხვარი/კითხვარი კლასის დამრიგებლის საქმიანობაზე);
- იცნობდეს სკოლის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მექსნიზმს;;
- სკოლასთან ერთად, ხელი შეუწყოს/შესთავაზოს და მონაწილეობა მიიღოს არაფორმალური განათლების აქტივობებში;
- თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
- დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
- მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვა: ფლობდეს ინფორმაციას სკოლის მიერ მოსწავლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება, მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები გაცემის საფუძვლისა და მიზნის მითითებით;
- მოითხოვოს სკოლასა და მშობელს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვა;
- სკოლის დირექტორთან წარადგინოს საჩივარი/მოთხოვნა სკოლის პერსონალის ან სხვა მოსწავლის ან სხვა მოსწავლის მშობლის მხრიდან თავისი შვილის უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
- სკოლის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
- მოითხოვოს სკოლის შენობაში შესვლა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, ან განსხვავებულ პერიოდში სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
- მოითხოვოს ინდივიდუალური შეხვედრა მასწავლებელთან, სკოლის დირექციის წარმომადგენელთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სკოლის ექიმთან;
- შვილის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლისგან მიიღოს ინდივიდუალურად – სკოლაში – კათედრის დღეებში(ოთხშაბათი, ხუთშაბათი);
- ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომების შესახებ;
- წარადგინოს კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს ,მშობელთა კომიტეტის არჩევნებში/მუშაობაში;
- წარადგინოს თავისი კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს დისციპლინარული კომიტეტის არჩევნებში.