ჯი-ელ-სის მკვლევარები

 

ბუნების მოყვარულთა  კლუბის  ზოგადი დებულება

2018-2019  სასწ. წ.

  1. ზოგადი დებულება:

1.1.  ბუნებისმოყვარულთა კლუბი   ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების  მიერ არის დაფუძნებული.

1.2. კლუბი დაფუძნებულია 1 სასწავლო  წლის ვადით.  (I – II  სემესტრი)

1.3.  კლუბის იურიდიული მისამართია:  ქ. თბილისი, მინდელის ქ. N3

 

  1. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1.  ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას;

2.2.   გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში;

2.3.   ხელი შეუწყოს  მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;

2.4.  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;

2.5.  მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალება.

 

  1. კლუბში გაწევრიანება:

3.1.  კლუბის წევრობა ნებაყოფილობითია.

3.2.  კლუბის  წევრი შეიძლება გახდეს  III-VI  კლასის  მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.

3.3.  კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.

3.4.  კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

  1. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება:

4.1.  კლუბი შედგება მოსწავლეებისგან, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  15-ს;

4.2.   ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას –  ერთპიროვნულად;

 

  1. კლუბის წევრი მოვალეა:

5.1.  დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

5.2.  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;

5.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს   კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის  ეფექტურ ფუნქციონირებაში.

 

  1. კლუბის მუშაობა:

6.1.  კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ  ან  ორჯერ;

 

  1. ბუნებისმეტყველების კლუბის სამუშაო პერიოდი:

7.1.  კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა  სასწავლო წლის სემესტრებს;

7.2.  კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

 

  1. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:

8.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა)  და ლიკვიდაცია  ხორციელდება:

ა) სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილების  საფუძველზე;

ბ)  მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

 

 

 

კლუბური  მუშაობა – კეთებითა  და  აღმოჩენებით  სწავლების  საუკეთესო  შესაძლებლობა

 

ნინო  ნიკურაძე

საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  საგნების  სწავლებისას  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  ექსპერიმენტების  ჩატარებას,  კეთებითა  და  აღმოჩენებით  სწავლებას.

მარტივი  ექსპერიმენტების  საშუალებით როგორ  ავამაღლოთ  მოსწავლეთა  მოტივაცია,  როგორ  ჩავრთოთ  აქტიურად  მშობლები  სასწავლო  პროცესში,  დავგეგმოთ  და  განვახორციელოთ  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  პროექტები.

საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  სწავლების  მიზანია  აზიაროს  მოსწავლე  მეცნიერების  საფუძვლებს  და  განუვითაროს  კვლევის  უნარ-ჩვევები,  რაც  მას  საშუალებას  მისცემს  შეიცნოს  და  გაითავისოს  სამყარო,  ჩაერთოს  საზოგადოებრივი  საქმიანობის  სხვადასხვა  სფეროში,  იგრძნოს  პასუხისმგებლობა  საკუთარი  თავის,  საზოგადოებისა  და  გარემოს  მიმართ.

თანამედროვე  ზოგადსაგანმანათლებლო  სტანდარტის  გათვალისწინებით  მოსწავლე  აღიჭურვოს  იმ  ცოდნითა  და  უნარ-ჩვევებით,  რომელიც  საშუალებას  მისცემს  მას  ალღო  აუღოს  კაცობრიობის  სწრაფ  პროგრესს,  გამოიყენოს  თანამედროვე  მეცნიერების  მიღწევები,  გახდეს  საზოგადოების  სრულფასოვანი  წევრი.  ცოდნის  პასიური  მიღებიდან  მოსწავლე  უნდა  ჩამოყალიბდეს  აქტიურ  შემმეცნებლად,  რომელიც  შეძლებს  მიღებული  ცოდნა  გამოიყენოს,  როგორც  პროფესიული წარმატებისთვის,  ასევე  საზოგადოების  სასიკეთოდ. იმისთვის,  რომ  საბუნებისმეტყველო  საგნების  სწავლამ  დააკმაყოფილოს  აღნიშნული  კრიტერიუმები,  საჭიროა  მოსწავლეს  გაუჩნდეს  ინტერესი  გარემომცველი  სამყაროს  კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენის  შეცნობის  მიმართ.  საბუნებისმეტყველო  საგნების  სწავლებისას,  თეორიულ  ცოდნასთან  ერთად  აუცილებელია  მოსწავლეს  განუვითარდეს  კვლევა-ძიებითი  და  მათი  სხვადასხცვა  სიტუაციაში  გამოყენების  და  გარემომცველ  სამყაროზე  ზრუნვის  უნარ-ჩვევა.  იმისათვის,  რომ  მოსწავლეები  ღრმად  ჩაწვდნენ  სამყაროში  მიმდინარე  პროცესებს,  აუცილებელია  თვითონ  მოახდინონ  დაკვირვება,  ჩაატარონ  ექსპერიმენტი,  შეაგროვონ  მონაცემები  და  გააანალიზონ.

