28.12.2010
27 დეკემბერს სკოლა „ჯი-ელ-სის“ საესტრადო სიმღერების წრის პატარებს „თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი“ მასპინძლობდა. ესტრადის I-V კლასის პატარა მომღერლებმა მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლის მეგობრებს თეატრალურ-მუსიკალური სპექტაკლი „ახალი წლის ღამის მოლოდნიში“ წარუდგინეს. მათ ძმები გრიმების ზღაპრის გმირები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი 2011 წლის მოახლოება საახალწლო პერფორმანსით მიულოცეს.
სკოლა-ლიცეუმში საესტრადო სიმღერების წრე უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. „ახალი წლის ღამის მოლოდნიში“ მესამე ღონისძიებაა, რომელიც ესტრადის პატარა მოყვარულებმა პროფესიულ სცენაზე შეასრულეს.