სკოლის   შინაგანაწესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1.1. შინაგანაწესის რეგულირების სფერო

1.შინაგანაწესი შედგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: “ზოგადი განათლების შესახებ”, ’’საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” ”საქართველოს შრომის კოდექსის” და შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის  წესდების საფუძველზე და სავალდებულოდ შესასრულებელია სკოლის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის.

2.სკოლა წამოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და გააჩნია ამ სტატუსის შესაბამისი ყველა დოკუმენტაცია და ატრიბუტიკა: წესდება, ლოგო, ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედი, დროშა, სასკოლო ფორმა,  ჰიმნი.

 

სკოლის შინაგანაწესი აწესრიგებს:

  • ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალის მუშაობას;
  • მოსწავლეთა სწავლისთვის საჭირო პირობებს;
  • პედაგოგთა და მოსწავლეთა კონტიგენტს შორის ურთიერთობებს;
  • დირექციას, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობებს;
  • სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს;
  • სკოლაში დადგენილი წესების და პირობების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების წესებს.

 

საგანგებო მდგომარეობა:

2021–2022 სასწავლო წელს სკოლა მუშაობას იწყებს 2020-2021 სასწავლო წელს შემუშავებული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმით, (საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა  წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის განუყოფელ  შემადგენელ ნაწილს).

მუშაობის შემდგომი პერიოდისთვის პანდემიისგან დაცვის ღონისძიებების განხორციელებას სკოლა უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად

 

 

მუხლი 1.2. ტერმინთა განმარტება

) სკოლა – შპს “საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი”.

) სკოლის ადმინისტრაცია – სკოლის დირექტორი, სკოლაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებული პირები.

) სკოლის დირექტორი – შპს “საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სის” დირექტორი.

) სკოლის თანამშრომელი – სკოლის მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაციის შემადგენლობა, გარდა სკოლის დირექტორისა, ასევე სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

) მასწავლებელი – პირი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

) მოსწავლე – პირი, რომელიც სწავლობს სკოლაში და რომლის მიზანია ზოგადი განათლების მიღება.

) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

) სასწავლო პროცესი – სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების საქმიანობის ერთობლიობა.

) შიდა აქტები – სკოლის დირექტორის ბრძანებები, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად სკოლის ადმინისტრაციის, სკოლაში დასაქმებული პირების, ასევე მოსწავლეების/მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) მიერ და როგორც წესი ატარებს არაერთჯერად ხასიათს.

) სამუშაო აღწერილობა – სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმა, დადგენილი სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის, რომელიც თან ერთვის დასაქმებულთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას.

 

მუხლი 1.3.  სკოლის   სტრუქტურა:

მუხლი 1.4. დისკრიმინაციის აკრძალვა

  • სკოლაში იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო;
  • დისკრიმინაციად ჩაითვლება მოსწავლის/თანამშრომლის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახავი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და მოსწავლის/თანამშრომლისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან/პირებთან შედარებით.
  • დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან. 

მუხლი 1.5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  • სკოლას ბრძანებით დანიშნული ყავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ძალაშია ,,პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით’’ სკოლის დირექტორის 2020 წლის 2/272 ბრძანება:  ა) ზემდგომი ორგანოების, ფიზიკური თუ სხვა იურიდიული პირების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე კონტროლი, ამ ქმედებათა შესრულებათა განხორციელება ევალება  უფლებამოსილ პირს,  სკოლის დირექტორის მოადგილეს კადრების დარგში ბ) პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ფუნქციების შესრულება, კერძოდ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა – სკოლის IT-სპეციალისტს;(ბრძანება თან ერთვის)
  • მოსწავლის/მშობლის და მასწავლებლის/თანამშრომლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.
  • მოსწავლის/მშობლის და მასწავლებლის/თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით.
  • სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლესა და მასწავლებელს/თანამშრომელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე.
  • სასკოლო საზოგადოების დაცვის მიზნით, სკოლას უფლება აქვს პერსონალს მოსთხოვოს აცრის სრული კურსის ჩატარება სასწავლო წლის დაწყებამდე, გარდა განსაკუთრებული, სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტით დასაბუთებული შემთხვევებისა.
  • დაუშვებელია მოსწავლისა და მასწავლებლის/თანამშრომლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლისა და მასწავლებლის/დასაქმებულის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.
  • დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

 

მუხლი 1.6. კონფიდენციალობის დაცვა

რეგულირდება და ძალაშია ,,ინფორმაციის  სათანადოდ გავცელებისა და  გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირების დამტკიცების შესახებ’’  დირექტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის N2/317 ბრძანება, კერძოდ, ორგანიზაციაში და სასკოლო საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების დაცულობისა და არასათანადოდ/არასწორად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლეთა მშობელთა და პერსონალის შესახებ  ინფორმაციის თავმოყრა და საჭიროების შემთხვევაში გავრცელება, შემდგომი რეაგირების მიზნით, ხდება მხოლოდ დირექტორის ნებართვის საფუძველზე, კერძოდ: გავრცელებას ექვემდებარება მხოლოდ ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ინფორმაციის დირექტორისთვის მიწოდებაზე და გავრცელების დაცულობაზე პასუხისმგებელია: აკადემიურ დირექტორი, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე კადრების დარგში, საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელები, სკოლის ექიმი, კლასის დამრიგებლები.

  • სკოლის თანამშრომელი ვალდებულია არ გაახმაუროს სამუშაოსთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სკოლას ან/და მის კონტრაგენტებს (იმ შემთხვევაში, თუ ხელი მიუწვდება, ან მისთვის ცნობილი გახდა ამგვარი ინფორმაცია), მასწავლებელს/თანამშრომელს და მოსწავლეს, გარდა კანონით პირდაპირ მითითებული შემთხვევებისა. ეს ვალდებულება ძალაში რჩება თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგაც. კონფიდენციალური ინფორმაცია ისეთი სახის ინფორმაციაა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ეკონომიკურ, კომერციულ, ფინანსურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და რომლის გამჟღავნებაც ზიანის მომტანი იქნება სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის.
  • კონფიდენციალობის დარღვევად ითვლება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, როგორც დოკუმენტალურად (ნაბეჭდი და ელექტრონული), ასევე ზეპირი ფორმით, როგორც განზრახ, ასევე გაუფრთხილებლობით.
  • ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია გადასცეს მის უშუალო ხელმძღვანელს ყველა ის მასალა (დოკუმენტები, ხელნაწერები, კომპიუტერული ფაილები ან დისკები და სხვ.), რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანამშრომლის განკარგულებაში იმყოფებოდა, ასევე სკოლისთვის შექმნილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) დარჩება სკოლის ექსკლუზიურ საკუთრებაში.

 

მუხლი 1.7. პრივილეგიების დაუშვებლობა

სკოლის არცერთი მოსწავლე არ სარგებლობს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიით (მაგალითად: გაკვეთილზე დაშვება, სასწავლო პროცესის გაცდენისას სკოლის მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა, სკოლაში მოსვლა-წასვლის რეჟიმი, სკოლაში დადგენილი წესის – ფორმის ტარების დაცვა და ა.შ.).

 

მუხლი 1.8.  სამუშაო დროის აღრიცხვა

წარმოებს სპეციალური აღრიცხვის ფორმაში ელექტრონულად და რეგულირდება ,, შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის   სკოლაში   სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე, შენახვაზე და დასაქმებულებისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის  შესახებ’’ დირექტორის 2021 წლის 1 მარტის  N2/333 ბრძანების საფუზველზე, კერძოდ:

თბილისისა და ზუგდიდის განყოფილების  სკოლაში   სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე, შენახვაზე და დასაქმებულებისათვის გაცნობაზე პასუხისმგებელია თბილისში დ/მოადგილე კადრების დარგში მაკა კაკაურიძე, ზუგდიდის განყოფილებაში – უსაფრთხო სკოლის მენეჯერი ინგა კეკელია.

 

მუხლი 1.9.  დასვენების დღეები:

  • 14 ოქტომბერი – მცხეთობა (შრომის კოდექსი)
  • 23 ნოემბერი – გიორგობა (შრომის კოდექსი)
  • 19 იანვარი – ნათლისღება(შრომის კოდექსი)
  • 3 მარტი – დედის დღე(შრომის კოდექსი)
  • 9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე(შრომის კოდექსი)
  • 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით – აღდგომა(შრომის კოდექსი)
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე(შრომის კოდექსი)
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე(შრომის კოდექსი)
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.(შრომის კოდექსი)

 

მუხლი  1.10.  არდადეგები  და  სასწავლო  წლის კალენდარი 

სასწავლო წლის დაწყება-დასრულება

  • I კლასისათვის: 09.2021 წ. – 27.05.2022 წ.
  • II-XI კლასებისათვის:   09.2021 წ.  –  15.06.2022 წ.
  • XII კლასისათვის: – 15.09.2021წ. –  20.05.2022 წ.

