საქართველოში 2011 წლამდე მხოლოდ ხუთი სკოლა სთავაზობდა მოსწავლეებს გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომს. 2012 წლიდან ამ სკოლებს შეუერთდა ჩვენი სკოლაც, რომელმაც მიიღო გერმანული ენის პირველი და მეორე საფეხურის სადიპლომო პროგრამის განხორციელების უფლება.
DSD 1 და DSD 2 – დიპლომები – არის გერმანიის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები.
DSD პროგრამა ორიენტირებულია უცხო ენების სწავლების თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გასცემს გერმანიის სახელმწიფო დიპლომს.
პროგრამა ხელს უწყობს სკოლის მთვარი მიზნის განხორციელებას – კონკურენტუნარიანი აბიტურიენტების მომზადებით უზრუნველყოს ყველა კურსდამთავრებულის წარმატებული მომავალი.
DSD პროგრამა ითვალისწინებს:
- გერმანული ენის გაღრმავებულ სწავლებას მე–2 კლასიდან;
- ყოველი სემესტრის ბოლოს DSD ჯგუფებში ტარდება გამოცდა, რითაც
ფასდება მოსწავლის მიერ მიმდინარე პროგრამის ათვისების დონე;
წარმატებულად ჩაბარებულ დონეებზე გაიცემა დიპლომი.
სწავლების მეთოდი შემუშავებულია ისე, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი წარუმატებლობის ალბათობა.
წარმატებულ მუშაობას განაპირობებს სადიპლომო პროგრამაში ჩართული ჯი–ელ–სის კვალიფიცირებული, გამოცდილი კადრები: დოდო ამაშუკელი, მაგდა ღუღუნიშვილი, ნინო კიკალიშვილი, თამარ ვარდოსანიძე და გერმანელი პედაგოგი კარლსონ კატრინი.
DSD პროგრამაში ჩართულია მე–2 კლასიდან მე–12 კლასის ჩათვლით ჯი–ელ–სის სკოლის ყველა მოსწავლე.
ისწავლო ჯი–ელ–სი–ში, ნიშნავს ავტომატურად ჩაერთო DSD პროგრამაში!