სკოლის ფსიქოლოგის სამსახური:

ფსიქოლოგი: ზაზა მინდიაშილი

ტელ: +995 599 48 49 70

  • მუშაობს კურატორებთან და დამრიგებლებთან ერთად ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების გამოსავლენად, ადგენს მათთან მუშაობის გეგმებს და მონაწილეობს ამ გეგმების რეალიზებაში;
  • სწავლობს კონფლიქტურ სიტუაციებს, თანამშრომლობს კლასის დამრიგებლებთან, სკოლის დაცვის სამსახურთან, მორიგე მასწავლებლებთან სკოლაში დისციპლინის უზრუნველსაყოფად, ატარებს ინდივიდუალურ საუბრებს მოზარდებთან გაწერილი განრიგისა და საწიროებიოს შესაბამისად;
  • მუშაობს ინკლუზიურ მოსწავლეებთან, ადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ზრუნავს საერთო სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისათვის;
  • ხელმძღვანელობს დისციპლინარულ კომიტეტს;

 

სკოლის სამედიცინო სამსახური

ექიმი: ხათუნა როგავა

ტელ: +995 557 60 20 75

ზუგდიდის განყოფილების ექიმი: ნანა ჯიბლაძე

ტელ: +995 593 57 34 00

  • მოწოდებულია მოსწავლის ავადმყოფობის, ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმოქმედოს შემდეგნაირად: დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება ადგილზე არსებული საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლის გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და შეატყობინოს მშობელს. მოსწავლის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში დამრიგებელთან ერთად თან გაყვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და დარჩეს მოსწავლესთან მშობლის ან კანონიერი მეურვის გამოცხადებამდე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასა და მშობელს გადასცეს უტყუარი ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის, შემთხვევის და მის მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ღონისძიებათა შესახებ;
  • მუდმივი კონტაქტი იქონიონ მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეპიდემიის, პანდემიის, ქრონიკული დაავადებების, ალერგიების, ინკლუზიური მოზარდის შემთხვევაში მშობლებთან, დამრიგებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან;
  • აწარმოოს ახლად მიღებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი ცნობების შესაბამისად, სათანადოდ აღრიცხვა;
  • მოახდინოს ყველა პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება, სანიტარულ სამსახურებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით პერიოდულად, ან  ეპიდემიის ან პანდემიის შემთხვევაში და სხვა საჭირო ღონისძიებების ჩატარება მოზარდთა ჯანმრთელობის აღიარებული პროგრამების მიხედვით.