არდადეგები

  • 2021 წლის 30 დეკემბერიდან – 2022 წლის 14 იანვრის ათვლით –ზამთრის არდადეგები (მიისტრის ბრძანება N88/ნ 15.07.2014წ.)
  • 2021 წლის 8 მარტიდან –  14 მარტის ათვლით – საგაზაფხულო არდადეგები(მინისტრის ბრძანება N127/ნ 30.12.2016წ.)
  • 2021 წლის 15 ივნისიდან 2022 წლის 15 სექტემბრამდე – ზაფხულის არდადეგები (კანონი ზოგადი გაათლეის შესახებ მუხლი N7)

 

 

თავი II.  სკოლაში დასაქმებულ პირთა ვალდებულებები

მუხლი 2.1.   თანამშრომელთა კატეგორიები

  • სკოლის დირექცია განისაზღვრება: სკოლის დირექტორის, აკადემიური დირექტორის, სასწავლო ნაწილის, დ/მოადგილე კადრების დარგში და რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელისაგან (შესწორება:06.09.2019);
  • ადმინისტრაცია განისაზღვრება: ფინანსური ადმინისტრატორის, თბილისისა და რეგიონალური განყოფილების უსაფრთხო სკოლის მენეჯერების, ინფო მენეჯერი/ბიბლიოთეკარის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორისაგან (შესწორება:06.09.2019);
  • პედაგოგიური პერსონალი განისაზღვრება: მასწავლებლებისა და საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების ხელმძღვანელებისაგან;
  • მასწავლებელთა დამხმარე პერსონალი განისაზღვრება: გახანგრძლივებული ჯგუფების აღმზრდელებით დაწყებით კლასებში;
  • ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი შედგება ყველა იმ მუშაკისაგან, რომლების უშუალოდ არ არიან ჩართული საწავლო პროცესში, მაგრამ ქმნიან აუცილებელ, საჭირო და სასარგებლო პირობებს სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;
  • სკოლის მასწავლებელთა სამსახურში მიღება–გათავისუფლება, უფლება–მოვალეობა, ანაზღაურება, სამუშაო დრო, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და დირექტორის ბრძანებით;
  • ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის თანამშრომეთა სამუშაოზე მიღება–გათავისუფლება წარმოებს დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

 

მუხლი 2.2. დირექციისა და  ადმინისტრაციის ზოგადი უფლებამოსილებები

 

სკოლის  სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო ხელმძღვანელობას სკოლის დებულებისა და წესდების შესაბამისად   ახორციელებს სკოლის  დირექტორი .

მას ექვემდებარება სკოლის  აკადემიური,  ადმინისტრაციული და სამეურნეო პერსონალი. (შესწორება:02.09.2014, 06.09.2019).

სკოლის დირექტორი მართავს სკოლის საქმიანობას ადმინისტრაციასთან ერთად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში.

სკოლის ადმინისტრაციის წევრების ფუნქციები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს თანამშრომლისგან შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშო აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;

ბ) დანერგოს მოტივაციის სისტემა წარმატებული სასწავლო პროცესისათვის, მიმართოს დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს მოსწავლეთა/თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის/სასწავლო პროცესისა და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში;

გ) მოითხოვოს თანამშრომლების/მოსწავლეებისაგან სკოლის მიერ დადგენილი წესების, ბრძანებებისა და მოთხოვნების შესრულება.

სკოლის დირექტორი ვალდებულია:

ა) იმოქმედოს წინამდებარე შინაგანაწესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მიიღოს სათანადო ზომები, რათა სკოლის ყველა თანამშრომელმა, ასევე სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა სკოლის წინსვლასა და განვითარებაში;

გ) ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსწავლეს/მშობელს/მეურვეს და ახალ თანამშრომელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სკოლაში მოქმედი წესები;

დ) უზრუნველყოს თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების  დროულად გადახდა;

ე) უზრუნველყოს შრომითი და სასწავლო პროცესის დისციპლინის განუხრელი დაცვა;

ვ) დისციპლინის დამრღვევთათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისა და ზომების გატარება.

 

სკოლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

  • კეთილსინდისიერად იმუშაოს, დაიცვას სამუშაო დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულებები, მკაცრად დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, იყოს კომუნიკაბელური.
  • დაიცვას სკოლის იმიჯი და ინტერესები, როგორც სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები, სისუფთავე, გაუფრთხილდეს ინვენტარს.
  • სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეასრულოს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ყველა მითითება და შესაძლებლობა, მათ შორის იმუნიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

 

მუხლი  2.3. თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობა (თანამდებობრივი მოვალეობის დეკლარაცია)

 

აკადემიური დირექტორი 

 (შესწორება:06.09.2019)

აკადემიური დირექტორი მუშაობს სკოლის  დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით და ანგარიშს აბარებს მას ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებასა და შედეგებზე. 

აკადემიური დირექტორის სამსახურს გააჩნია მუშაობის დებულება. 

ძირითადი ფუნქციაა სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სწავლების ხარისხისა და შედეგების შემოწმება,  საჭირო რეკომენდაციების ჩამოყალიბება და ამ რეკომენდაციების რეალიზების ორგანიზაცია.

კოორდინირებს სახელმძღვანელობის შერჩევას, აკონტროლებს   საგნობრივი კათედრების მუშაობას,მათ ანგარიშგებას, მონაწილეობს პედაგოგიური კადრების შერჩევასა და განაწილებაში; ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო  გამოცდებისათვის, ჩართულობას კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში, შეაქვს წინადადებები  სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის  შესახებ.

დირექტორის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს;

ევალება უშუალოდ გააკონტროლოს:

  • კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
  • კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
  • მოსწავლეთა შეფასების სისტემის სრულყოფა და სრული დაცვა, მისი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
  • მასწავლებელთა  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი.

 

დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში 

  • კოორდინაციას უწევს კათედრების, მასწავლებლის და მასწავლებელთა დამხმარე პერსონალის მეთოდურ მუშაობას  სასწავლო გეგმის,  პროგრამების, სილაბუსების შემუშავების საქმეში, ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე, აწარმოებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებს;
  • ახორციელებსმონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებაზე და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე, ახორციელებს საკლასო ჟურნალების  სისტემატიურ მონიტორინგს.
  • ორგანიზებასკეთებს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და მეთოდების დანერგვას, კათედრების გასვლითი სხდომების ორგანიზებას, საზაფხულო სემინარზე ახალი სასწავლო წლის გეგმის დამუშავებას და არსებული ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვას.

ევალება აკადემიურ დირექტორთან ერთად  გააკონტროლოს:

  • მოსწავლეთა მოძრაობა (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა–დაზუსტება);
  • კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
  • კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიული ზრდა;
  • შეფასების სისტემის სრული დაცვა, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება;
  • მასწავლებელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების მონიტორინგი, სასწავლო პროცესის თანმიმდევრობის მონიტორინგი.

 

დირექტორის  მოადგილე კადრების  დარგში:

  • სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად მონაწილეობს ადმინისტრაციულ და სამეურნეო პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის შერჩევაში, უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის პირადი საქმის მოწესრიგებას.
  • პასუხს აგებს სკოლის მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებისთვის, კლასის დამრიგებლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ სათანადო ჩანაწერების გაკეთებას და ინფორმირებას, შეაქვს ყველა საჭირო ჩანაწერი მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში.
  • უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების აღრიცხვას და ადრესატამდე მიტანას, აკონტროლებს ამ ბრძანებების შესრულებას.
  • აწარმოებს სკოლაში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვას შინაარსის მიხედვით , ადრესატამდე მიტანას და კონტროლს.
  • ახდენს სკოლიდან გასული ყველა კორესპოდენციის აღრიცხვას და მისი მოძრაობის თვალყურის დევნებას.
  • აწარმოებს თავისდროულ კონტროლს კლასის დამრიგებელთა მიერ მოსწავლის პირად საქმეში სათანადო ჩანაწერების წარმოებაზე.
  • ყველა ინფორმაციას დროულად აწვდის, როგორც ზემდგომ თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს, ასევე სკოლის სხვა მუშაკებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
  • ითხოვს ვადების დაცვას როგორც ზემდგომი თანამდებობის პირებისა და ორგანიზაციისგან, ასევე მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისაგან.
  • ვალდებულია იქონიოს შემდეგი ზონარგაყრილი და დანომრილი საქაღალდეები და აწარმოოს შემდეგი კორესპოდენცია:
  • ბრძანებების წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
  • მოსწავლეთა ანბანური წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
  • მოსწავლეთა მოძრაობის ჟურნალი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
  • შემოსული და გასული კორესპოდენციის აღრიცხვის ჟურნალი (დანომრილი, ზონარგაყრილი)
  • მასწავლებელთა ხელშეკრულებების საქაღალდე.

