ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო
პროექტის მიზანი და ამოცანები
პროექტის მიზანია საჭირო პირობების შექმნა მოზარდის გონებრივი განვითარებისთვის, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებისა და საჭირო უნარ–ჩვევების შეძენისთვის, მათი აუცილებელი და ზოგადი ცოდნით უზრუნველყოფა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლისა და მასწავლებლის მიერ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება–მოვალეობის გაცნობიერებაში ხელშეწყობა. პროექტის ამოცანები გრძელვადიანია, რაც განსაზღვრულია არსებული მიზნის მიღწევისათვის.
სამოქმედო გეგმა
პროექტში ჩართული არიან მასწავლებლები და VIII-XII კლასის მოსწავლეები. სკოლამ ბიბლიოთეკისთვის არსებული პროექტის განხორციელებისთვის შეიძინა საოჯახო ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული პროზის გამოცემა (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბ; 2013). მოსწავლესა და მასწავლებელს აღნიშნული წიგნების გამოტანა ბიბლიოთეკიდან შეუძლიათ ერთი კვირის განმავლობაში.ეს პერიოდი სრულიად საკმარისია მოსწავლისთვის, რათა მიიღოს საჭირო ცოდნა, ხოლო მასწავლ;ებელი გატანილი წიგნის მიხედვით ამუშავებს კითხვების გარკვეულ რაოდენობას. კითხვის შინაარსი შეიძლება იყოს ინტელექტუალური, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული, რისი ცოდნაც სასურველია მოსწავლისათვის. ინტელექტუალურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ბავშვები ერთიანდებიან 5 მოსწავლისგან შედგენილ ჯგუფებში და მუშაობენ ინდივიდუალურად (კითხულობენ წიგნებს), შეჯიბრების დროს სცემენ გუნდურ პასუხს წერილობით. ყველასთვის იქნება დასმული ერთი და იგივე შეკითხვა, მოსაფიქრებლად იქნება 1 წუთი და კითხვა შეფასდება თითო ქულით. კითხვებს ინტელექტუალური ვიქტორინისთვის არჩევს სკოლის ორგანიზატორი და სკოლის ბიბლიოთეკა.
- პროექტის განხორციელების განრიგი:
პროექტი განხორციელდება 2 ეტაპად: თებერვლი; აპრილი.
ვიქტორინის შესახებ
შეჯიბრება ჩატარდება გუნდური პრინციპით VIII-XII კლასებს შორის.
გუნდი შედგება 5 მოსწავლისგან.
გუნდს ჰყავს კაპიტანი და აქვს სახელი. შესაძლებელია კლასიდან 2–3 გუნდის შექმნა.
აკრძალვები
იკრძალება მობილური ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება, კარნახი, გუნდის წევრის მაგიდიდან ადგომა, დარბაზიდან გასვლა, ხმაური ან უხეში ქცევა. კითხვის გაპროტესტება დასაშვებია თამაშის დამთავრების შემდეგ.
ვიქტორინის ჩატარების ზოგადი წესები
თითოეული შეკითხვა გამოისახება ეკრანზე და იკითხება წამყვანის მიერ.
გუნდს მოსაფიქრებლად ეძლევა 1 წუთი. მოსაფიქრებელი დროის გასვლის შემდეგმოსწავლეები პასუხს წერილობით აფიქსირებენ საპასუხო ბარათზე და გუნდის კაპიტნები დამკვირვებელს გადასცემენ პასუხის ფურცელს (კეთდება ზეპირი კომენტარი
არჩეული პასუხის შესახებ გუნდიდან). საპასუხო ბარათი გადაეცემა კომისიას (კომისია აფიქსირებს ქულებს (თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0–ით). პასუხი მცდარად ითვლება, თუ დაფიქსირებული 2– 3 პასუხი, პასუხი ზოგადია ან აკლია კონკრეტულობა და დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა.
კითხვის შინაარსი
კითხვა არის ინტელექტუალური ხასიათის და გარკვეულ შემთხვევაში მოითხოვს მოსწავლის ძოგად განათლებასა და ინტუიციას. დასმული შეკითხვა არ სცდება მითითებული ლიტერატურის ფარგლებს. პროექტს დართული აქვს იმ წიგნების სია, საიდანაც ამოღებული იქნება შეკითხვები. ვიქტორტინისთვის ინდივიდუალურად მუშაობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის მაქსიმალური ვადაა 1 კვირა. ვიქტორინის პირველი ეტაპი შინაარსობრივად მოიცავს ისეთ ადამიანთა ისტორიის შესწავლას, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ისტორიული კუთხით. მეორე ეტაპი დაეფუძნება ისეთ ლიტერატურას, სადაც მოცემული იქნება ადამიანთა ბიოგრაფია, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში. მასწავლებლები დამუშავებულ შეკითხვებს აბარებენ ბიბლიოთეკას 10 თებერვლამდე. შეკითხვებს თან უნდა ჰქონდეს დართული სქოლიო, რათა გამოირიცხოს კითხვის არაკორექტულობა. მასწავლებელთა შეკითხვებს არჩევს ბიბლიოთეკა სკოლის ორგანიზატორთან ერთად.
100 წიგნი – ბიოგრაფიული პროზა
№ | ავტორი | დასახელება | შენიშვნა |
1 | ლორდი კინროსი | ათათურქი – ერის მეორედ დაბადება | წიგნი 11 |
2 | ჰენრი ჰარტი | ვენეციელი მარკო პოლო | წიგნი 14 |
3 | რონალდ რეიგანი | ამერიკული ცხოვრება – ავტობიოგრაფია | წიგნი 17 |
4 | რუალ ამუნდსენი | ჩემი ცხოვრება | წიგნი 18 |
5 | ჯეკ უეზერფორდი | ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება | წიგნი 19 |
6 | ელიოტ რუზველტი | მისი თვალით დანახული | წიგნი 20 |
7 | დიმიტრი მედვედევი | ტეტჩერი – უცნობი მეგი | წიგნი 25 |
8 | ლი კუან იუ | მესამე სამყაროდან პირველში: სინგაპურის ისტორია: 1965-2000 | წიგნი 27 |
9 | ბენიტო მუსოლინი | ჩემი აღზევება და დაცემა | წიგნი 29 |
10 | ოლდენ ჰეთჩი | უცნობი დე გოლი | წიგნი 31 |
11 | ნელსონ მანდელა | საუბრები საკუთარ თავთან | წიგნი 32 |
12 | ალბერტ შპეერი | ჰიტლერი – მოგონებები | წიგნი 33 |
13 | იოსებ ლავრეცკი | ჩე გევარა | წიგნი 37 |
14 | ჯონათან სპენსი | მაო ძედუნი | წიგნი 38 |
15 | ედუარდ სტოურტონი | იოანე პავლე II – კაცი ისტორია | წიგნი 40 |
16 | ტენზინ გიაცო (ტიბეტის დალაი ლამა) | თავისუფლება დევნილობაში | წიგნი 44 |
17 | ნიკოლო კაპონი | ნიკოლო მაკიაველი | წიგნი 45 |
18 | პოლ დოჰერთი | ალექსანდრე დიდი – ღმერთის სიკვდილი | წიგნი 47 |