სასკოლო სასწავლო გეგმა |
2021-2022 სასწავლო წელი |
1.შესავალი
სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზეა შედგენილი და მისი საშუალებით ხორციელდება საგანმანათლებლო და სააღმზდელო პროცესი სკოლაში.
სასკოლო სასწავლო გეგმაში გაზიარებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანა – შექმნას მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას:
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი;
- გათვალისწინებულია მოსწავლის მზაობა, ასაკთან შესაფერისი ინტერესები, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები;
- შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას, ანუ მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
სკოლის დირექცია უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმის სრული ვერსიის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის: მშობლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და X-XI კლასის მოსწავლეებთან, მაისის თვეში ტარდება ყოველწლიური ტრადიციული შეხვედრები მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის მიზნით, ინფორმაცია ზიარდება სკოლის ვებგვერდის, ბიბლიოთეკისა და კლასის დამრიგებლის საშუალებით.
2. სკოლის მისია
შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, გაიაზრებს თავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლება-მოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, კულტურის ტრანსფერს, განივითარებს ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, რომლის საშუალებითაც შეძლებს თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვას სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში, ჩამოყალიბდება სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქედ.
სკოლის მიზანია გაამართლოს მოლოდინები:
- მოსწავლეებისათვის: უზრუნველყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ინოვაციური სასკოლო გარემო, სადაც თითოეული მათგანი არის სასკოლო ცხოვრებისა და სწავლების პროცესის განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრი.
- საზოგადოებისათვის: აღზარდოს სოციალურად და პიროვნულად სწორად ორიენტირებული შემოქმედი პიროვნება, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად;
- მშობლებისათვის: შექმნას ბავშვის სწავლის, განვითარებისა და აღზრდის შესაფერისი პირობები, უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიანი აბიტურიენტების მომზადება.
- კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო.
სკოლის საგანმანათლებლო ამოცანებია:
- უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის ინტელექტუალური და ემოციური რესურსებით, გამოიყენოს სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდები, ინტელექტუალური სწავლების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს ტექნიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო პროფილით სწავლება;
- უზრუნველყოს უცხოური ენების გაღრმავებული სწავლება გერმანული – DSD სკოლის პირობებში და ინგლისური – TOEFL-ის სასერტიფიკატო ჯგუფებში, ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლების სკოლის პერსპექტივით;
- უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიანი აბიტურიენტების მომზადება.
ამისათვის სკოლა განახორციელებს:
- საგამოცდო საგნების მცირერიცხოვან ჯგუფებში და გაზრდილი საათობრივი ლიმიტით სწავლებას XI-XII კლასებში;
- უცხოური ენების გაღრმავებულ სწავლებას ენის ფლობის დონეების მიხედვით და მცირერიცხოვან ჯგუფებში;
- მოსწავლეთა შეფასებას ინოვაციური სისტემით – შაბათის სასკოლო წერებით (ქვიზებით) და სამოტივაციო რეიტინგული სისტემით;
- საზაფხულო სემინარებსა და პარტნიორულ პროგრამებში თანამშრომელთა მაქსიმალურად ჩართვას;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობისათვის: შემეცნებით, საკონკურსო, მედია-პროექტებში ჩართვას, თვითმმართველობის განვითარებას;
- თანამშრომელთა მოტივაციისათვის: წახალისებისა და მონიტორინგის არსებული სისტემების მუდმივ სრულყოფას.
8.საგანმანათლებლო რესურსები:
- გრიფმინიჭებული სასკოლო და დამატებითი სახელმძღვანელოები;
- საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები თბილისსა და ზუგდიდში, პირველკლასელთა ბუკები, პროექტორები, ტელევიზორები, გერმანული ენის კაბინეტში smart- ტელევიზორი;
- სასკოლო თვალსაჩინოებანი: რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვა;
- ბიბლიოთეკა: ა) თბილისში წიგნადი ფონდით 4254 ერთეული – მოიცავს სასკოლო სახელმძღვანელოებს, მხატვრულ, შემეცნებით, სამეცნიერო, მეთოდურ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებს ქართულ და უცხოურ ენებზე, ელექტრონულ წიგნებს, ბ)ზუგდიდის განყოფილებაში ბიბლიოთეკა 1880 ერთეული წიგნით, გ) ელექტრონული სახელმძღვანელოები;
- საბუნებისმეტყველო საგნების – აინშტაინის ლაბორატორიები თბილისსა და ზუგდიდში – სულ ლაბორატორიის კომპლექტი – 2.