საგნობრივი კათედრის  თავმჯდომარე:

  • უზრუნველყოფს მის კათედრაში შემავალი საგნის/საგნების  სწავლების სწორ ორგანიზებას;
  • გეგმავს კათედრის მუშაობას;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრების გაერთიანება-თანამშრომლობას;
  • უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ჩატარებას, ადგენს სხდომის ოქმებს და ანგარიშებს წარუდგენს სკოლის სასწავლო ნაწილს;
  • აცნობს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავლების სიახლეებს;
  • ახდენს კათედრის წევრთა მუშაობის პერიოდული შემოწმებას;
  • იბარებს კათედრის წევრებისაგან მიმდინარე მუშაობის ანგარიშებს;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრების დახმარებას  საგნის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
  • უზრუნველყოფს კათედრის წევრთა და მოსწავლეთა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში;
  • ვალდებულია გაუწიოს კათედრაში შემავალი საგნის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციები.

 

რეგიონალური განყოფილების  სასწავლო პროცესის კოორდინატორი:

 

აღრიცხავს:

  •  სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა დასწრებას და  მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენის ფაქტს;
  • მოსწავლეთა სწავლების გადასახადთან დაკავშირებული საფინანსო გადარიცხვების პროცესს და ყოველკვირეულ ინფორმაციას აწოდებს სკოლის ფინანსურ ჯგუფს.

 

კონტროლებს:

  • რეგიონალური განყოფილებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვის შესრულებას;
  • საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობას: გაკვეთილების რეჟიმის დაცვას და სასწავლო პროცესის რეგულირებას (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა);
  • სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანასა და დაბრუნებას;
  • მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
  • მასწავლებელთა მორიგეობის განრიგის დაცვას.
  • სკოლის რეგიონალურ განყოფილებაში მოდულების მიმდინარეობის პროცესს;
  •  კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებისათვის მზადების პროცესის  მიმდინარეობას;
  • სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების, სისუფთავისა და ინვენტარის დაცვას, როგორც რეგიონალური განყოფილების  შენობის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ.
  • იცავს სკოლის იმიჯსა და ინტერესებს, რისთვისაც მოწოდებულია;

-დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და დამრიგებლებს დირექციის   გადაწყვეტილებები და სიახლეები;

-ხელი შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეთა კონტიგენტის მოზიდვასთან დაკავშირებული მუშაობის ჩატარებას რეგიონალურ განყოფილებაში.

 

მასწავლებელი

 

მასწავლებელი ვალდებულია:

  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
  • დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
  • მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
  • უზრუნველყოს საგაკვეთილო პროცესზე წესრიგი და დისციპლინა;
  • განუხრელად დაიცვას მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
  • დაიცვას სკოლის ინტერესები, შეასრულოს დირექციის მითითებები და განკარგულებები.

 

მასწავლებელთა  მატერიალური და მორალური წახალისების შესახებ:

  • სკოლა ითვალისწინებს მასწავლებელთა წახალისების შემდეგ ფორმებს: ბრძანებით მადლობის გამოცხადება, ერთი თვის ხელფასით პრემირება, ექსკურსიით ან ტურისტული მოგზაურობით დასაჩუქრება.
  • სკოლაში იმ მასწავლებელთა შვილები, რომელთა მუშაობის სტაჟი ამ სკოლაში 3 წელია, სარგებლობენ სწავლების გადასახადის 50%-იანი შეღავათით.
  • მასწავლებელი ჯილდოვდება დირექციის გადაწყვეტილებით სასწავლო წლის შედეგების მიხედვით ნაყოფიერი მუშაობისათვის შედეგად მაღალი აკადემიურიმიღწევებისათვის, კონკრეტული ღონისძიების ჩატარებისათვის, სასკოლო ინიციატივებისათვის.

 

უსაფრთხო სკოლის მენეჯერი:

  • ყოველდღიურად აღრიცხოს კლასის მოსწავლეთა დასწრება და შეძლებისდაგვარად გამოავლინოს მათ მიერ ცალკეული გაკვეთილების გაცდენები (რის შესახებაც უნდა აცნობოს სკოლის დირექციას);
  • ყოველი დღის პირველი გაკვეთილის ბოლოს ტელეფონით აცნობოს მოსწავლის მშობელს მისი სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ;
  • გაკვეთილებს შორის დასვენებებზე თვალყური ადევნოს მისი საფეხურის კლასებს;
  • თვალყური ადევნოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის დროულად დაწყებას;
  • გააკონტროლოს სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანა და დაბრუნება;
  • დროულად აცნობოს საგნის მასწავლებლებს და სხვა მუშაკებს დირექციის გადაწყვეტილებები და სიახლეები;
  • მოსწავლე გაკვეთილებიდან გაათავისუფლოს მხოლოდ დირექციის თანხმობის შემდეგ;
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური ან სხვა პრობლემების გადაჭრაში;

 

კლასის დამრიგებელი:

 

სკოლაში  დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:

  • სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
  • მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  • მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
  • თანამშრომლობის პრინციპი – ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

 

დამრიგებლის მოვალეობებია:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე წინასწარ შეთანხმებული თემატიკის მიხედვით სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • სკოლის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად მშობლებისთვის განკუთვნილ დროს (საინფორმაციო დღე მშობელთათვის) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
  • დროულად აცნობოს მშობელს შვილის სწავლასთანდაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელსა და დირექციას;
  • შესვენების დრო გაატაროს სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად;
  • უზრუნველყოს კლასის სამუშაო განრიგის და სხვა აქტივობების მეთვალყურეობა;
  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში;
  • მატერიალურად პასუხისმგებელია საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

 

გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი, აღმზრდელი:

  • უზრუნველყოს მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა დღის მეორე ნახევარში (საშინაო დავალებების ნაწილობრივ მომზადებაში ხელშეწყობა და კონტროლი);
  • კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით; განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით შესრულებაზე;
  • დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი,  შეასრულოს ძირითადი მასწავლებლის მითითებები;
  • უზრუნველყოს და გააკონტროლოს მოსწავლეთა ჰიგიენა;
  • ორგანიზება გაუკეთოს და დაეხმაროს კვების ბლოკის პერსონალს სადილის და ლანჩის პერიოდში;
  • უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხო გადააგდილება წრეობრივ მეცადინეობებზე;
  • იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მათი სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;
  • არის მატერიალურად პასუხისმგებელი კლასზე განპირობებული მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე.

 

 

თავი  III მოსწავლის/მშობლის ვალდებულებები

სკოლაში  ქცევის  სტანდარტები

 

მუხლი 3.1.  მოსწავლეთა მიღება:

 

  • სკოლაში მოსწავლეთა მიღება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ;
  • მოსწავლის მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.
  • ცნობა მშობლების სამუშაო ადგილიდან(სურვილისამებრ)
  • კლასი კომპლექტდება მაქსიმუმ 20 მოსწავლით;
  • კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება მისაღები ტესტირების საფუძველზე, მშობლის განცხადებით და დირექტორის ბრძანებით.  ფორმდება სამწლიანი ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის.

 

მუხლი 3.2.  მოსწავლეთა უფლებები და ქცევის წესები

მოსწავლეს   უფლება  აქვს:

  • მიიღოს განათლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • ჰქონდეს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის შესაძლებლობა;
  • იყოს დაცული ყოველგვარი ნეგატიური ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიურიზემოქმედებისაგან;
  • მიიღოს სკოლისაგან ყველა მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სკოლას და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მოსწავლე ვალდებულია:

  • დაესწროს ყველა გაკვეთილს, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად;
  • გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში წარუდგინოს კლასის დამრიგებელს გაცდენის ოფიციალური ახსნა-განმარტება (ექიმის ცნობა, მშობლის განცხადება);
  • მოვიდეს სკოლაში დაგვიანების გარეშე;
  • მოსწავლის გარეგნული იერი და ქცევა შეესაბამებოდეს სასკოლო გარემოს;
  • პატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, დაიცვას სისუფთავე და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას, გაუფრთხილდეს სკოლის იმიჯს;
  • იქონიოს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად საჭირო სასწავლო ნივთები;
  • არ გავიდეს საკლასო ოთახიდან საგაკვეთილო დროს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
  • ყველა შესვენება გატაროს საკლასო ოთახის გარეთ, დერეფანში.
  • გაკვეთილების მსვლელობისას სკოლაში დაიცვას წესრიგი და სიჩუმე;
  • მოსწავლის მიერ სკოლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს მშობლის მიერ;
  • მოსწავლის მიერ გაცდენილი საათების რაოდენობა არ უნდა იყოს წლის მანძილზე დათმობილი  საათების რაოდენობის 30% და მეტი  კონკრეტული საგნისთვის;
  • ჩაიცვას მისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმა (I-VI კლასები).

