საზეიმო ხაზით დაიწყო სასწავლო წელი ჯი-ელ-სის სკოლაში.
სკოლის საზეიმოდ მორთულ მოედანზე მოსწავლეებს, მშობლებსა და კოლეგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ქეთევან თავდიშვილმა.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა დეკანოიძემ წარჩინების სიგელები გადასცა ფრიადოსან მოსწავლეებს. მრავალი სამადლობელი სიტყვა ითქვა პედაგოგების მისამართით. გერმანული ენის სადიპლომო პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ დოდო ამაშუკელს გადაეცა ორდენი პროფესიული მიღწევებისათვის, ხოლო გეოგრაფიის მასწავლებელი ქალბატონი ზოია ქარსელაძე დაჯილდოვდა წლის მასწავლებლის სერტიფიკატით.
თავიანთ მასწავლებელთან ქალბატონ ირმა ჯავახიშვილთან ერთად ბევრი ლამაზი ლექსი თქვეს პირველკლასელებმა, რითაც კიდევ მეტად გაალამაზეს ეს საზეიმო დღე.
ბედნიერი მომავლის საწინდარი ყოფილიყოს ეს დასაწყისი ყველა ჯიელსელისათვის!