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი. დანართი № 5
კათედრების მიერ არჩეულია სახელმძღვანელოები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხიდან და დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ. არჩეული სახელმძღვანელოებით სკოლა ამარაგებს როგორც თბილისის სკოლის, ასევე ზუგდიდის განყოფილების ყველა მოსწავლეს.
სკოლა ასევე იყენებს დამხმარე/დამატებით სახელმძღვანელოებს, რომელიც შერჩეული და დამტკიცებულია დადგენილი პროცედურებით.
9. მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების წესები
დანართი N 6
მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის შესაფასებლად სკოლაში შემუშავებულის მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების წესები დებულების სახით. დებულება შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ საგნის მასწავლებლების, კათედრების, სწავლების ხარისხის სამსახურის, სასწავლო ნაწილის, დირექციის მონაწილეობით და მასში გათვალისწინებულია მოსწავლეთა, მშობლების და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებები.
მოსწავლეებისათვის დებულების გაცნობა ხდება სასწავლო წლის დასაწყისში შემდეგი წესით:
- საგნის მასწავლებელი სასწავლო წლის დასაწყისში აცნობს კლასს საგანში არსებულ მოთხოვნებს, მინიმალურ გამსვლელ ქულას, რუბრიკებს;
- კლასის დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში აცნობს მოსწავლეებს გაცდენებთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და მოსალოდნელ შედეგებს, საგამოცდო საგნებს, შემაჯამებელი დავალებების განრიგს, სასკოლო მონიტორიგის /ქვიზების თარიღებს;
- შეფასების წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეფასების რუბრიკები გამოკრულია კლასებში, კათედრებზე, სამასწავლებლოში, ხოლო შესაბამისი განმარტებითი საუბრები ყველა კლასში ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში და შემდგომ, განსაკუთრებით შემაჯამებელი დავალებების წინ ან/და საჭიროების შესაბამისად;
- მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასების დებულება განთავსებულია სკოლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის;
10. კათედრები სკოლაში
სკოლაში მშობელთა ინფორმირებულობისათვის ჩანიშნულია შეხვედრები მათთან, კათედრის დღეებში, საგნების მიხედვით შემდეგნაირად:
ოთხშაბათი – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გეოგრაფია, ჩვენი საქართველო, ბუნებისმეტყველება, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, მუსიკა;
ხუთშაბათი – ინგლისური ენა, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ხელოვნება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სპორტი.
სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით ფუნქციონირებს სამი კათედრა და გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა
- ჰუმანიტარული საგნების;
- მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების;
- უცხოური ენების;
- გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა.
საგნობრივი კათედრები შემავალი საგნების მიხედვით აერთიანებს სკოლის 52 მასწავლებელს.
ჰუმანიტარული საგნების კათედრაზე შედის შემდეგი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ჩვენი საქართველო;
- საქართველოს და მსოფლიო ისტორია;
- გეოგრაფია;
- საქართველოს გეოგრაფია;
- მსოფლიოს გეოგრაფია;
- გლობალური პრობლემების გეოგრაფია;
- სამოქალაქო განათლება;
- სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება;
- მე და საზოგადოება;
- საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;
- მუსიკა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
- ჭადრაკი.
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების კათედრა
- მათემატიკა;
- ბუნებისმეტყველება;
- ბიოლოგია;
- ფიზიკა;
- ქიმია;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ).
უცხოური ენების კათედრა
- პირველი უცხოური ენა – ინგლისური;
- მეორე უცხოური ენა – გერმანული;
- მეორე უცხოური ენა – ფრანგული;
- მესამე უცხოური ენა – რუსული, სკოლისათვის სავალდებულო დამატებითი საგნის სახით;
- არჩევითი საგანი – მესამე უცხოური ენა – რუსული.
გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა
- გერმანული ენა – DSD (ისწავლება II- XII კლასებში)
- გერმანული ენა – DSD ზუგდიდის გ-ბა (ისწავლება VII- XII კლასებში)
11.ინკლუზიური განათლების პროგრამა და ზოგადი დებულება. დანართი N7
12. სკოლის სადამრიგებლო – სააღმზრდელო პროგრამა
შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის აქვს ჩამოყალიბებული მიდგომა სადამრიგებლო–სააღმზრდელო საქმიანობისადმი და ეს პროგრამა წარმოადგენს კლასის დამრიგებლის, ფსიქოლოგის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მშობელთა კლუბისა (მშობელთა კომიტეტი) და სკოლის დისციპლინური კომიტეტის საქმიანობის ერთობლიობას.