 

მოსწავლეს ეკრძალება:

  • სკოლაში მოსვლა მოუწესრიგებელი ვარცხნილობით და ტანსაცმლით, ან უფორმოდ;
  • არასაპატიო მიზეზით გაკვეთილის გაცდენა, გაკვეთილზე დაგვიანება;
  • სასწავლო ნაწილისა და დამრიგებლის ნებართვის გარეშე გაკვეთილების დამთავრებამდე ან/და შესვენებაზე სკოლის შენობიდან გასვლა;
  • სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკული საშუალებების, სპირტიანი და ნაკლებად ალკოჰოლური საშუალებების მიღება;
  • უცენზურო გამოთქმები;
  • სკოლაში ვიდეო/აუდიო ჩანაწერის, ჩაწერის საშუალებებისა და ასაფეთქებლის შემოტანა;
  • მობილური ტელეფონით სარგებლობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს არასაგაკვეთილო მიზნით;
  • 5 წუთიან შესვენებაზე სართულის  დატოვება;
  • საგაკვეთილო პროცესისთვის ხელის შეშლა.

 

მშობელი ვალდებულია:

  • ითანამშრომლოს სკოლასთან, გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
  • იქონიოს კონტაქტი კლასის დამრიგებლთან და მოითხოვოს ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ;
  • დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
  • თავიდან აიცილოს მოსწავლის მიმართ გათვალისწინებული ,,აკრძალვების’’ ფაქტები;
  • პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;
  • აანაზღაუროს მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი დაწესებული ჯარიმების შესაბამისად.

 

მუხლი 3.3. მოსწავლეთა წახალისების ფორმები

  • მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის ფრიადოსანთა დაფაზე გამოცხადება;
  • საუკეთესო სამეულის, ხუთეულის ვებ.გვერდზე  განთავსება;
  • საპატიო სიგელი;
  • მადლობის გამოცხადება სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით;
  • მადლობის წერილი მშობლებს;
  • სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობისათვის ფინანსური ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო კონტაქტების ფარგლებში მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას აკადემიური მოსწრების მიხედვით შერჩევა;
  • კლასის მაღალი შედეგებისათვის უფასო ექსკურსიით დაჯილდოება;
  • მაღალი აკადემიური შედეგებისათვის სასწავლო გრანტებით დაჯილდოება;
  • ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა მორალური და მატერიალური დაჯილდოება.

 

თავი IV.  ადმინისტრაცია და სამეურნეო ჯგუფი

მუხლი 4.1. ბიბლიოთეკის ძირითადი  პრინციპები და ფუნქციები:

  • ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში განათლებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
  • ბიბლიოთეკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების
  • ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით.
  • მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურით.
  • ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის.
  • შესაბამისი პროფილების ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვა-მოვლა-პარტონობას.
  • საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობასა და მომსახურების მაღალ დონეს როგორც ადგილზე, ისე სახელმძღვანელო და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემით.
  • ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
  • მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა;
  • საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება.
  • საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობითა და ამ
  • დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესასრულებლად
  • ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა.
  • ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სკოლის დირექტორი და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
  • ბიბლიოთეკის გამგე:
  • წარმართავს და ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის საერთო საქმიანობას, უზრუნველყოფს წიგნადი და სხვა ფონდების გამდიდრებას და მათ დაცვას, მოვლა-პატრონობას.
  • შეიმუშავებს ბიბლიოთეკის დებულებას რომელშის გაწერილია ბიბლიოთეკის ფონდებით სარგებლობის წესები და უზრუნველყოფს ამ წესების დაცვას.
  • წარუდგენს რეკომენდაციებს მოსაზრებებსა და წინადადებებს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის ფონდების შევსების გადასაწყვეტად.
  • ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.

მუხლი  4.2.  საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი

თავის საქმიანობაში   ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საგადასახადო კოდექსით”, საფინანსო და საგადასახადო ინსტრუქციებით, მითითებებით,   სკოლის წესდებით,  დირექტორის გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით. ბუღალტრის სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის საშტატო განრიგით.

თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში საფინანსო საბუღალტრო  ჯგუფი:

  • ახორციელებს თანანმდებროვი ინსტრუქციის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული საფინანსო ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
  • დროულად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს;
  • ახორციელებს კონტროლს ფინანსური სახსრების განკარგვის შესრულებაზე.
  • ხელმძღვანელობს სკოლის საფინანსო პოლიტიკას.
  • აკონტროლებს საფინანსო გადარიცხვების პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.
  • ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

საფინანსო საბუღალტრო  ჯგუფი ვალდებულია:

  • დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი,  შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
  • გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას; იყოს მატერიალურად პასუხისმგებელი მასზე განპირობებულ მატერიალური ფასეულობებს დაცვაზე; 
  • დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს სკოლის ზუსტი ბიუჯეტი.
  • დააზუსტოს და აკონტროლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა.
  • შეადგინოს პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის მიხედვით სატარიფიკაციო მონაცემები.
  • დროულად ჩაატაროს ინვენტარიზაცია და შედეგები ასახოს ოქმში;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობა;
  • შეადგინოს სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა, ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს დირექტორს განსახილველად და დასამტკიცებლად.
  • აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოფს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება.
  • წარადგინოს დირექტორის წინაშე ნახევარწლიური და წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი:

  • პასუხისმგებელია და აკონტროლებს სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
  • დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის საფინანსო მდგომარეობის  სრულყოფის შესახებ.
  • ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.
  • სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) მონდობილობის საფუძველზე ასრულებს საფინანსო ინსტიტუტებში მის უფლებამოსილებებს.

მუხლი  4.3. კომპიუტერული ქსელების მენეჯერი

  • უზრუნველყოფს სკოლის ლოკალური ქსელისათვის ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებას, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, მის პროგრამულ უზრუნველყოფას და საინტერნეტო მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ადგენს განაცხადს მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და დეტალების განახლების აუცილებლობის შესახებ;
  • უზრუნველყოფს სკოლის სამეთვალყურეო კამერების და მასთან დაკავშირებული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
  • თვალყურს ადევნებს პროექტორის, კომპიუტერული, ტექნიკური, აუდიო და ვიდეო აპარატურის გამართულობას, საგნობრივი კათედრების გამგეებთან,  უზრუნველყოფს სკოლის მასწავლებლებს სასწავლო მეცადინეობის ჩასატარებლად საჭირო დივიდი, აუდიო, ვიდეო და ინტერნეტმასალებით, ქმნის სკოლის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზას, ახდენს დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშების შედგენას და მის შეყვანას კომპიუტერში.

 

მუხლი 4.4. საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი

  • წარმოადგინოს სკოლა საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოურ წარმომადგენლობებთან;
  • დაამყაროს კავშირი/ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის უცხოელ პარტნიორებთან;
  • გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს გერმანული ენის სწავლების DSD სახელმწიფო პროგრამასთან;
  • უზრუნველყოს სკოლის პარტნიორი–ჰაიდელბერგის ენების აკადემიასთან ურთუერთობის ფარგლებში ენის შემსწავლელ კურსებზე მოსწავლეთა ჯგუფების ფორმირება/რეგისტრაცია/გამგზავრება უშუალო მონაწილეობით,  ან/და პასუხისმგებელი და თანმხლები პირის საშუალებით;
  • უზრუნველყოს სკოლაში არსებული გაცვლითი პროგრამის (პარტნიორი სკოლა–კარლსრუეს მერკურ–აკადემია) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
  • უზრუნველყოს საერთაშორისო საზაფხულო სასწავლო ბანაკების ორგანიზება, შესაბამისი პარტნიორების მოძიება და კოორდინირება;
  • დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს სკოლის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებს;
  • ხელი შეუწყოს პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობას/მონაწილეობას სკოლის უცხოელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ და სხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში;
  • თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და სხვა).

