ლანდჰაიმ შონდორფი – გზა მომავლისკენ!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

გვსურს, ნათლად დაგანახოთ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ლანდჰაიმ შონდორფში სუფევს. მშობლებს კარგი დაფიქრება მართებთ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელ სკოლაში მიაბარონ ბავშვი. სკოლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდის ჩამოყალიბებასა და შემდგომი ცხოვრების გზის წარმართვაში. თუ რატომ გირჩევთ ლანდჰაიმ შონდორფის გიმნაზიას – ამ კითხვაზე პასუხს თქვენ ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობთ. ჩვენი საიტი შექმნილია, რათა ჩვენი საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ, დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. წინასწარ მოგახსენებთ მადლობას დროის დათმობისთვის. გარწმუნებთ, ეს ნამდვილად ღირს!

გიმნაზიის შესახებ

ლანდჰაიმ შონდორფის გიმნაზია გერმანიაში საუკეთესო ხუთეულში შედის, რაც განპიროებეულია შემდეგი ფაქტორებით:

• სწავლების მაღალი ხარისხი;
• დისციპლინა;
• მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური და გულისხმიერი მიდგომა;
• კურსდამთავრებულთა მაღალი მიღწევები.
გიმნაზიის მაღალი რეიტინგი კურსდამთავრებულებს გზას უხსნის, დაეუფლონ სასურველ პროფესიას ქვეყნის ნებისმიერ უნივერსიტეტში. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 20-ია. ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის ტარდება კონკრეტული საგნობრივი დამატებითი მეცადინეობები გაკვეთილების შემდეგ.

ცხოვრება ლანდჰაიმში

იოჰან პესტალოციმ, თანამედროვე სახალხო სკოლის დამფუძნებელმა, აღმზრდელობითი იდეალები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ჩამოაყალიბა – ჩვენთვის ისინი დღესაც აქტუალურია. მდიდარ საგანმანათლებლო ტრადიციებთან, თანამედროვე პედაგოგიკურ მიდგომებთან, თანამედროვე სასწავლო მასალებსა და ინვენტართან ერთად, ლანდჰაიმს აქვს საუცხოო მდებარეობა.შონდორფი, სადაც ჩვენი გიმნაზიაა განლაგებული, მდებარეობს ამერის ტბის დასავლეთით, ზემო ბავარიის ალპურ ზონაში. ჩვენი ტერიტორია გადაჭიმულია სანაპიროს ახლომდებარე ტყეებსა და მდელოებზე.
მწვანეშია ჩაფლული საცხოვრებელი სახლები და სახელოსნოები, სპორტული მოედნები, გვაქვს საკუთარი ნავსაყუდელი და პლაჟი. მთავარი პრინციპი და ჩვენი სიძლიერე შემდეგშია: ყველა მასწავლებელს აღმზრდელის ფუნქცია აკისრია. ისინი ცხოვრობენ აქვე და მოსწავლეებს შეუძლიათ მიმართონ მათ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ნებისმიერი კითხვითა და პრობლემით. ჩვენთან მოზარდებს ინდივიდუალურად ექცევათ ყურადღება და აქვთ ხელშეწყობა მანამ, სანამ მათ ეს სჭირდებათ.

თავისუფალი დრო

თავისუფალ დროს უნდა გაერთოს და განიტვირთოს ადამიანი. ჩვენთან მოსწავლე საკუთარ თავისუფალ დროს სკოლის ჩარევის გარეშე გეგმავს. ეს ეხმარება მას, გამოიმუშავოს უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა თვითდაჯერებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის.თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებისთვის ლანდჰაიმი ბევრ საინტერესო საშუალებებს გთავაზობთ. ზაფხულში ყველა ტბისკენ მიიწევს. ცურვა, სერფინგი, იალქნიანი ნავით და კაიაკით სეირნობა ზაფხულში გართობის ყველაზე მიღებული ფორმებია. ზამთარში რეგულარულად ეწყობა სათხილამურო და სნოუბორდის ექსკურსიები. ალპების სიახლოვე ამ ღონისძიებათა შესრულების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეების განკარგულებაშია რამოდენიმე სპორტული მოედანი,ჩოგბურთის სამი კორტი, კომპიუტერის ოთახი და შეკრების ორი ოთახი.თავისუფალი დროისა და შაბათ-კვირის საინტერესოდ გასატარებლად, სტუდენტები ესწრებიან კონცერტებს, დადიან თეატრებსა და გამოფენებზე, აწყობენ ლაშქრობებსა და ექსკურსიებს შტაფელის ტბასა და ქალაქის მასშტაბით, სეირნობენ მთებში ველოსიპედებით, აწყობენ შეჯიბრებს თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში.

სპორტი

ჩვენს მოსწავლეებს მრავალი შესაძლებლობა აქვთ გახდნენ მოქნილები, დაოსტატდნენ, იყვნენ მუდამ ფორმაში, ისწავლონ თანადგომა და, რაც მთავარია, მიიღონ სიამოვნება. გიმნაზია გთავაზობთ წყლის სპორტის რამდენიმე სახეობას: ნიჩბოსნობას, საიალქნე პროგრამასა და სერფინგს. გთავაზობთ, აგრეთვე, სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა: ბალახის ჰოკეი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, გოლფი და ალპინიზმი.

როგორ შეიძლება მოვხვდეთ ლანდჰაიმ შონდორფში?

ლანდჰაიმ შონდორფის გიმნაზიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე, ჯი-ელ-სის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ 70%-იანი ფასდაკლებით. სკოლა 2012 წლიდან გერმანული ენის სადიპლომო (DSD) სკოლაა. ეს უფრო მეტ შანსს აძლევს მოსწავლეებს სწავლების ნებისმიერ ეტაპზე სწავლა გააგრძელონ შონდორფის გიმნაზიაში, ან ისწავლონ სურვილის მიხედვით ერთი ან რამოდენიმე სასწავლო წლის განმავლობაში.

DSD ჯგუფებში ისწავლება ასევე სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი. ენის ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა 10-12.

DSD ჯგუფებს IX კლასის ბოლოს უტარდებათ I საფეხურის სადიპლომო გამოცდა გერმანულ ენაში. შემდეგ მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ II საფეხურის გამოცდისათვის მოსამზადებელ ჯგუფებში.

ჩვენი სკოლის ატესტატი, ქართული აბიტური (საატესტატო გამოცდები), უფლებას აძლევს მოსწავლეს, სწავლა გააგრძელონ შონდორფის გიმნაზიაში სააბიტურო პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ, ის ჩაირიცხება გერმანიის ნებისმიერ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე. სწავლება, როგორც ჩვენთან, ასევე შონდორფის გიმნაზიაში, ფასიანია.

ანალოგიური პირობებით ცვენი სკოლის ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია სწავლა გააგრძელოს ან ისწავლოს გარკვეული პერიოდი პარტნიორ სკოლაში კარლსრუეს ,,მერკურ აკადემია – ინტერნაციონალში” .

იხილეთ ვებ-გვერდი: www.landheim-schondorf.de

 www.merkur-akademie.de

გისურვებთ წარმატებებს!