ძვირფასო მოსწავლეებო , გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით 1 ოქტომბერს!

📢 გაცნობებთ, რომ სკოლა სრულად აკმაყოფილებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ სახელმწიფო რეგულაციებს, რასაც ადასტურებს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური ნებართვა.  მზად ვართ მივიღოთ ყველა ჩვენი მოსწავლე ჩვეულ, კონტაქტურ რეჟიმში სწავლების სამივე საფეხურზე, თბილისსა და ზუგდიდში. სასწავლო წლის დაწყებას უკვე თითზე ჩამოსათვლელი დღეები გვაშორებს. ყველას მოგვენატრა მოსწავლეებთან პირისპირ შეხვედრა, მათი ნათელი, ლაღი, სანდომიანი სახეები.

როგორც იცით, სკოლა 1 სექტემბრიდან ახორციელებს საწავლო პროცესს დისტანციურად საბაზო და საშუალო საფეხურზე, თუმცა პირისპირ შეხვედრას ყველა მოუთმენლად ველოდებით.

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!