 

მუხლი  4.5. სამეურნეო სამსახური და მოსწავლეთა კვების ჯგუფი

შედგება სამეურნეო მენეჯერის, მზარეულის, დამლაგებლისა და ჭურჭლის მრეხავისაგან

სამეურნეო მენეჯერი/სკოლის დარაჯი

სკოლის დარაჯი:

1.უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას;

2.სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და ქონების უსაფრთხოებას;

3. უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;

4.უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;

5.ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.

6.უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოსვლა – გასვლის კონტროლს

7.უზრუნველყოფს უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვას სკოლის შენობაში

8.უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევას.

 

სკოლის დამლაგებელი

სკოლის დამლაგებელი ვალდებულია:

1.უზურნლვეყოს სკოლის, სკოლის ტერიტორიის, შენობის, დერეფნების, საკლასო ოთახების, შენობის სველი წერტილების და სასწავლო ინვენტარის სისუფთავის დაცვა

2.პერიოდულად ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება (სველი წერტილების – ყოველდღიურად)

3.დღის განმავლობაში ორჯერ ჩაატაროს შენობის მონიტორინგი (მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა)

4.სკოლის ტერიტორიის დაფუსთავება კვირაში ერთხელ (საჭიროებისამებრ განსაზღვრულ ვადაზე ადრეც)

5.ნაგვის გატანა/გადაყრა

6.სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა

7.შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით და შინაგანწესით, სამსახურებრვი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებები

 

 

მზარეული ვალდებულია:

1.უზურნველყოს სკოლის სასადილო დარბაზის, ინვენტარის წესრიგი და  სისუფთავის დაცვა

2.ყოველდღიურად ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება

3.სადილისთვის განკუთვნილი საკვები  პორციების  კონტროლი

4.სკოლის მოსწავლეებისთვის საუზმის  მომზადება

5.საკვები პროდუქციის  სწორად  შენახვის  უზრუნველყოფა

6.სანიტარული და  ჰიგიენური  წესრიგის  დაცვა

7.ნაგვის გატანა/გადაყრა

8.შეასრულოს საქართველოს  კანონმდებლობით, შრომის  კოდექსით, შრომის  შინაგანაწესით, სამსახურებრივი  ინსტრუქციით,თანამდებობრივი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები

9.გაეცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილ  ნებისმიერ  ცვლილებებს  და  დამატებებს  სკოლის ვებგვერდის, ფეისბუკ მესენჯერის და ელექტრონული ჟურნალის  შემშვეობით

 

ჭურჭლის მრეცხავი ვალდებულია:

1.შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2.გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

3.აანაზღაუროს მის მიერ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი;

4.უზრუნველყოს ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის რეცხვა;

5.ყველა საჭირო ინვენტარისთვის/ნივთისთვის/ნივთიერებისთვის წინასწარ მიმართოს სკოლის ზემდგომ პირს;

6.დაიცვას სანიტარული ნორმები;

7.შეასრულოს სკოლის დირექტორისა და უფლებამოსილი ზემდგომი პირის მითითებები და დავალებების თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი V. საქმისწარმოების  წესი

მუხლი 5.1. ზოგადი  დებულებანი

1.   შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლის საქმისწარმოების წესები შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N 414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” საფუძველზე.

2. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლის,,საქმისწარმოების წესები” განსაზღვრავს სკოლის  საქმისწარმოების ორგანიზების სისტემას, ადგენს დოკუმენტებზე, განცხადებებზე, წერილებზე მუშაობის წესს.

საქმისწარმოებისა და არქივის მუშაობის წესები ახალი მოთხოვნების შესაბამისად დამტკიცებულია დირექტორის ბრძანება N2/222, 28.12.2018.

4. ამ დოკუმენტით განსაზღვრული მუშაობის წესი სავალდებულოა სკოლის ყველა თანამშრომლისათვის.

5. კორესპონდენციის მოძრაობაზე და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებაზე, არქივის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს სკოლაში წარმოადგენს დირექტორის მოადგილე კადრების დარგში.

 

მუხლი 5.2. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციის წესი

1. სკოლაში  შემოსულ კორესპონდენციას შემოსვლის დღეს ესმება თარიღი და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

2.შემოსულ კორესპონდენციას სარეგისტრაციო ნომერი დაესმება შემოსული კორესპონდენციის  რიგითობის შესაბამისად.

 

მუხლი 5.3. შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვის წესი

1. სკოლაში  შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა ხდება სპეციალურ ჟურნალში.

2. სკოლაში  შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვის ჟურნალში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:

ა. შემოსული დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი და გამოცემის თარიღი;

ბ. შემოსული დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი  და შემოსვლის თარიღი;

გ. შემოსული დოკუმენტის დასახელება;

გ. შემომტანი პირი ან ორგანიზაცია;

დ. თემა/ შინაარსი;

ე. შემსრულებელი/ჩაიბარა;

ვ. ხელმოწერა მიღებაზე;

ზ. შედეგი.

ყველა ტიპის შემოსულ დოკუმენტაციას ენიჭება რეგისტრაციის ნომერი რომელიც რეგისტრირდება ჟურნალში  შემდეგნაირად:

მუში: მ/5 –15.01.2012. სადაც

ინდექსი „მ“ ნიშნავს მიღებულს.

5– ნიშნავს რიგით ნომერს წლის დასწაწყისიდან;

15.01.2012 – ნიშნავს თარიღს.

 

მუხლი 5.4.  შემოსული რეგისტრირებული კორესპონდენციის განხილვისა და მასზე პასუხის მომზადების წესი

1.სკოლაში  შემოსული კორესპონდენცია, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდეგ, ეგზავნება  სკოლის დირექტორს.

2.სკოლის დირექტორის რეზოლუციით შემოსული რეგისტრირებული კორესპონდენცია ეგზავნება სკოლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

 

მუხლი 5.5. გასული კორესპონდენციის რეგისტრაციის წესი

1.სკოლიდან  გასული კორესპონდენცია ფორმდება სკოლის ოფიციალურ ტიტულიან ფურცელზე;

2.სკოლიდან  გასულ კორესპონდენციაზე აღინიშნება თარიღი და სარეგისტარციო ნომერი გასული კორესპონდენციის რიგითობის  შესაბამისად.

3. დოკუმენტის ასლი უნდა დამოწმდეს შემდეგი ფორმით „ასლი დედანთან სწორია” და დაესვას სკოლის ბეჭედი.

4. სკოლიდან გასულ კორესპონდენციას ხელს აწერს ხელმოწერაზე  უფლებამოსილი პირი – დირექტორი და და დაესმება სკოლის  ბეჭედი.

5.ყველა ტიპის გასულ დოკუმენტაციას ენიჭება რეგისტრაციის ნომერი.

 

მუხლი  5.6.  კორესპონდენციის გაგზავნის   აღრიცხვის წესი 

1.სკოლაში მომზადებული კორესპონდენცია  ადრესატს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით, ან ადრესატს გადაეცემა/ჩაბარდება  პირადად.

2.სკოლიდან  გაგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა ხდება სპეციალურ ჟურნალში.

3.გაგზავნილი კორესპონდენციების ჟურნალში შესავსები რეკვიზიტები:

 

ა. გასული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი;

ბ. ადრესატი – ორგანიზაცია, თანამდებობის  პირი (სად და  ვის  ეგზავნება წერილი);

გ. სათაური

დ. თემა/მოკლე შინაარსი;

ე. უკუკავშირის ფორმა.

 

მუხლი 5.7.  ბრძანებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესი

1. დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებს ხელმოწერისთანავე დაესმება  სკოლის ბეჭედი, თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი;

2.ბრძანების რეგისტრაცის ნომერი მოიცავს ციფრთა ერთობლიობას, რომელიც აღნიშნავს კალენდარული  წლის განმავლობაში გამოცემულ ბრძანებათა რიგითობას.

3.სკოლაში  გამოცემული ბრძანებების აღრიცხვა ხდება  შემდეგი წესით:

ბრძანებების აღრიცხვის შესაბამის   ჟურნალში, – იწარმოება 2 ჟურნალი

ინდექსების მიხედვით, კერძოდ:  1/– მოსწავლეთათვის  2/– თანამშრომელთათვის

 

მუხლი  5.8. არქივის წარმოებისა და დაცვის წესი

სკოლის არქივის წარმოება და დაცვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174  „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“  რეკომენდაციების სრული დაცვით.

თავიანთი მიმართულებების მიხედვით არქივის წარმოებასა და სისტემატიზებაზე პასუხისმგებელ  პირებს სკოლაში წარმოადგენენ დირექტორის მოადგილე კადრების დარგში, სკოლის სასწავლო ნაწილი და მთავარი ბუღალტერი.

