სკოლებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინაა. ეს ვიქტორინა ლამაზ ტრადიციად იქცა, რადგან მრავალ სკოლას მოუტანა წარმატება, მოსწავლეებს კი ახლის ძიების, სამყაროს შემეცნების, საკუთარი თავის რწმენის სურვილი განუვითარა.
,,ჯი-ელ-სი“, ასე ჰქვია სკოლის მოსახელე გუნდს, რომლის წევრებიც არიან:
ივანე იოსებაშვილი (კაპიტანი),
თამაზ რუსაძე,
მერი თათრიშვილი,
თორნიკე პირველი,
ქეთევან ბერაია.
მათ წარმატებით გადალახეს ვიქტორინის შესარჩევი და შემდგომი ტურები და ფინალურ შეხვედრას პირველი ადგილის სტატუსით შეხვდნენ 12 საუკეთესო გუნდს შორის. ფინალი დაასრულეს IV საპატიო ადგილით და საგანგებო პრიზით – ამეთვისტოს ულამაზესი კრისტალებით, რომელიც თსუ მინერალოგიის კათედრამ დააწესა.
ეს დღე – 27 თებერვალი დიდხანს ემახსოვრებათ როგორც წარმატებული გუნდის წევრებს, ასევე მათ პედაგოგ-მასწავლებლებს.