მოგეხსენებათ,  საბუნებისმეტყველო  საგნები  საკმაოდ  რთულ  დისციპლინებს  მიეკუთვნება,  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტეთ  სკოლაში  ჩამოგვეყალიბებინა  ბუნებისმოყვარულთა  კლუბი,  რომელიც  მიზნად  ისახავს   მარტივი  და  საინტერესო  ექსპერიმენტებით,  თამაშ-თამაშით,  კვლევა-ძიებით,  განსხვავებული  და  მრავალფეროვანი  პროექტებით  მოსწავლეები  ნელ-ნელა  ჩაერთონ  მუშაობის  პროცესში,  სადაც  თავად  გახდებიან  აღმოჩენების  ავტორები,  რაც  თავისთავად  აამაღლებს  მათ  მოტივაციას  და  გაზრდის  ინტერესს   კლუბის  მუშაობის  მიმართ.

კლუბის  პირველივე  შეკრებაზე  მოსწავლეებს  მივცემ  საშუალებას  თვითონ  შეარჩიონ  კლუბის  სახელი,  მოიფიქრონ  ლოგო  და  სლოგანი,  რომელიც  გამოხატავს  ჩვენი  თანამშრომლობის  არსს.  ასევე  ერთად  დავგეგმავთ  მომავალ  პროექტებს,  ვიმუშავებთ  პრინციპით;  „დედამიწა  ჩვენი  სახლია“,  გავაცნობ  კლუბის  წესდებას,  დავადგენთ  შეხვედრების  განრიგს,  დაიგეგმება  „ღია  კარის  დღე“, მოვიწვევთ  მშობლებს,  პედაგოგებს  და  მაქსიმალურად  ვითანამშრომლებთ  ყველასთან,  რომ  უფრო  საინტერესო,  მრავალფეროვანი  და  განსხავევებული იყოს ყოველი შეხვედრა.

 

შედეგი:

  • კლუბში ყველა  პოულობს  თავის  ადგილს;
  • კლუბის იდეა  ეყრდნობა  სამყაროსადმი  ბუნებრივ  დაინტერესებას,  ეს  კი  არ  არის  დამოკიდებული  ცოდნის  დონეზე;
  • კლუბის შეხვედრებზე,  კვლევის  პროცესებში  არ  არსებობს  შეცდომის  მცნება,  რადგან  შეცდომას  არ  აღვიქვამთ  როგორც  დამარცხებას.  ეს  მათთვის  ხდება  მიზნისკენ  მიმავალი  გზა.

 

 

დასკვნა:

კლუბის  მეცადინეობებზე  ბავშვებს  ეძლევათ  განვითარების,  საკუთარი  თავის  გამოხატვის  შესაძლებლობები,  იზრდება  ინტერესი  კვლევებისადმი,  ექსპერიმენტებისადმი  და  ბავშვი  ნაბიჯ-ნაბიჯ  ხდება  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების  თანაზიარი.  თეორიული  ცოდნის  შევსება  ხდება  პრაქტიკულ  დონეზე,  რაც  იწვევს  მოტივაციის  ამაღლებას,  მოსწავლეები  თვითონ  ამზადებენ  საგაკვეთილო  რესურსებს.

კლუბური  მუშაობა  ავითარებს  თანამედროვე  მოთხოვნების  შესაბამის  უნარ-ჩვევებს.

 

2018-2019 სასწ. წლის სამუშაო გეგმა

2018-2019 სასწ. წლის ანგარიში

2019-2020 სასწ. წლის სამუშაო გეგმა