 

მუხლი  5.9. მოსწავლის პირადი საქმის წარმოება

1.სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმის წარმოებას;

2.პირადი საქმე შეიცავს მონაცემებს მოსწავლის ჯანმრთელობის, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ,  ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

3.სკოლა უზრუნველყოფს აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ;

4.მოსწავლის შესახებ სკოლაში დაცული პირადი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირთათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი  5.10. ელექტრონული ჟურნალის წარმოება

1.მოსწავლის ყოფაქცევისა და მისი სასწავლო პროგარმის დაძლევის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება ყოველდღიურად ელექტრონული ჟურნალის საშუალებით;

2.ელექტრონული ჟურნალით მშობელს შესაძლებლობა აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს მასწავლებლებთან, დაუსვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ.

 

თავი VI. სკოლის უსაფრთხოება:

მუხლი 6.1. ზოგადი პრინციპები

  • ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიის შესაბამისად, ორგანიზაციაში დასქმებულ პირთა ოდენობის გათვალისწინებით, შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნორმების მოწესრიგებისათვის სკოლას ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციების შესრულებელი თანამშრომელი – ფინანსურ ადმინისტრატორი თეა ენუქიძე (,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციების შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებით’’ დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს ბრძანება N2/290);
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2021–2022 სასწავლო წელს ძალაშია ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში  საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ დირექტორის 2020 წლის 4 სექტემბრის N2/295 ბრძანებით დამტკიცეული საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმა;
  • ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში ქცევის, მშობელთა ინფორმირების წესის, ან ვიზიტორთა და მოსწავლთთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის, დასუფთავების და ა.შ.  წესების დამტკიცების შესახებ’’ დირექტორის 2020 წლის 4 სექტემბრის N2/294 ბრძანება;
  • ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში დისტანციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ’’ დირექტორის 2020 წლის 4 სექტემბრის N2/296 ბრძანება;
  • ,,სკოლაში თერმოსკრინინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ’’ დირექტორის2020 წლის 4 სექტემბრის N2/297 ბრძანება;
  • ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში პირბადის გამოყენებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირის განსაზღვრის შესახებ’’ დირექტორის 2020 წლის 4 სექტემბრის N2/298 ბრძანება;
  • ,, შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის სკოლაში დასუფთავებაზე კონტოლის, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი და საწმენდი და სადეზიფენქციო საშუალებების მომარაგება, დასაწყობება და გაცემაზე სპასუხისმგებელი პირისა და წესების დამტკიცების შესახებ’’ დირექტორის 2020 წლის 4 სექტემბრის  N2/299 ბრძანებება;
  • სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებსა და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს შესაბამისი  ღონისძიებების გატარებისთვის ძალაში რჩება დირექტორია 2019 წლის 3 ოქტომბრის N2/261 ბრძანება ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის  უსაფრთხოების შესახებ“ კერძოდ:

 

ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო  და  საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვროს  სკოლის დირექციის წარმომადგენლები: დირექტორი, დირექტორის მოადგილები და ადმინისტრაციის 2 წევრი – სართულების შესაბამისად;

ბ) სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე დარღვევის შემთხვევაში ფაქტის უტყუარობის გადამოწმებისათვის დაევალოთ დირექციის წევრებს იქონიონ მუდმივი წვდომა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან პირადი კომპიუტერის საშუალებით;

გ) ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით ამოქმედდეს დარღვევათა ყოველდღიური აღრიცხვის  დადგენილი ფორმა, რაშიც მონაცემების შეტანა კონკრეტული ფაქტის  გადამოწმების შემდეგ უზრუნველყოს დირექტორის მოადგილემ კადრების დარგში;

 

  • სკოლის შენობა აღჭურვილია უახლესი სახანძრო და შიდა და გარე ვიდეოკონტროლის სისტემებით;
  • სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთათვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში კი დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი თანხმობით;
  • მოსწავლის მხრიდან სკოლის ტერიტორიის ვადაზე ადრე დატოვება დასაშვებია მხოლოდ დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში;
  • სკოლაში შემოღებულია მასწავლებელთა და თანამშრომელთა მორიგეობა, როგორც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე დასვენებების დროს (სართულზე 1 ან 2 მორიგე);
  • დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა წრეებზე გადაადგილებას უზრუნველყოფენ აღმზრდელები;
  • შედგენილია აღმზრდელთა მორიგეობის განრიგი სკოლის ტრანსპორტით მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
  • სკოლა აღჭურვილია უსაფრთხოების სამეთვალყურეო კამერებით კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.

 

 

მუხლი 6.2. სკოლაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების რეგულირების წესი:

  • ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელს ხელი შეუწყოს და მოსთხოვოს იმუნიზაცია სასწავლო წლის დაწყებამდე;
  • სკოლას აქვს შესაბამისი მედიკამენტებითა და ინვენტარით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი და ჰყავს ექიმი როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდის რეგიონულ განყოფილებაში;
  • დანიშნული პირები ვალდებულნი არიან მუდმივად ჰქონდეთ მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად;
  • მოსწავლის ავადმყოფობის, ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმოქმედოს შემდეგნაირად: დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება ადგილზე არსებული საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლის გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იმავდროულად შეატყობინოს მშობელს. მოსწავლის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში დამრიგებელთან ერთად თან გაყვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და დარჩეს მოსწავლესთან მშობლის ან კანონიერი მეურვის გამოცხადებამდე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასა და მშობელს გადასცეს უტყუარი ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის, შემთხვევის და მის მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ღონისძიებათა შესახებ;
  • ზ.ა. პირებმა მუდმივი კონტაქტი იქონიონ მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეპიდემიის, პანდემიის, ქრონიკული დაავადებების, ალერგიების, ინკლუზიური მოზარდის შემთხვევაში მშობლებთან, დამრიგებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან;
  • აწარმოონ ახლად მიღებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი ცნობების შესაბამისად, სათანადოდ აღრიცხვა;
  • მოსწავლეთა სანიტარულ-ჰიგიენური ინფორმირებულობისათვის ჩაატარონ საუბრები კლასებში დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • მოახდინონ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება, სანიტარულ სამსახურებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით პერიოდულად, ან ეპიდემიის ან პანდემიის შემთხვევაში და სხვა საჭირო ღონისძიებების ჩატარება მოზარდთა ჯანმრთელობის აღიარებული პროგრამების მიხედვით.

 

მუხლი 6.3. ფსიქოლოგის საათები სკოლაში:

  • მუშაობს დამრიგებლებთან ერთად ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების გამოსავლენად, ადგენს მათთან მუშაობის გეგმებს და მონაწილეობს ამ გეგმების რეალიზებაში;
  • სკოლაში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის ხელშესაწყობად ატარებს საუბრებს კლასებში დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • სწავლობს კონფლიქტურ სიტუაციებს, თანამშრომლობს კლასის დამრიგებლებთან, სკოლის დაცვის სამსახურთან, მორიგე მასწავლებლებთან სკოლაში დისციპლინის უზრუნველსაყოფად, ატარებს ინდივიდუალურ საუბრებს მოზარდებთან გაწერილი განრიგისა და საჭიროების შესაბამისად;
  • მუშაობს ინკლუზიურ მოსწავლეებთან, ადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ზრუნავს საერთო სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისათვის.

 

 

მუხლი 6.4.სკოლის  ტერიტორიაზე   ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოება

სკოლის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექციას როგორც თბილისის სკოლაში, ასევე ზუგდიდის განყოფილებაში. კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები განსაზღვრულია სკოლის დირექტორის N261 ბრძანებით , თარიღი:  3  ოქტომბერი, 2019 წელი

ხანძრის პრევენციის მიზნით  პასუხისმგებელი პირი  ვალდებულია:

  • შეამოწმოს საკეტების, გისოსების, კარებების მთლიანობა, კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულობა,   ელ. ფარებში მცველების მდგომარეობა;
  • ყოველდღიური შემოვლისას შეამოწმოს შენობა შესაძლო ხანძრის კერის გამოვლენაზე, კომუნიკაციების და ელ. გაყვანილობის გამართულობაზე და გადააბაროს დაცვის სამსახურს ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში;
  • საკლასო ოთახებში ხანძრის პრევენციაზე პასუხისმგებელია კლასის დამრიგებელი, განაყოფებსა და კაბინეტებში – შესაბამისი კათედრის ხელმძღვანელი, სამუშაო დღის ბოლოს შემოწმებაზე – სკოლის დარაჯი;

პასუხისმგებელი პირები ხანძრის შემთხვევაში რეკავენ:

  • სახანძრო სამსახურთან;
  • სკოლის დირექტორთან.

