სასწავლო პროექტი მათემატიკაში
გალუას თასი
ქალაქი – თბილისი |
სკოლა – შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი |
სასწავლო თემის ავტორები: ნანა მენთეშაშვილი,
თამარ ქავთარაძე, გენადი თვაური |
პროექტის სამოქმედო გეგმა
თემის დასახელება საგანმანათლებლო პროექტი მათემატიკაში „გალუას თასი“ |
საგანი – მათემატიკა |
კლასები – III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X. |
თემის შინაარსი: მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევაყვაროთ მათემატიკა, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ მათემატიკასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, სახალისო ამოცანები, მიეცემათ მაგალითებისა და ამოცანების ნუსხა, რომლებიც უნდა ამოხსნან გარკვეულ ვადაში. პროექტი მოიცავს სამ ტურს, პირველი ტური იქნება თემაზე „ეს საინტერესოა“, მეორე ტური იქნება კონკურსის ტიპის, სადაც შევარჩევთ ლოგიკურ, საშუალო და რთულ ამოცანებს, თითოეულ დავალებას ექნება წინასწარ მომზადებული სწორი პასუხი და შეფასების რუბრიკა. დაბალი ქულების მქონე მოსწავლეები დატოვებენ კონკურსს, ხოლო მაღალი ქულების მქონე მოსწავლეები გადავლენ ფინალურ მესამე ტურში და გააგრძელებენ კონკურსს პირველობის მოსაპოვებლად. მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებით. |
განხორციელების დროის ჩარჩო: 8 კვირა |
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კავშირი ესგ–თან მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნები:
|
მოსწავლეების ამოცანები/სწავლების შედეგები:
|