სააღმზრდელო პროგრამა შემუშავებულია დამრიგებელთა საბჭოს მიერ სასწავლო ნაწილის ჩართულობით, გაშლილია სასწავლო პროცესის რეგულირების წესში – სასწავლო გეგმის დანართი N1-ში.
მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელთა კომიტეტი ირჩევა სასწავლო წლის დასაწყისში, მუშაობენ შემუშავებული და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებებით.
სკოლის დისციპლინური კომიტეტი მუშაობს სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.
13. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზდელო მომსახურება
ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა:
რუსული ენა – მესამე უცხოური ენა
(დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება), სკოლისათვის სავალდებულო საგნის სტატუსით, 2 აკ.საათი VII-VIII-IX კლასებში, გაწერილი გაკვეთილების ცხრილში.
საგნობრივი კლუბები
დაინტერესებული და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეებისათვის სკოლაში, არასაგაკვეთილო დროს ხელმისაწვდომია შემდეგი სახის უფასო მომსახურება:
- III კლასიდან: წიგნის მოყვარულთა კლუბი – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;
- III კლასიდან: ინგლისური ენის ყოველწლიური სასერტიფიკატო გამოცდების შესაბამისი პროგრამით მზადება გაზრდილი საათობრივი ბადით;
- V-VI-VII კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან და უცხოელ პედაგოგებთან არაპროგრამულ მასალაზე;
- V კლასიდან: ნორჩ ფილოლოგთა კლუბი – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის;
- III კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი;
- VII კლასიდან: კლუბი „გალუას მიმდევრები“ – მათემატიკით დაინტერესებული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა.
ფსიქოლოგის საათი
სკოლის პერიოდში ადგილი აქვს ბავშვის მკვეთრ ფსიქო–ფიზიკურ ზრდას, რაც ხშირად სხვადასხვა სახის კრიზისით ვლინდება: სიძნელეები წავლაში, ურთიერთობებში რაც, თავის მხრივ, აბრკოლებს სასწავლო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას.
სკოლის ფსიქოლოგი პედაგოგებთან ერთად, ეხმარება მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემების დაძლევაში, სწავლის მოტივაციის ამაღლებაში, სწორი ურთიერთობების ძიებაში, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში..
აღნიშნულ საქმიანობას სკოლის ფსიქოლოგი ახორციელდებს ყველა კლასში სამუშაო გეგმის მიხედვით, ხოლო სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების არსებობის, მოსწავლის ხასიათისა თუ ქცევის სპეციფიურობიდან გამომდინარე ატარებს ინდივიდუალურ მუშაობას (საუბრებს) მოზარდებთან.
ფსიქოლოგის საათის განრიგი მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან.
სკოლის ექიმის საუბრები
დამრიგებლის საათზე I-XII კლასებში
- ჰიგიენა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
- გარე სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
- მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარება) უარის თქმა;
- კვება – ზომიერი, ინდივიდუალური, ფიზიოლოგიური, თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე – ინფორმირებულობა გამოსაყენებელი პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
- მოძრაობა – ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა.
სკოლის ექიმის საუბრების განრიგი მუშავდება სემესტრების მიხედვით და შეთანხმებულია სკოლის დირექციასთან.
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა:
გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები
გაკვეთილების (საშინაო დავალებების) მომზადება
I-VI კლ. მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს საშინაო დავალებების მომზადება დღის მეორე ნახევარში მასწავლებლის მეთვალყურეობისა და საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით. დაუსრულებელი სამუშაოს შემთხვევაში კი – ეძლევათ რეკომენდაციები სახლში შესასრულებელი დავალებების ირგვლივ.
გერმანული და ინგლისური ენის გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში
უცხოური ენები სკოლისათვის პრიორიტეტული საგნებია, ამიტომ, დაწყებით კლასებში საშინაო დავალებების მომზადებისას სწორი მიმართულების უზრუნველსაყოფად და, აგრეთვე, სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით დღის მეორე ნახევარში ჩასმულია დამატებითი მეცადინეობები:
- გერმანულ ენაში – III-IV კლასებისათვის;
- ინგლისურ ენაში – III-IV კლასებისათვის.
თბილისი, 2021 წელი