მოსწავლეთა (ადამიანთა ნაკადების მართვისთვის)  ევაკუაციისას:

  • მისცეს წინასწარ დადგენილი სიგნალი;
  • გააღოს სათადარიგო საევაკუაციო კარები, ეზოს კარები, სართულებზე არსებული სათადარიგო კარების გაღება მოხდეს დირექციის წევრის (რომელთანაც ინახება საევაკუაციო კარის გასაღები) და უსაფრთხო სკოლის მენეჯერების მიერ;
  • დარწმუნდეს, რომ ყველა ბავშვი გავიდა შენობიდან, საევაკუაციო ჯგუფთან ერთად მიიღოს ზომები დარჩენილების გადასარჩენად;
  • ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში ჩააქროს ის არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით (ცეცხლმაქრები);
  • დირექტორის ნებართვით გათიშოს დენი.

 

კონკრეტულად  საკლასო ოთახებში:

  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესის დაცვა ეკისრება პასუხისმგებელ პირებს – თბილისის სკოლაში სასწავლო ნაწილს, სამნეოს და კლასის დამრიგებლებს, ზუგდიდის განყოფილებაში – უსაფრთხო სკოლის მენეჯერს და კლასის დამრიგებლებს;
  • მოსწავლეთა გაყვანაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ: სასწავლო ნაწილს, სამნეოს და უსაფრთხო სკოლის მენეჯერს, რომლებიც აღებენ საევაკუაციო კარებს და  მიმართულებას  აძლევენ  მოსწავლეთა ნაკადს;
  • პირველი, ვინც შეამჩნევს ხანძრის კერას, ვალდებულია, უსაფრთხო სკოლის მენეჯერის  ან დირექციის დახმარებით მისცეს სახანძრო განგაშის სიგნალი;
  • საევაკუაციო გეგმა და საგანგებო სამსახურების ტელეფონები გამოკრულია  სკოლის ყველა სართულის დერეფანში, სასადილოში, ფოიეში და სართულებზე სამასწავლებლოებში;
  • სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, თუ  სპორტული, ან კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას უზრუნველყოს მოსწავლეების უსაფრთხოება (გამოიყენოს ევაკუაციის გეგმა, იცოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და სხვა საშუალებების ადგილმდებარეობა);
  • მოსწავლეების მიერ სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ცოდნაზე და ზუსტ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  კლასის დამრიგებელს;
  • კლასის დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ  ყურადღება მიაქციოს ოთახის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობას.

 

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ  ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებაზე  პასუხისმგებელი  პირი    ვალდებულია:

  • შეამოწმოს შენობა და ინვენტარი;
  • გამორთოს შუქი და ელ. ხელსაწყოები;
  • დაკეტოს ფანჯრები და დადგენილი წესით შეამოწმოს შენობა და გარე პერიმეტრი.

 

  • ხანძრის შემთხვევაში:

გამოაცხადოს სახანძრო განგაში;

დარეკოს სახანძრო სამსახურთან;

დარეკოს სკოლის დირექტორთან;

არსებული საშუალებებით დაიწყოს ხანძრის ლიკვიდაცია.

 

თავი VII.  სასკოლო დისციპლინა  და  სკოლის დისციპლინური კომიტეტი

მუხლი 7.1. სასკოლო დისციპლინის პრინციპები

1.სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

2.სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

3.დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

4.დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

5.დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.

6.მოსწავლეს და თანამშრომელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

7.ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

8.დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

 

მუხლი 7.2. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა

მოსწავლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილება;

ბ) მკაცრი გაფრთხილება;

გ) ზიანის ანაზღაურება;

დ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

ე) გაკვეთილიდან გაძევება;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ზ) სკოლიდან გარიცხვა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ ყოველი კვირის ბოლოს წარმოებს მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისციპლინარული დევნის შესახებ მონაცემების შეფასება.

 

მუხლი 7.3. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

1.დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

2.მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

3.სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

4.მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.

5.მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

 

მუხლი 7.4.   მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა

მასწავლებელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომებად  მიჩნეულ იქნება:

  • გაკვეთილის გაცდენა (პედაგოგი ვალდებულია 15 წუთით ადრე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე. პედაგოგმა,  გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა, წინასწარ უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია გაკვეთილის გაცდენის თაობაზე, რათა მოხერხდეს პედაგოგის დროული შეცვლა);
  • გაკვეთილზე დაგვიანება (პედაგოგი ვალდებულია გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა წინასწარ გააფრთხილოს ადმინისტრაცია გაკვეთილზე დაგვიანების თაობაზე, რათა მოხერხდეს პედაგოგის დროული შეცვლა);
  • მოსწავლის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა;
  • დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ წარმოება (პედაგოგი ვალდებულია დროულად და ზუსტად აწარმოოს სკოლის დოკუმენტაცია, აღრიცხოს გაცდენები და  აკადემიური მოსწრება);
  • ეთიკური ნორმების დარღვევა;
  • საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება;
  • მოსწავლეებთან  სექსუალური და ბიზნეს ურთიერთობების ქონა;
  • სკოლის ტერიტორიაზე  ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;   
  • არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება;
  • მოსწავლეთათვის  საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა (პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეთნიკური უმცირესობების, გენდერული  შეხედულებების);
  • მოსწავლის პირად ცხოვრებაში შეჭრა;
  • მოსწავლის არაეთიკური ქცევისკენ ბიძგება;
  • მოსწავლისაგან ან მშობლისგან საჩუქრების ან  ფულის აღება;
  • სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობა;
  • სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებს შეუსრულებლობა;
  • კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა.

 

სახდელები  დარღვევებთან დაკავშირებით:

ზემოაღნიშნული დისციპლინური გადაცდომების შემთხვევაში თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნება შემდეგი სახის ადმინისტრაციული სახდელები სკოლაში მოქმედი მასწავლებლის ეთიკის ნორმების შესაბამისად:

  • გაფრთხილება;
  • შენიშვნა;
  • საყვედური;
  • სასტიკი საყვედური;
  • სამსახურიდან დათხოვნა – ხელშეკრულების შეწყვეტა.

თანამშრომელთა დისციპლინურ დარღვევებს განიხილავს, აღრიცხავს  და უფარდებს სახდელს სკოლის  დისციპლინური კომიტეტი.

პედაგოგს დიციპლინარული სახდელი შესაძლოა მოეხსნას მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით. აღნიშნული სახდელები მასწავლებლის მიერ შესაძლოა გასაჩივრდეს სკოლის სააპელაციო კომიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ. თბილისის სასამართლოში.

 

მუხლი 7.5. დისციპლინური კომიტეტის საქმის წარმოება

1.დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2.დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.

3.საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

1.დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

2.შუამდგომლობასთან დაკავშირებით დისციპლინური კომიტეტი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

1.დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7.6. დისციპლინურ წარმოებაში  მონაწილეობის დაუშვებლობა

დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია

დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

 

მუხლი 7.7.  დისციპლინური კომიტეტის მიერ  გადაწყვეტილების მიღება

1.დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

2.დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.

3.დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.

4.დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი, სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

5.დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6.მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების, ასევე დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სკოლის დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

მუხლი 7.8. დისციპლინური სახდელის მოქმედების  პერიოდი და ხანდაზმულობა

1.დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

2.დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

3.მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.

4.დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

5.წინამდებარე შინაგაწესის დადგენილი დისციპლინური გადაცდომის, სახდელისა და წარმოების დებულებები გამოიყენება ასევე, სკოლის ყველა თანამშრომლის მიმართ.

