ენდეთ ჩვენს 28 წლიან გამოცდილებას!
სკოლა გთავაზობთ:
შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს,
09:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე, ან/და 18:00 სთ–მდე მორიგე ჯგუფში – დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის და 09:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის,
ინგლისური ენის(I-XII), გერმანული ენის(II-XII), მათემატიკის, ინფორმატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, გაძლიერებულ სწავლებას, ესთეტიკურ განათლებას, მესამე უცხო ენას – რუსული (VII-XII),
უსაფრთხო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ სამსახურს
მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას.
სწავლის საფასურში შედის:
- ორჯერადი კვება დაწყებით საფეხურზე;
- გახანგძლივებული ჯგუფების მომსახურეობა დაწყებით საფეხურზე – საშინაო დავალებების ნაწილობრივი მომზადება მასწავლებლის მეთვალყურეობით;
- დამატებითი გემანული და ინგლისურის ენის გაკვეთილები III-IV კლასებში დღის მეორე ნახევარში – საშინაო დავალების მომზადება შესაბამისი უცხო ენის მასწავლებელის მეთვალყურეობით;
- ინგლისურის გაძლიერებული სწავლება – პირველი კლასიდან TOEFL პროგრამით (შასაბამისი საფეხურის სერტიფიკატი);
- გერმანულის გაძლიერებული სწავლება – მეორე კლასიდან გერმანული ენის სადიპლომო პროგრამით (გერმანული ენის სახელმწიფო დიპლომი DSD I და DSD II);
- ფსიქოლოგის საათი, ექიმის მომსახურება.
სწავლის საფასურში ასევე შედის:
- III კლასიდან: წიგნის მოყვარულთა კლუბი – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;
- III კლასიდან: ინგლისური ენის ყოველწლიური სასერტიფიკატო გამოცდების შესაბამისი პროგრამით მზადება გაზრდილი საათობრივი ბადით;
- V-VI-VII კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ გერმანულ- და ინგლისურენოვან მოხალისეებთან არაპროგრამულ მასალაზე;
- V კლასიდან: ნორჩ ფილოლოგთა კლუბი – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის;
- V კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი;
- VII კლასიდან: კლუბი „გალუას ვექტორზე“ – მათემატიკით დაინტერესებული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა;
- V კლასიდან: დამატებითი მეცადინეობა კათედრის დღეებში სკოლის ნებისმიერ მასწავლებელთან დაინტერესებული ან ჩამორჩენილი მოსწავლეებისათვის;
- XI-XII კლასებში:ეროვნული გამოცდებისათვის მზადება საგნის საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში 1-2 აკადემიური საათის დამატებითა და გამოცდის მრავალჯერადი იმიტაციებით;
- IX-X-XI-XII კლასებში: საერთაშორისო კონკურსებისათვის მოსამზადებლად შიდა სასკოლო კონკურსების ჩატარება;
- ყველა კლასში: პროექტი – აირჩიე მასწავლებელი;
- სკოლის ფრიადოსან მოსწავლეთა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და სხვა კონკურსებში გამარჯვებულთა წახალისების მიზნით მათი მიღწევების გაშუქება სკოლის ვებგვერდზე, მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებით, დაჯილდოვება სიგელებით, ექსკურსიებით, საზაფხულო სკოლებითა და საერთაშორისო ტურებით.
მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნავს მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი!
მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრებით!
სწავლის გადასახადი: 5000 (ხუთი ათასი) ლარი
გადახდა ხორციელდება 3 ეტაპად:
მთელი თანხის 40 % – რეგისტრაციის მომენტში,
30% – საანგარიშო სასწავლო წლის 20 ოქტომბრამდე,
30% – საანგარიშო სასწავლო წლის 20 დეკემბრამდე.
ხელშეკრულება მოქმედებს 3(სამი) სასწავლო წლის განმავლობაში
გისურვებთ წარმატებებს!