სკოლა გთავაზობთ:
- შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს, დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეთათვის 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ან/და 18:00 სთ–მდე , საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის 09:00 სთ-დან 16:00 სთ–მდე; - ინგლისური ენის(I-XII), გერმანული ენის(II-XII), ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლიგიების გაძლიერებულ სწავლებას, მესამე უცხო ენის – რუსულის სწავლებას (VII-XII);
- უსაფრთხო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სკოლის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ სამსახურს;
- მრავალფეროვან და საინტერესო სასკოლო ცხოვრებას.
სწავლის საფასურში შედის:
- ორჯერადი ჯანსაღი და დაბალანსებული კვება დაწყებით საფეხურზე -VI კლასის ჩათვლით ;
- გახანგძლივებული დღის სააღმზრდელო მომსახურება VI კლასის ჩათვლით;
- დამატებითი გერმანული და ინგლისურის ენის გაკვეთილები III-IV კლასებში დღის მეორე ნახევარში;
- ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება – პირველი კლასიდან TOEFL პროგრამით;
- გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება – მეორე კლასიდან გერმანული ენის სადიპლომო პროგრამით (გერმანული ენის სახელმწიფო დიპლომი DSD I და DSD II);
- ფსიქოლოგის საათი, ლოგოპედი, ექიმის მომსახურება.
სკოლის ყველა მოსწავლისათვის გარანტირებულია:
- II კლასიდან : ჩართვა გერმანული ენის სადიპლომო – DSD პროგრამაში შესაბამისი საათობრივი ბადით;
- III კლასიდან: ინგლისური ენის ყოველწლიური სასერტიფიკატო გამოცდების შესაბამისი პროგრამით მზადება გაზრდილი საათობრივი ბადით;
- V-VI-VII კლასებში: უცხოური ენის თავისუფალი გაკვეთილები იმ მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმუშავებენ გერმანულ და ინგლისურენოვან მოხალისეებთან არაპროგრამულ თემებზე;
- II კლასიდან : სადიაგნოსტიკო შეფასებები, მათ შორის რეიტინგული წერები შაბათობით, თვეში ერთხელ განრიგის შესაბამისად.
- XI-XII კლასებში: ეროვნული გამოცდებისათვის მზადება საგნის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ოდენობის აკ. საათების დამატებით, სადიაგნოსტიკო წერებით და გამოცდის მრავალჯერადი იმიტაციებით;
- IX-X-XI-XII კლასებში: საერთაშორისო კონკურსებისათვის მოსამზადებლად შიდა სასკოლო კონკურსების ჩატარება;
- სკოლის ფრიადოსან მოსწავლეთა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას და სხვა კონკურსებში გამარჯვებულთა მიღწევების გაშუქება სკოლის ვებგვერდზე, მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებით, დაჯილდოება სიგელებით, ექსკურსიებით, საზაფხულო სკოლებითა და საერთაშორისო ტურებით.
სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი კლუბები
კლუბებში მოსწავლეების ჩართვა უფასოა და ხდება ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით:
- III კლასიდან: წიგნის მოყვარულთა კლუბი – ინგლისურ ენაში სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის;
- V კლასიდან: ლიტერატურული კლუბი – შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური წერის უნარების განვითარებისათვის;
- V კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი;
- VII კლასიდან: კლუბი „გალუას ვექტორზე“ – მათემატიკით დაინტერესებული იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა.
სხვა ფასიანი მომსახურება – სურვილის შესაბამისად
- ხელოვნებისა და დიზაინის სტუდია;
- მუსიკალური სტუდია;
- ბალეტის სტუდია;
- კარატეს სექცია;
- ჭადრაკის სექცია;
- მეტყველების კულტურა – წრე;
- ტრანსპორტით მომსახურება;
- სხვა მოთხოვნილი წრეები და სტუდიები.
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 592555515, 555305566
სკოლაში რეგისტრაციისთვის შეავსეთ ანკეტა