 

 

თავი VIIIსკოლის თანამშრომელთა სამსახურში მიღების,  შრომის  ანაზღაურებისა და გათავისუფლების წესი

 

მუხლი 8.1. სკოლაში სამუშაოზე მიღების წესი:

 

სკოლაში სამუშაოდ მიღება ხორციელდება ,,შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი–ელ–სის  მასწავლებელთა და თანამშრომელთა ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევისა და მიღების ახალი წესის’’ მიხედვით.  დირექტორის ბრძანება N 2020 წლის 14 ივლისის N2/285 ბრძანებით

  • სამუშაოზე მიღება წარმოებს კონკურსის წესით შერჩეულ კანდიდატთა გასაუბრების საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
  • არსებულ ვაკანსიის შესახებ ცნობილი ხდება სასკოლო საზოგადოებისათვის და სხვა დანარჩენი დაინტერესებული პირებისათვის სიტყვიერი ფორმით თათბირზე გამოცხადებით, სათანადო ვებგვერდებზე განთავსების საშუალებით;
  • კანდიდატები პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ვებგვერდის, ელ.ფოსტის საშუალებით ან პირადად წარადგენენ სკოლის დირექციაში;
  • წარმოდგენილი კანდიდატურების პირადი საქმეებისა და რეკომენდაციების განხილვა დირექტორის, სასწავლო ნაწილის, შესაბამისი კათედრის ძირითადი შემადგენლობის მონაწილეობით;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება კომისიის მიერ, დირექტორის, აკადემიური დირექტორის, სასწავლო ნაწილის, შესაბამისი კათედრის ხელმძღვანელის მონაწილეობით;
  • მათემატიკის, უცხოური ენებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების შერჩევისას გაითვალისწინება ტესტირების შედეგი (გამოიყენება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები);
  • შესაძლებელია სკოლამ მასწავლებლისაგან მოითხოვოს საგნის გაკვეთილის ჩატარება ერთ ან რამოდენიმე კლასში;
  • მასწავლებელი შესაძლებელია მიღებული იქნას სამსახურში გამოსაცდელი ვადით – ერთი თვით, ან გამოსაცდელი ვადის გარეშე, ერთი სასწავლო წლით და ხელშეკრულების შესაბამისად ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით;
  • სამუშაოზე მიღება, როგორც წესი, ხორციელდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ფორმდება წერილობითი ფორმით. შრომითი ხელშეკრულება დგება ორ თანაბარი იურდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დასაქმებულს, მეორე ინახება ადმინისტრაციაში. შრომითი ხელშეკრულების ფორმას ადგენს სკოლის ადმინისტრაცია;
  • შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, სკოლაში კონკრეტულ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შრომით ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს და შესაბამის სამუშაო აღწერილობას;
  • შრომით ხელშეკრულებაზე დასაქმებულის ხელმოწერა ადასტურებს წინამდებარე შინაგანაწესისა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობის დასაქმებულის მიერ გაცნობისა და მათში ასახული პირობების შესრულებაზე დათანხმების ფაქტს;
  • შრომით ხელშეკრულებებს სკოლის სახელით ხელს აწერს სკოლის დირექტორი;
  • დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების თარიღი აღინიშნება შრომით ხელშეკრულებაში;
  • შრომითი ხელშეკრულება თანამშრომელთან იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 8. 2. სამსახურში მიღებისას წარმოსადგენი  დოკუმენტების ნუსხა

სკოლაში სამუშაოდ მიღებისას თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს:

– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი;  უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიზე კანონიერად ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

– ცნობები წინა სამუშაო ადგილებიდან ან შრომის წიგნაკი (გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც პირველად იწყებენ სამსახურს);

– სამხედრო ბილეთი (სამხედროვალდებულებმა) მოთხოვნის შემთხვევაში;

– განათლების დამადასტურებებლი დოკუმენტები (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სერთიფიკატი);

– ავტობიოგრაფია (CV);

– ფოტოსურათი დისკზე;

–  ნასამართლეობის შესახებ ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან;

– ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

სკოლის ადმინისტრაციას უფლება აქვს მოთხოვოს თანამშრომელს წარმოადგინოს დახასიათება-რეკომენდაცია უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან და სხვა სახის დოკუმენტები სკოლის დირექტორის შეხედულებისამებრ.

 

მუხლი 8.3.  შრომითი ანაზღაურება, პრემია, ფულადი დახმარება

1.თანამშრომლის შრომის ანაზღაურება ხდება შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

2.თანამშრომელთა პრემირება ხდება სკოლის დირექტორის შეხედულებისამებრ დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

3.ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს სკოლის თანამშრომლებზე ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ შემდეგ შემთხვევებში:

  • შვილის შეძენა;
  • ქორწინება;
  • ავადმყოფობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება.

4.დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სხვა შემთხვევებშიც დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

 

თავი IXსამუშაო და დასვენების დრო, მივლინება, შვებულება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

 

მუხლი 9.1. სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო

1.სამუშაო დროის აღრიცხვა რეგულირდება დირექტორის ბრძანება ???

2.სტანდარტულ სამუშაო კვირად ითვლება 8 საათიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათები: 8.45–დან 17.00–მდე შესვენების ჩათვლით. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სკოლაში სამუშაო საათების დამთავრებამდე.

3.სამუშაო დრო, რომელიც კვირაში 40 (ორმოცი) საათს აღემატება, ითვლება ზეგანაკვეთურად და იგი კომპენსირდება შრომის კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით მხოლოდ იმ პირობით, თუკი სკოლის დირექტორის თხოვნით ან თანხმობით იქნა გამომუშავებული;

 

მუხლი 9.2. თანამშრომელთა მივლინება

1.სკოლის თანამშრომელთა საზღვარგარეთ ან საქართველოში მივლინების პერიოდის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მივლინება დაკავშირებულია სკოლის საქმიანობასთან და არსებობს სკოლის დირექტორის ბრძანება მივლინების შესახებ;

2.მივლინებაში წასვლის მიზნით თანამშრომელი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე, სადაც გასაგებად უნდა იქნეს აღწერილი მივლინების მიზანი, ხანგძლივობა და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლის მოვალეობების გადაბარების გრაფიკი;

3.განცხადებაზე აუცილებელია სკოლის დირექტორის რეზოლუცია. სკოლის დირექტორი განსაზღვრავს სამივლინებო ავანსის ოდენობას, გარდა კანონით დადგენილი სამივლინებო ხარჯებისა. სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული განცხადება და ბრძანება სათანადო ავანსის მოთხოვნით, გადაეცემა სკოლის ბუღალტერიას ასანაზღაურებლად.

 

მუხლი 9.3. შვებულება

1.სკოლის ყველა თანამშრომელს ეძლევა ყოველწლიური კუთვნილი ფასიანი შვებულება 24 სამუშაო დღით, სამუშაო ადგილის და შრომის ანაზღაურების შენარჩუნებით;

2.ძირითად მასწავლებლებს 24 დღიანი (სამუშაო) ანაზღურებადი შვებულების გარდა, დირექტორის ბრძანებით შესაძლოა მიეცეთ დამატებით ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი   შვებულება, რომლის შინაარსი და ვადები განისაზღვრება  დირექტორის მიერ გამოცემული შიდა სამართლებრივი აქტით.

3.სკოლის მოწვეულ პედაგოგებს საახალწლო და საზაფხულო არდადეგებზე მიეცემათ ანაზღაურების გარეშე (უხელფასო) შვებულება ან აუნაზღაურდებათ დირექციის შეხედულებისამებრ, დირექტორის მიერ გამოცემული შიდა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.შვებულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

– შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

– შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

– შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს  შესრულება;

– ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა;

– მხარეთა შეთანხმება;

– შრომითი ხელშეკრულების მოშლა სკოლის (დამსაქმებლის) ადმინისტრაციის ან დასაქმებულის/თანამშრომლის ინიციატივით.

 

მუხლი 9.5. შრომითი ხელშეკრულების მოშლა სკოლის ინიციატივით

სკოლა უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თანამშრომელი დაარღვევს შრომითი ხელშეკრულებით, ანდა წინამდებარე შინაგანაწესით, ან/და სკოლაში მოქმედი აქტებით გათვალისწინებულ პირობებს;

ბ) სკოლის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირებისას;

გ) თანამშრომელი ჩაიდენს ბრალეულ ქმედებას, რომელიც პასუხისმგებელია ფულადი ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება სკოლის  მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს;

დ) თანამშრომლის მიერ სამუშაო არ შესრულდა ან/და არაჯეროვანად  შესრულდა; ე) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 9.6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა  თანამშრომლის ინიციატივით

1.სკოლის თანამშრომელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ იგი ვალდებულია ამის შესახებ გააფრთხილოს სკოლა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლით დადგენილი გაფრთხილების ვადის განმავლობაში თანამშრომელი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი საქმეებისა და მისთვის მიბარებული მატერიალური ფასეულობების სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირისათვის გადაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს თანამშრომელს დააკისროს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მუხლი 9.7. გათავისუფლების პროცედურა

1.თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით.

2.თანამშრომლის მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს დათხოვნის ბრძანების ასლი ან/და ცნობა სკოლაში მუშაობის პერიოდისა და დაკავებული თანამდებობის შესახებ;

 

თავი X . დასკვნითი დებულებები 

შინაგანაწესი მტკიცდება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით;

1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე, თანამშრომელს გასაცნობად გადაეცემა წინამდებარე შინაგანაწესი;

2. შინაგანაწესის დაცვაზე ზედამხედველობა ახორციელებს სკოლის დირექტორი;

3. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

4. სკოლის შინაგანაწესი განთავსებულია სკოლის ვებგვერდზე, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და მისი დაცვა ერთნაირად სავალდებულოა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის.

 

 

თბილისი, 2021 წელი